ამერიკის შეერთებული შტატების თვითმფრინავი უკვე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია იმართება.

დღეს, 14:00 საათზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. ქარტია 2009 წელს გაფორმდა და ამერიკასთან პარტნიორობის ყველა სფეროს განსაზღვრავს.

ასევე, შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია, რომლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.