ექსკლუზიური კინოჩვენება და გზა Disneyland-ისკენ — მოგზაურობის ახალი შანსი თიბისი კონცეპტის Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის
ფოტო: თიბისი
ექსკლუზიური კინოჩვენება და გზა Disneyland-ისკენ — მოგზაურობის ახალი შანსი თიბისი კონცეპტის Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის.
გამორჩეული მომენტების გაზიარება და ექსკლუზიური გამოცდილებების შექმნა თიბისი კონცეპტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — სწორედ ამ იდეის გარშემო, 18 ივნისს, თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ორგანიზებით, პატარებისთვის ემოციური საღამო მოეწყო - სპეციალურად Miles&Smiles თიბისი კონცეპტ Visa Signature ბარათის მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის Disney-სა და Pixar-ის სათამაშოების ისტორია 5-ის ექსკლუზიური კინოჩვენება გაიმართა.
სტუმრებმა საყვარელი პერსონაჟების ახალი თავგადასავლები მყუდრო და განსაკუთრებულ გარემოში იხილეს. კინოჩვენების მონაწილეებს Pixar-ის ოფიციალური საჩუქრები და სასიამოვნო სიურპრიზები დახვდათ, რამაც საღამო კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა როგორც პატარებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის.
პირველი სამოგზაურო ბარათი საქართველოში — პრემიალური სამოგზაურო გამოცდილებისთვის
ექსკლუზიურ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა დამატებითი ბენეფიტია იმ ძირითადი უპირატესობების გვერდით, რომლებსაც სამოგზაურო ბარათი აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ Miles&Smiles თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათი თიბისი კონცეპტმა და Visa-მ, პირველად საქართველოში,Turkish Airlines-თან კოლაბორაციით წარადგინეს, რათა მომხმარებლებისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გამხდარიყო.
ბარათის ძირითადი უპირატესობები:
- ექსკლუზიური მეტალის დიზაინი — Miles&Smiles სამოგზაურო ბარათი დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა. უნიკალური დიზაინის მქონე მეტალის ბარათი თიბისი კონცეპტ 360-ის მომხმარებლებისთვის პირადი ბანკირის დახმარებით არის შესაძლებელი.
- აეროპორტის პრივილეგიები და კომფორტი — მგზავრობის პროცესის გასამარტივებლად, ბარათის მფლობელებსა და მათ თანმხლებ პირებს აეროპორტის პრემიუმ სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ:
- ლაუნჯები: წელიწადში 30 უფასო ვიზიტი თბილისისა და მსოფლიოს სხვა საერთაშორისო აეროპორტების ლაუნჯებში. თითოეული ვიზიტისას ამ სერვისით მაქსიმუმ 4 თანხმლებ პირთან ერთად ისარგებლებთ;
- Fast Track (სწრაფი გასასვლელი): წელიწადში 30-ჯერ სწრაფი გასასვლელით სარგებლობა როგორც თბილისის, ისე სხვა საერთაშორისო აეროპორტებში (ასევე 4-მდე თანმხლებ პირთან ერთად);
- ახლა უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბარათის მფლობელები ბიზნეს ლაუნჯისა და Fast Track-ის სერვისით წელიწადში ჯამში 20-ჯერ სარგებლობას შეძლებენ;
- დამატებითი სამოგზაურო უპირატესობები: განსაკუთრებული პირობები და შეთავაზებები ტაქსით მგზავრობისას, ინტერნეტ როუმინგსა და სხვა სამოგზაურო კატეგორიებში.
მილების დაგროვება მოგზაურობის ყველა ეტაპზე:
- საქართველოში ყოველდღიური გადახდებისას მომხმარებლები სარგებლობენ Visa Signature ბარათის სტანდარტული დაგროვების პირობებით და ადგილობრივ სასტუმროებში თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას დამატებით Miles&Smiles მილებსაც აგროვებენ;
- საზღვარგარეთ ყოფნისას მილები გროვდება სხვადასხვა გადახდაზე - მათ შორის შოპინგის, კვების ობიექტების, ტრანსპორტის, სასტუმროების, სურსათის თუ სხვა ყოველდღიური ხარჯების დროს;
- დაგროვებული მილებით Turkish Airlines-ის მომსახურებების მიღებაა შესაძლებელი, რაც მოიცავს ავიაბილეთების შეძენას, თვითმფრინავში სასურველი ადგილის წინასწარ შერჩევას, ბარგის დამატებასა და ფრენის კლასის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, მილების დახარჯვა შესაძლებელია Turkish Airlines-ის ონლაინ მაღაზიაში შოპინგის დროსაც.
განსაკუთრებული შანსი სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის
კინოჩვენების საღამო სტუმრებისთვის კიდევ ერთი სიახლით აღმოჩნდა საინტერესო. ღონისძიების მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ თიბისი კონცეპტი და Visa სამოგზაურო ბარათის მფლობელთათვის სულ მალე ახალ, განსაკუთრებულ კამპანიას წარადგენენ.
ამ კამპანიის ფარგლებში ერთ იღბლიან მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა, ოჯახთან ერთად დაუვიწყარ მოგზაურობაში გაემგზავროს და ყველასთვის საყვარელი პარიზის Disneyland-ი მოინახულოს.
დამატებითი დეტალები ამ შესაძლებლობის შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მანამდე კი შეუკვეთეთ თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათი თქვენი პირადი ბანკირის დახმარებით, ჩაერთეთ მომავალ კამპანიაში და მიიღეთ ოჯახთან ერთად Disneyland-ში გამგზავრების შანსი.
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
კომენტარები