World Press Photo - 2016 წლის კონკურსის ფოტოები
World Press Photo Foundation დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა.1955 წელს, ჰოლანდიელი ფოტოგრაფების დაფუძნებული კონკურსი დროთა განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ იქცა ფოტოგრაფიასა და მულტიმედია ამბის თხრობაში.
1. წლის საუკეთესო ფოტო - ახალი ცხოვრების იმედი
ბავშვის გადაცემა ლტოლვილი კაცისთვის, რომელმაც უკვე მოახერხა მავთულხლართების ბარიერის გადაკვეთა სერბეთიდან უნგრეთში.
2. დუმას ბავშვები
დაშავებული გოგონა დგას საავადმყოფოს მსგავს დაწესებულებაში საარტილერიო ცეცხლისა და საჰაერო თავდასხმების შემდეგ.
3. ევროპის ლტოლვილთა კრიზისის გაშუქება
ლტოლვილები გემით საბერძნეთის კუნძულ ლესბოსს უახლოვდებიან. 2015 წელს ზღვით, ძირითადად იტალიისა და საბერძნეთის გავლით ევროპაში მილიონზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა.
4. დანგრეული საზღვარი
ადამიანები კვეთენ თურქეთის საზღვარს იმ ადგილას, სადაც სირია-თურქეთის გამყოფი ღობე გატეხილია.
ადამიანები გაურბიან თურქი მესაზღვრეების მიერ მიშვებულ წყლის ჭავლს.
5. მიწისძვრის შედეგი
ვერტმფრენი აწვდის დახმარებას მიწისძვრით დაზარალებულ სოფლებს. ნეპალი, 100 კმ კატმანდუს ჩრდილო-დასავლეთით.
6. ბანდის ტიპის დაჯგუფებასთან დაკავშირებული ძალადობა
ფოტოზე გამოსახულია ერთ-ერთი დაჯგუფების მეოთხე მსხვერპლი. ჰონდურასი 7000 მკვლელობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სან პედრო სულა, ჰონდურასი.
7. IS მებრძოლს ქურთულ საავადმყოფოში მკურნალობენ
ექიმი ჯეიკობის, 16 წლის მებრძოლის დამწვრობებს მალამოთი ამუშავებს. ჩრდილოეთ სირია.
8. მარში პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ
ლემონ რეკორდი უყურებს სერჟანტს. პროტესტი პოლიციის მიერ დანით შეიარაღებული 17 წლის ბიჭის 16 ტყვიით მკვლელობას მოჰყვა. ჩიკაკო, ილინოისი, აშშ.
9. ტერორიზმის საწინააღმდეგო მარში პარიზში
ადამიანები გამოხატავენ სოლიდარობას ტერორიზმის მსხვერპლთა მიმართ.
10. ჩრდილოეთ კორეა: ცხოვრება კიმის კულტში
მომღერალთა ჯგუფი პერფორმანსისთვის ემზადება.
11. ნისლი ჩინეთში
ნისლის ღრუბლები ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტაიჯინში.
12. ბუნების ძალა
ვულკანი კოლიმას ამოფრქვევა. კომალა, მექსიკა.
13. ატლანტიკის უპირატესობა
გერმანელ მკვლევართა წევრი ითვლის ითვლის პინგვინების სახეობებსა და წყვილებს. კუნძული არდლი ანტარქტიკის განსაკუთრებულად დაცული სივრცეა ფრინველთა ცხოვრების გამო.
14. სპილოს ძვლის ომები
რეინჯერები სპილოების ყარაულობის შემდეგ ზაკოუმას ეროვნული პარკის ბაზაზე ბრუნდებიან. 2011 წლამდე, ერთ დეკადაში სუდანელი აჯანყებულების თავდასხმების შედეგად პარკმა სპილოების 3/4 დაკარგა. მას შემდეგ რეინჯერებმა თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს პარკი თავდამსხმელებისგან.
15. რთული დრო ორანგუტანგებისთვის
ორანგუტანგები მხოლოდ ორ ლოკაციაში, სუმატრასა და ბორნეოს ტყეებში ბინადრობენ. ორივე ადგილას მათი რაოდენობა კრიტიკულად დაბალია და სულ უფრო მცირდება.
16. ქარიშხლის ფრონტი ბონდის სანაპიროზე
სანაპიროსკენ მომავალი ღრუბლები იმ ქარიშხლის ნაწილია, რომელმაც დამანგრეველი ქარი, გოლფის ბურთის ზომის სეტყვა და ძლიერი წვიმა მოიტანა.
17. FIS მსოფლიო ჩემპიონატი
ჩეხმა მოთხილამურემ ფინალურ ნახტომამდე კონტროლი დაკარგა.
18. ვეტლუგას ჰოკეი
ევგენი სოლოვიოვი, გუნდის მწვრთნელი სტადიონს მატჩისთვის ამზადებს. ვეტლუგა, რუსეთი.
კომენტარები