შსს უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის კრიმინალიზებას გეგმავს - პარლამენტში უვიზო რეჟიმის 1 წელი შეაჯამეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავშესაფრის მაძიებელთა შესამცირებლად მიგრაციის ხელშეწყობის კრიმინალიზებას გეგმავს. ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ დღეს, 27 მარტს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა:
"დღეს საქართველოში კრიმინალიზებულია ადამიანის შემოყვანა უკანონო გზით. ამავე დროს, რაღაც დანაშაულებრივი ჯგუფები ცდილობენ ადამიანების ევროკავშირში გაყვანას მოტყუებით, იქ ჰპირდებიან დასაქმებას და ა.შ. თუკი ეს ნორმა უფრო ნათელს გახდის ამ დანაშაულის სახეს, მზად ვართ ინიცირებისთვის.
მისივე თქმით, შესაძლოა, ფრონტექსის (საზღვრებზე თანამშრომლობის მართვის ევროპული სააგენტო) წარმომადგენლები სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დასაქმდენენ. მათი მანდატი აპრილში, ფრონტექსის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას განისაზღვრება.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს. ბოლო რამდენიმე თვეა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნების მხრიდან გამოითქვა წუხული საქართვლოს იმ მოქალქეებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ საზღვრებში თავშესაფარს ითხოვდნენ.
"ბოლო პერიოდში, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მთავარი წუხილია თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდა", - თქვა შს მინისტრის მაოდგილემ ნინო ჯავახაძემ. მან მაგალითად ავსტრია მოიყვანა, სადაც 2018 წლის იანვარ-თებერვალში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 100 პროცენტით გაიზარდა.
"კრიტიკის წყარო იყო გერმანია და შვედეთი. გერმანელების მთავარი წუხილია თავშეაფრის მაძიებლების ზრდა. მოგვიწოდებენ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ", - თქვა ჯავახაძემ.
ამავე სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განმარტა, რომ შესაძლოა, რიგმა სახელმწიფოებმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ვერ გააფორმეს იურიდიულად, მაგრამ შეამცირეს აპლიკაციის პროცედურების განხილვა. მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმალური შანსი აქვს მოქალაქეს, დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა. დღესდღეობით, საქართველო ევროკავშირის 8 სახელმწიფოს ჰყავს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებული."
საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გვარის შეცვლის შესახებ ინიცირებული კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა:
"მთელი რიგი მოქალაქეები იცვლიდნენ გვარს მას შემდეგ რაც მათ უარი ჰქონდათ ნათქვამი თავშესაფარზე და ხელახლა მიმართავდნენ თავშესაფარს".
მახარობლიშვილმა ასევე თქვა, რომ უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანია დღემდე მიმდინარეობს და მიმართულია იმ კონკრეტულ გამოწვევებზე, რომლებმაც თავი იჩინა ბოლო პერიოდში: "ამ ეტაპზე, ტელევიზიის საშუალებით გადის კლიპენი, რეგიონებსა და დედაქალაქში შეხვედრები იმართება".
სტატისტიკური მონაცემები
ნინო ჯავახაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ 2016 წელს გერმანიაში დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები, მთლიანი უცხოელი დამნაშავეების 0,8%-ს შეადგენენ. ავსტრიაში უცხოელ დამნაშავეთა შორის 0,9%-ია საქართველოს მოქალაქე. მისივე თქმით, შვედეთში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლმა იკლო, 2017-ში 2016 წელთა შედარებით.
შს მინისტრის მაოდგილის ცნობით, 2011 წლის პირველი მარტიდან დღემდე სულ საქართველოს მიღებული აქვს 9 638 განაცხადი რეადმისიაზე, საიდანაც უარყოფილი იყო 429.
რეადმისიის თვალსაზრისით, პირველ სამეულს გერმანია საფრანგეთი და საბერძნეთი წარმოადგენენ. 2018 წლის იანვარ-თებერვალში კი 276 განაცხადი განიხილეს რეადმისიაზე.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები