საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა
ფოტო: VOA
საქართველომ ახალ 2018 წელში ელექტროენერგიისა და წყლის გაძვირებული ტარიფებით შეაბიჯა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) დადგენილებით, თბილისში დენის გადასახადი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული სექტორისთვის - 1,56 თეთრით გაიზარდა. რეგიონებში კი ელექტროენერგია საშუალოდ - 1,28 თეთრით გაძვირდა.
ახალი ტარიფები, რომლებიც პირველი იანვრიდან უკვე ძალაშია, ასე გამოიყურება: თბილისში 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგია 12,98 თეთრიდან 14,54 თეთრამდე გაძვირდა; 101 კვტ/სთ-დან 301-ის ჩათვლით - 16,99 თეთრიდან 18,55 თეთრამდე მოიმატა, ხოლო 301 კვტ/სთ-ზე მეტის მოხმარების შემთხვევაში, დენის ფასი 21,4 თეთრის ნაცვლად, უკვე 23.99 თეთრია.
რეგიონებში პირველი საფეხურის (101 კვტ/სთ-ის ჩათვლით) ახალი ტარიფი 14,23 თეთრით (იყო 12,95 თეთრი) განისაზღვრა, მეორე (101 კვტ/სთ - 301 კვტ/სთ) და მესამე საფეხურის (301 კვტ/სთ-ს ზევით) ტარიფმა კი შესაბამისად 18,21 (იყო 16,931) და 22,73 (იყო 21,45) თეთრამდე მოიმატა.
სემეკმა დენზე ფასის ზრდა, ელექტროენერგიის ბაზრის ორი მსხვილი მოთამაშის თელასისა და ენერგო პრო ჯორჯიას მხრიდან, მომავალ წლებში, ენერგოსექტორში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობით ახსნა. ახალი გაძვირებული ტარიფი დენზე 2020 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი ვოლსკი აღიარებს, რომ დენის გაძვირება, განსაკუთრებით, მოსახლეობის საშუალო და დაბალშემოსავლიან ფენას დაარტყამს:
"საერთოდ ფასების და გადასახადების ზრდა, ხალხისთვის რასაკვირველია რთულია. ჩვენთვისაც კი რთულია, ვისაც ჯერჯერობით, უახლოესი სამი წლის განმავლობაში, სტაბილური ხელფასი გვაქვს. ბუნებრივია, მომატებულ ტარიფებთან გამკლავება წარმოურდგენლად ძნელი იქნება ბევრი ადამიანისთვის. ამიტომ სახელმწიფო შეღავათების დაწესებით და სოციალური პროგრამებით, მათ გვერდში უნდა დაუდგეს".
ელექტროენერგიის გაძვირების პარალელურად, პირველი იანვრიდან, თბილისელებს, რუსთაველებსა და მცხეთელებს წყლის გადასახადიც გაუძვირდათ. სემეკმა დედაქალაქში იმ აბონენტებს, ვისაც მრიცხველი უყენიათ, 1 მ3 მოხმარებულ წყალზე გადასახადი 6,3 თეთრით - 3,29 ლარამდე გაუზარდა. მათთვის კი ვინც გადასახადს სულადობით იხდის, ტარიფმა 1 სულზე - 75 თეთრით მოიმატა და 3,888 ლარს მიაღწია. კომერციული სექტორისთვის ახალი ტარიფი - 4,40 ლარს შეადგენს.
მრიცხველის მქონე მცხეთელებს წყალი 12 თეთრით გაუძვირდათ, ხოლო მრიცხველის გარეშე აბონენტებს, ერთ სულ მოსახლეზე ფიქსირებული გადასახადი 1 ლარითა და 48 თეთრით გაეზარდათ (სულზე 3,888 ლარამდე).
8 თეთრით მოიმატა წყლის ტარიფმა მრიცხველის არმქონე რუსთაველებისთვისაც (1 სულზე 2,281 ლარი), არასაყოფაცხოვრებო სექტორი კი მეტალურგების ქალაქში 1 მ3 წყალში უკვე - 3,644 ლარს გადაიხდის.
წყლის ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, რომელიც იმავდროულად რუსთავის წყალისა და მცხეთის წყალის მფლობელია, სემეკ-ის ახალი ტარიფით 2020 წლის ბოლომდე ისარგებლებს.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ დენზე და წყალზე გადასახადის გაზრდა ინფლაციას ახალ სიმაღლეზე აიყვანს:
"საქართველოს მოსახლეობის 70% არის ღარიბი. ამ 70%-სთვის ინფლაცია რეალურად არის დაახლოებით, 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე ამას სტატისტიკის სამსახურის გასაშუალებული მაჩვენებელი იძლევა. ეს ხდება იმიტომ, რომ ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა სურსათზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, წყალზე და ელექტროენერგიაზე, რომლებიც ინფლაციაზე უკვე ამ თვის ბოლოდან აისახება."
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2017 წელს, წლიური ინფლაციის დონემ 6,8% შეადგინა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ზრდამ ჯანდაცვის სერვისებზე (8,1%-ით), სურსათზე (7,3%-ით), ტრანსპორტზე (14,9%-ით), ალკოჰოლურ სამსმელებსა და თამბაქოზე (17,5%-ით).
ინფლაციაში თავისი წვლილი ბუნებრივ აირზე გადასახადის მომატებამაც შეიტანა, რომელიც სემეკმა ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში გაზარდა. გაზზე გადასახადი გაუძვირდათ როგორც, ყაზტრანსგაზ თბილისის, ისე სოკარ ჯორჯია გაზისა და საქორგაზის აბონენტებს. გაზის ახალი ტარიფები 2018 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს და ლარის გაუფასურების შემთხვევაში, შესაძლოა, გადასახადმა კიდევ მოიმატოს.
დენზე, წყალზე და გაზზე ტარიფების ზრდას, ეკონომისტების შეფასებით, ფასების ზრდის ჯაჭვური და ეკონომიკის ასიმეტრიული რეაქცია მოჰყვება. ამის მაგალითები უკვე სახეზეა: ქვეყნის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორი მაგთიკომი 2017 წლის ნოემბერში, ინტერნეტ ტელევიზიის გაძვირების შემდეგ, 18 იანვრიდან, მობილურ ინტერნეტსაც მნიშვნელოვნად აძვირებს და ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დენის გაძვირებას ასახელებს.
-
8 თებერვალს "თავისუფლების მოედნის" ფორუმი – "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართება 8 თებერვალს "თავისუფლების მოედნის" ფორუმი – "ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა აუტისტური სპექტრის აშლილობა გოგოებსა და ბიჭებში თანაბარი სიხშირით ვლინდება — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში? ქვიზი: სერიალში მოხდა თუ საქართველოში?
-
ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს ნახეთ: არგენტინაში 25-ზე მეტი ახალი სახეობა და "მოცეკვავე" აჩრდილი-მედუზა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთს დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსება სურს ჩინეთს დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების განთავსება სურს
გადახედვა
-
ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე გდდ-ს 2 თანამშრომელი დააკავეს
გადახედვა
-
11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება 11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა
-
ტრამპმა ვებსაიტი TrumpRx ჩაუშვა, სადაც ამერიკელები მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვას შეძლებენ ტრამპმა ვებსაიტი TrumpRx ჩაუშვა, სადაც ამერიკელები მედიკამენტების ფასდაკლებით ყიდვას შეძლებენ
გადახედვა
-
ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
-
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა
გადახედვა
-
მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა მიქელანჯელოს ახლად აღმოჩენილი ფეხის ესკიზი $23 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ
გადახედვა
-
ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა ტექოლიმპიადების ჰაბის — Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
-
ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს?
-
სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს
გადახედვა
კომენტარები