ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს?
ფოტო: Morning Brew
The Pussycat Dolls იმ მუსიკოსთა გრძელ სიას შეუერთდა, რომლებმაც ბილეთების დაბალი გაყიდვების გამო აშშ-ში დაგეგმილი კონცერტები გააუქმეს. ამ მოვლენას მუსიკალურ ინდუსტრიაში უკვე თავისი სახელი, ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება (blue dot fever), დაერქვა. სახელწოდება იქიდან მომდინარეობს, რომ ბილეთების გასაყიდი ვებგვერდი, Ticketmaster, კონცერტის გაუყიდველ ადგილებს სწორედ ლურჯი წერტილებით აღნიშნავს.
ფოტო: KTLA
ამ პრობლემას ბოლო დროს სხვა მუსიკოსებიც ემსხვერპლნენ: მეგან ტრეინორმა და ზეინმა ამერიკული ტურნეს ყველა კონცერტი გააუქმეს, პოსტ მალონმა და Jelly Roll-მა კი — თავიანთი ერთობლივი სტადიონების ტურნეს მესამედი.
კონცერტების გაუქმების მიზეზად დაბალი მოთხოვნა მხოლოდ The Pussycat Dolls-მა დაასახელა. დანარჩენი მუსიკოსები საბაბად სხვადასხვა მიზეზს, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობას ან დროის უკმარისობას ასახელებენ, თუმცა აშკარა ფაქტია, რომ გაუქმებამდე მათი კონცერტების ბილეთთა უმრავლესობა არ იყო გაყიდული.
ფოტო: Music Week
რატომ აღარ იყიდება კონცერტების ბილეთები?
ძირითადად იმიტომ, რომ ყველაფერი გაძვირდა:
- 2026 წელს საკონცერტო ბილეთის საშუალო ფასმა $144-ს მიაღწია, რაც საგრძნობი ნახტომია გასული წლის $115-იან და 2020 წლის $82-იან ნიშნულებთან შედარებით.
- პარალელურად, ირანის ომის დაწყების შემდეგ, საწვავის ფასები კატასტროფულად გაიზარდა. ამან სერიოზული დარტყმა მიაყენა იმ ტურნეების მოგების მარჟას, რომელთა ლოჯისტიკაც ლოკაციებს შორის ტრანსპორტით გადაადგილებაზეა დამოკიდებული.
გარდა ამისა, წელს გასართობ ინდუსტრიაში დიდი კონკურენციაა: ზაფხულის მთავარი მოვლენა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატია, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკა მასპინძლობს. რაც შეეხება მუსიკას, ისე დაემთხვა, რომ ერთდროულად საკმაოდ ბევრი მუსიკოსი ატარებს ტურნეს.
ფოტო: FIFA
აღსანიშნავია, რომ 3 კვირის წინ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Ticketmaster-ის მფლობელი კომპანია, Live Nation, მონოპოლიურ საქმიანობაში დამნაშავედ ცნო. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბილეთების ფასი მაინც არ შეამციროს.
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები