ადამ კადიროვი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის შვილმა, ადამ კადიროვმა, Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მართავს ავტომობილს საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევით. კადრებში ასახულია სიჩქარის გადაჭარბებისა და საპირისპირო ზოლში გადასვლის ფაქტები, თუმცა ვიდეოში ესკორტის მანქანები არ ჩანს. ინფორმაციას OC Media ავრცელებს.
- ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
- რამზან კადიროვმა შვილის სავარაუდო ავტოავარიაზე პირველი კომენტარი გააკეთა
- ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
- კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ
კადრები სოციალურ ქსელში 2026 წლის ივნისში გავრცელდა. 13-წამიან ვიდეოში ადამ კადიროვი მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის საჭესთან ზის. თავდაპირველად ის გზას აჩვენებს, შემდეგ კი კამერას თავისკენ და გვერდით მჯდომი მგზავრისკენ — რუსი მებრძოლის (MMA), თურფალ-ალი ედილოვისკენ აბრუნებს.
ვიდეოში საგზაო მოძრაობის რამდენიმე დარღვევა ფიქსირდება: უმცროსი კადიროვი საჭესთან ტელეფონით სარგებლობს, მისი ავტომობილი კვეთს ორმაგ ღერძულა ხაზს და გადადის საპირისპირო ზოლში. ვიდეოს დასასრულს, დასახლებულ პუნქტში მანქანის სიჩქარე საათში 112 კილომეტრს აღწევს, მაშინ როდესაც კადრში ჩანს საგზაო ნიშანი, რომელიც სიჩქარეს საათში 50 კილომეტრამდე ზღუდავს.
გარდა ამისა, ადამ კადიროვს და მის მგზავრს ღვედები არ უკეთიათ.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კადიროვის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ან რაიმე ზომების მიღების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა სერიოზულ დარღვევად ითვლება და შესაძლოა მართვის მოწმობის ჩამორთმევა გამოიწვიოს. სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებულია მართვის უფლების აკრძალვა 4-დან 6 თვემდე, ხოლო საჭესთან ტელეფონის გამოყენება 1500 რუბლის (დაახლოებით 50 ლარი) ოდენობის ჯარიმით ისჯება.
შეგახსენებთ, 2026 წლის იანვარში ადამ კადიროვი ჩეჩნეთში ავტოსაგზაო ინციდენტის მონაწილე გახდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თავად კადიროვი კი დაშავდა. რუსული დამოუკიდებელი გამოცემა "ნოვაია გაზეტა ევროპა" (Novaya Gazeta Europe) ინფორმაციით, ადამ კადიროვს ელენთა ამოჰკვეთეს და, სავარაუდოდ, მხედველობის ნერვის სერიოზული დაზიანებაც მიიღო. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ თავად ავარიის ფაქტიც კი უარყო, ხოლო რამზან კადიროვმა ამის შესახებ გავრცელებულ ცნობებს "გამოგონილი" უწოდა.
- ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
- ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
- რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
- რამზან კადიროვმა შვილის სავარაუდო ავტოავარიაზე პირველი კომენტარი გააკეთა
- ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
- ხამზატ ჩიმაევი აცხადებს, რომ "ცოცხალი და ჯანმრთელია" — ადამ კადიროვის შესახებ ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება
- კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები