პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
პარტია საქართველოსთვის წევრები საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მივიდნენ. მათ უწყებას წერილობითი მოთხოვნით მიმართეს, რომ 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ფაქტი წინასწარ დაგეგმილი, ჯგუფური თავდასხმა და სისტემური დანაშაულის გამოვლინებაა. მისი თქმით, კადრები საჯაროა და უწყება ვალდებული იყო, რეაგირება წერილობითი მიმართვის გარეშეც მოეხდინა.
"ეს არის სისტემური დანაშაულის გამოვლინება, პირდაპირ რომ ვთქვათ. ეს იყო, რა თქმა უნდა, ჯგუფური თავდასხმა, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული. ამის კადრები არსებობს და ძალიან მარტივად შეიძლება გაიშიფროს. მეოთხე დღეა უკვე, თუ არ ვცდები, მეხუთეც ამ დანაშაულის შემდეგ. [კადრები] ხელმისაწვდომია საჯაროდ, მედიასივრცეში. არა მხოლოდ საქართველოში, მთელი მსოფლიო მოიარა ამ კადრებმა და პროკურატურა და გენერალური პროკურორი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ დაეწყო გამოძიება, ამას არ სჭირდებოდა ჩვენი წერილობითი მიმართვა, რომელზეც ჩვენ მაინც გვქონდა გარკვეული ტიპის მოლოდინი, რომ ამას პროკურატურა გააკეთებდა, მაგრამ რადგან ვნახეთ, რომ არანაირი რეაგირება არ არის, ამიტომ დღეს უკვე წერილობითაც მივმართავთ პროკურატურას, რომ ამ საქმეზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.
[...] არანაირ კავშირში არ არის ეს დეპუტატის იმუნიტეტთან, იმიტომ, რომ როდესაც ხდება დანაშაული — ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირებზე, რა თქმა უნდა, ეს ითვალისწინებს საქმის დაუყოვნებლივ აღძვრას", — განაცხადა შარაშიძემ.
მან ყურადღება გაამახვილა იმ კანონმდებლობაზეც, რომელიც თავად ქართული ოცნების მიერ იქნა მიღებული და რომელიც მსგავს ქმედებებზე მკაცრ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მისი თქმით, ამ კანონპროექტის ავტორი სწორედ უმრავლესობის დეპუტატი არჩილ გორდულაძე იყო.
"თავად ოცნების მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონების პაკეტში შედის ესეც [თავდასხმა და ძალადობა სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირზე]. რომელიც თავის დროზე საკუთარი თავის გადასარჩენად დაამძიმა, მათ შორის ბატონმა არჩილ გორდულაძემ (ის იყო ამ კანონპროექტის ავტორი). ამ კანონის მიხედვით, ეს დანაშაული გაცილებით მკაცრ სასჯელს, ანუ თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე ითვალისწინებს, ანუ თავდასხმას და ძალადობას სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირზე. და ეს დანაშაული მათ თავად ჩაიდინეს და მთელმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ისინი იყვნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები", — აღნიშნა მან.
გიორგი შარაშიძემ პარალელი გაავლო სხვა მოქალაქეების საქმეებთან და ხაზი გაუსვა, რომ იმ ფონზე, როდესაც რიგითი ადამიანები მცირე დარღვევებისთვის ან აზრის გამოხატვისთვის მკაცრად ისჯებიან, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არგუმენტების არქონის გამო ძალადობაზე გადადიან.
"წარმოუდგენელია, რომ ჩვენ დღეს ბრძოლა შევწყვიტოთ იმ ვითარებაში, როდესაც მზია ამაღლობელი სილის გაწვნის გამო იხდის სასჯელს; იმ ვითარებაში, როდესაც მრავალშვილიანი დედა ბანერზე წარწერის გაკეთების გამო იხდის სასჯელს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც კიდევ უკიდურესად დამძიმებულია; ამ ვითარებაში, აი, ეს მართლა დამნაშავეები, მართლა მოძალადეები, მართლა ზონდერები, პირდაპირ რომ ვთქვათ, რომლებსაც უბრალოდ იმ დროს, როდესაც არანაირი არგუმენტი აღარა აქვთ, გადადიან ძალადობაზე. ერთადერთი ადგილი პარლამენტი იყო, სადაც ეს სივრცე ჯერჯერობით იყო კიდევ თავისუფალი და მეტ-ნაკლებად რაღაცა ტიპის, ჯანსაღი დებატის გარემო იყო შექმნილი, აქაც კი იძალადეს. რატომ? იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ არგუმენტი ჩვენს წინააღმდეგ", — განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
შარაშიძემ აღნიშნული შემთხვევა სისტემურ ძალადობად შეაფასა და ის გორში მომხდარ ინციდენტს შეადარა, სადაც სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება ასევე არ ყოფილა.
"გამოძიების საჭიროებას რომ ვერ ხედავენ, სწორედ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ თავად ოცნება არის სისტემურად მოძალადე. თქვენ როგორ ფიქრობთ, გორის ინციდენტსა და პარლამენტში მომხდარ ინციდენტს შორის რამე სხვაობა არის? სისტემურობის მთავარი დამადასტურებელი გორშიც ის იყო და მაშინ ვამბობდით და პირდაპირ ვეუბნებოდით — როგორ შეიძლება 10 პოლიციელში და 12 პოლიციელში ერთი მაინც არ აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც ამას გააჩერებს და იტყვის, რომ ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი.
და ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს იყო სისტემური დანაშაული და ოცნება თავად ადასტურებს იმას, რომ მისთვის სისტემური ძალადობა დღეს არის ერთადერთი ბერკეტი, რის ხარჯზეც ის ინარჩუნებს ძალაუფლებას. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ქუჩაში მოძალადე ზონდერებს, ვხედავთ პოლიციელებს, რომლებიც ძალადობენ ადამიანებზე დაკავების მანქანებში და საპოლიციო, ასე ვთქვათ, შენობებში და ახლა უკვე ვხედავთ მოძალადე პარლამენტარებს, პოლიტიკოსებს, მათ შორის სპორტსმენებს, რომლებიც ძალადობენ პოლიტიკოსებზე", — თქვა გიორგი შარაშიძემ.
პარტია საქართველოსთვის ქართული ოცნების 12 დეპუტატის დასჯას ითხოვს.
"მოძალადეები უნდა დაისაჯონ: 1. არჩილ გორდულაძე, 2. ლევან მაჭავარიანი, 3. ირაკლი კირცხალია, 4. დავით დოლიძე, 5. ლაშა ტალახაძე, 6. გენო პეტრიაშვილი, 7. ვასილ ჩიგოგიძე, 8. ზაურ დარგალი, 9. ირაკლი ხელაძე, 10. ზუკა რურუა, 11. გიორგი ბარვენაშვილი, 12. სავალან მირზოევი", — ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური დაპირისპირება 26 ივნისს, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა: "პრეზიდენტი ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში, მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში".
გიორგი შარაშიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ისიც თქვა, რომ "არათუ ქვეყანა, ქართული ოცნებაც არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — ამ სიტყვების შემდეგ პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. როგორც მან "ტვ პირველთან" საუბრისას თქვა, პარლამენტში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო, ყველაზე მეტად მათი თანაპარტიელი გიგა ფარულავაა დაშავებული.
- ირაკლი ზარქუა: ყველაფერს ვაკეთებდით, რომ პარლამენტში ჩხუბი არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი [გახარიას პარტიის წევრები]
- "რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე
- გახარიას პარტია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
-
1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
გადახედვა
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
-
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
-
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის განახლების უფლება მისცა
გადახედვა
-
8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა 21-ე სკოლის დროებითი რეაბილიტაცია 0,5 მლნ ლარი დაჯდება — გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
გადახედვა
-
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ AI-ის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი სანზონაში 2013 წელს აშენებულ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა — დაშავდა 6 ადამიანი
გადახედვა
-
გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე გადმოიტანე ხელფასი ტერაბანკში და ისარგებლე სპეციალური პირობებით სესხებზე
-
დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თითქოსდა ბიზნესში ინვესტირების სანაცვლოდ თანხას ჰპირდებოდნენ
გადახედვა
-
საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია საია 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის ლაურეატია
გადახედვა
-
"გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე "გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას" — რევაზ სოხაძე 166-ე სკოლაზე
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, საქართველოს რომელი მდინარე ხარ
-
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომებს აივნიდან გადმოაშარდა
გადახედვა
-
Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები Google Earth-მა სურათები განაახლა, სადაც ღაზაში არსებული ნგრევის მასშტაბები ჩანს | ფოტოები
გადახედვა
კომენტარები