შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

8 May. 2026, 13:23

"პროკურატურა მუშაობდა ამ საკითხზე და არაერთხელ გვითქვამს კიდევაც, რომ იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების და საბოლოო ჯამში, როდესაც პროკურატურამ მყარად ჩათვალა, რომ აქვს მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და დღეს ვიხილეთ შესაბამისი ნაბიჯები, ასე რომ ხდება ზუსტად ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით — არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს, ის მძიმე კადრები, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, იმ დღეებში და იმ მომენტშივე პრემიერმინისტრის მაშინდელი გამოსვლების დროსაც, როდესაც ის მედიასაც მიმართავდა, იმ მომენტშივე იყო არა მხოლოდ დაგმობილი, არამედ მოწოდება იყო სამართალდამცავების მიმართ, რომ ყოფილიყვნენ ზედმიწევნით ფრთხილები და არ წამოჰგებოდნენ არანაირ პროვოკაციას, არ ყოფილიყო ძალის გადაჭარბება, რამაც, მათ შორის, მაშინაც დაასტაბილურა მდგომარეობა და არავინ არავისთვის ხელის დაფარებას რომ არ აპირებდა, ამაზე იყო კიდევაც საუბარი.

რა მომენტშიც პროკურატურა იმ მასალების შეჯერებითა და მტკიცებულებებით ჩათვალა, რომ არის მყარი იმისთვის, რომ წავიდეს სასამართლოში კონკრეტული პირების წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი გადაიდგა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ