ლევან ხაბეიშვილი

6 Feb. 2026, 15:06

"ეს არ არის ჩემი სასამართლო პროცესი. ლევან ხაბეიშვილის პროცესი ნახევარი წელია არ იმართება. წერილების უფლება რომ მქონდეს, სასამართლოს კი არ შევაწუხებდი. ჩემს აზრს გამოვთქვამდი წერილით ან მივწერდი რომელიმე ტელევიზიას. რაღაცას რომ ვიტყვი, მერე ვიღაცები ბრაზობენ, ხაბეიშვილის ტონი არ მოგვეწონაო, უკაცრავად თუ ჩემი ტონი არ მოგეწონათ, ძალიან დიდი ბოდიში. მე თქვენი გულშემატკივრის, ქართველი ხალხის პოზიციიდან ვლაპარაკობ თქვენი მონა-მორჩილი, რომელსაც არასდროს არაფერზე პრეტენზია არ ჰქონია. ყველაზე პატარა ვარ, ვინც შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში და არასდროს მქონია სხვა რამეზე პრეტენზია. ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს. გაჭირვებული, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ და მათნაირი ვარ ზუსტად. არაფერი ზედმეტი ან მე ან ჩემს შვილებს არ გაგვაჩნია. ეს მიმაჩნია ჩემს ყველაზე დიდ სიმდიდრედ.

თქვენი გულშემატკივარი ვარ და გიზიარებთ. თურმე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ და ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას. ვაი, თქვენ უბედურებო, თუ გგონიათ, რომ მათიკაშვილის, ზარქუას, ამ გაურკვეველი ხალხის ალტერნატივას ხალხი ვერ ხედავს, მართლა ძალიან მძიმედ გქონიათ საქმე. თქვენ ეს ხალხი გონებაშეზღუდული და გონებადახშული ხომ არ გგონიათ? ალტერნატივა არ არის კი არა, აქეთ არის ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე პატრიოტი ხალხი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს…