ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
ევროპის დღესთან დაკავშირებით, ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები მისალოცი, ღია წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების პრეზიდენტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას. ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასს. ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსსა და ევროკომისარს თაობათაშორისი სამართლიანობის, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის საკითხებში, გლენ მიკალეფს.
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ამ ნაბიჯით ისინი გამოხატავენ მადლიერებას, ერთგულებასა და პატივისცემას ევროკავშირის მიმართ, საქართველოსადმი მრავალწლიანი პარტნიორობისა და მხარდაჭერისათვის.
ამასთან, ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავენ ინიციატივით, დაიწყოს პირდაპირი და მუდმივი ახალგაზრდული დიალოგი. მათი შეთავაზებით, უნდა შეიქმნას სპეციალური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ კომუნიკაციას, იდეების გაცვლასა და ქართველი ახალგაზრდების უფრო აქტიურ მონაწილეობას საერთო ევროპული მომავლის ფორმირების პროცესში.
ორგანიზაციების განცხადებით, დღეს, როდესაც ევროპა მრავალი უსაფრთხოების, მშვიდობისა და დემოკრატიული გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას, თაობათაშორის თანამშრომლობასა და ერთიანობას.
ღია წერილის ტექსტი:
"ქართველი ახალგაზრდების სახელით, გულითადად გილოცავთ ევროპის დღეს. თარიღს, რომელიც გვახსენებს ევროპული ერთიანობის ძალას, მშვიდობის მნიშვნელობასა და იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს ჩვენს კონტინენტზე მცხოვრებ ხალხებსა და თაობებს.
ევროპის დღე ჩვენთვის იმ იდეის სიმბოლოა, რომ განსხვავებული ხალხებისა და სახელმწიფოების მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია, როდესაც უმაღლეს ღირებულებად ადამიანი გვევლინება. ამ იდეაზე დაფუძნებით ევროკავშირი იქცა მშვიდობის ყველაზე წარმატებულ პროექტად. სწორედ ეს იდეა აძლევს იმედსა და ძალას ჩვენს თაობას და გვარწმუნებს სოლიდარობის მნიშვნელობაში.
მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ქართველი ახალგაზრდების არჩევანი უცვლელია. ჩვენთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ არის მხოლოდ პოლიტიკურ ასპირაცია, ეს არის ღირებულებითი არჩევანი და ხედვა, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას, დემოკრატიასა და ადამიანის ღირსებას.
გამოვხატავთ მადლიერებას იმ მუდმივი მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში უწევს ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს. ამ მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდებისათვის არაერთი შესაძლებლობის შექმნაში და ჩვენი თაობა ევროპულ სივრცესთან დააახლოვა. შედეგად, ჩვენი თაობის არაერთი წარმომადგენელი საკუთარ მომავალს ხედავს ევროპულ ოჯახში და სურს, უფრო აქტიურად იყოს ჩართული საერთო ევროპული მომავლის ფორმირებაში.
დღეს, როდესაც ევროპა კვლავ დგას მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის არაერთი გამოწვევის წინაშე, გვჯერა, რომ სწორედ ერთიანობა და თაობებს შორის თანამშრომლობა არის საერთო ევროპული მომავლის გაძლიერების საფუძველი.
ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ მხარდაჭერას, ჩვენი სურვილი თანამონაწილეობაა. ქართველი ახალგაზრდები მზად ვართ, ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, როგორც დემოკრატიული საქართველოს, ისე ძლიერი, ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის მომავლის შენების საქმეში.
ამ მიზნით, გთავაზობთ ინიციატივას, შეიქმნას ქართველი ახალგაზრდებისა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის მუდმივი ახალგაზრდული დიალოგის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ კომუნიკაციას, იდეების გაცვლასა და გააძლიერებს ახალგაზრდების მონაწილეობას საერთო ევროპული მომავლის ფორმირებაში.
ევროპის დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. გვჯერა, რომ ახალგაზრდების ხმა, ჩართულობა და პასუხისმგებლობა იქნება ის ძალა, რომელიც ჩვენს ისტორიულ, ცივილიზაციურ არჩევანს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს".
მისალოცი წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის; საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი; ევროპული ახალგაზრდული ცენტრი; ახალგაზრდები დემოკრატიისათვის; საქართველოს თანასწორობის ასოციაცია; საქართველოს ახალგაზრდული სივრცე; საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია; ქართულ-ევროპული მოძრაობა; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო; პლატფორმა "ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის"; ახალგაზრდული ორგანიზაცია "ვექტორი"; საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიცია; JEF Georgia; მწვანე იმპულსი; AEGEE-Tbilisi; სამეცნიერო მისია; საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია; ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა კავშირი; ორგანიზაცია "მომავლის ხმა"; ორგანიზაცია Climate Hub; ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი — LAG Upper Svaneti.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები