საია ხაინდრავას საქმეზე დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის, დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი სერიოზულ კითხვებს აჩენს გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის დამოუკიდებლობაში სახელმწიფოს ჩარევის კუთხით.
საქმე ეხება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ცრუ დასმენის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას, რომელსაც საფუძვლად კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ადვოკატების განცხადება დაედო. გამოძიება 5 თვის წინ ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს ეხება. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ ხაინდრავამ "ფორმულას" წინააღმდეგ სასამართლოს სამოქალაქო წესითაც მიმართა ცილისწამების მოტივით, 29 ივნისს კი საქმეზე ჟურნალისტი პროკურატურაში დაიბარეს.
საიას განცხადებით, დავით ქაშიაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას უკვე მოჰყვა მწვავე საერთაშორისო კრიტიკა:
- ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) გამოძიება შეაფასა როგორც საგამოძიებო ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ზეწოლის მცდელობა.
- ევროპის საბჭოს მედიის დაცვის პლატფორმამ აღნიშნულ საქმეზე განგაშის სიგნალი აამოქმედა.
ორგანიზაციის შეფასებით, სიუჟეტში დანაშაულის შესაძლო ჩადენაზე ინფორმაციის გაჟღერება თავისთავად ვერ იქნება ცრუ დასმენის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი, მით უმეტეს, როდესაც საკითხი საზოგადოებრივ ინტერესს ეხება.
"მედიის ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გამოვლენა, საჯარო ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი და ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მედია ასრულებს "საზოგადოებრივი გუშაგის" (public watchdog) ფუნქციას.
ასეთ პირობებში სისხლის სამართლის მექანიზმის გამოყენება განსაკუთრებულად მკაცრ დასაბუთებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რეალური საფრთხე, რომ ის გამოყენებულ იქნეს მედიის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისა და ჟურნალისტებზე მსუსხავი ზემოქმედების ინსტრუმენტად", — აღნიშნულია განცხადებაში.
საია ყურადღებას ამახვილებს საგამოძიებო ორგანოების შერჩევით მიდგომაზეც და აღნიშნავს, რომ სხვა ბევრ სისხლის სამართლის საქმეზე უწყებები მყისიერად არ იწყებენ გამოძიებას, თუმცა "ფორმულას" შემთხვევაში პროკურატურამ არა მხოლოდ საქმე აღძრა, არამედ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა.
იურისტები მიუთითებენ, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ უფრო აუარესებს გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობას, რასაც ხელი შეუწყო 2025 წლის ივნისში ქართული ოცნების მიერ "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში შეტანილმა ცვლილებებმა (მათ შორის, მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადატანამ და წყაროს საიდუმლოების გარანტიების გაუქმებამ). ორგანიზაციის განმარტებით, ქვეყანაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული ე.წ. SLAPP დავები (სტრატეგიული სარჩელები საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ) უკვე ყოველდღიურობად იქცა.
ასოციაციის დასკვნით, ვინაიდან "ცრუ დასმენა" პირის მხრიდან შეგნებულ, წინასწარ განზრახულ ტყუილს მოითხოვს, საგამოძიებო სიუჟეტის გამოძიების საგნად ქცევა რეალურ საფრთხეს უქმნის კრიტიკულ ჟურნალისტიკას და აჩენს კითხვას, ხომ არ არის ეს პროცესი მედიის მიმართ სხვა ფარული განზრახვის განსახორციელებელი საშუალება.
საიას განცხადება სრულად წაიკითხეთ აქ.
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
კომენტარები