"ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს (National Prayer Breakfast) დაესწრო. აღნიშნულ ღონისძიებებს ასევე დაესწრო აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათი ცნობით, სამიტი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინიციატივას წარმოადგენს და მისი მიზანია მსოფლიოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა და აღნიშნული თავისუფლებების განმტკიცებისათვის საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება. მინისტრის მოადგილემ, სამიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ის კომისიის (USCIRF) თავმჯდომარესთან, ვიკი ჰარცლერთან. შეხვედრის დროს ლაშა დარსალიამ ვიკი ჰარცლერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის რელიგიის თავისუფლებისა და ქართულ ენაზე საეკლესიო მსახურების შეზღუდვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ღონისძიების ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა რელიგიური თავისუფლების სამიტის თანათავმჯდომარესთან, სემ ბრაუნბეკთან.
ეროვნული ლოცვის საუზმე 1953 წლიდან იღებს სათავეს და ამერიკის კონგრესის ხელმძღვანელობით სხვადასხვა მრწამსისა და აღმსარებლობის ადამიანს უყრის თავს. ტრადიციისამებრ, ღონისძიებას შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. აშშ-ის პრეზიდენტმა, მისი ადმინისტრაციის სხვა პრიორიტეტებთან ერთად, აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თეთრი სახლისთვის რწმენისა და რელიგიური თავისუფლების ფასეულობები და მათი დაცვა.
ღონისძიებების მონაწილეებს შორის იყვნენ, როგორც სასულიერო ლიდერები, ამერიკის ფედერალური მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები. ამასთან, ღონისძიებას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციების წარმომადგენლები და ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.
-
ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
გადახედვა
-
flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ flydubai-ის რეისის 4 მგზავრს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენენ
გადახედვა
-
ცნობილია, რამდენი იზარალეს რუსმა მილიარდერებმა წელს ცნობილია, რამდენი იზარალეს რუსმა მილიარდერებმა წელს
გადახედვა
-
მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო მარსზე ახალი წელია! — მან მზის გარშემო მომდევნო წრეზე შემოვლა დაიწყო
გადახედვა
-
ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს ყვარელში სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა — 16 პირი კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნას მექანიზმები, რაც ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს
გადახედვა
-
უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის? უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა" ბიუჯეტიდან ₾100 მლნ-ით დაფინანსდება — რა თანხებია გათვალისწინებული განათლებისთვის?
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა შონ "დიდი" ქომბსის პატიმრობის ვადა კიდევ ერთხელ შემცირდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი საგამოძიებო სამსახურმა 15 არალეგალური სავალუტო ჯიხური გამოავლინა - დაკავებულია 9 პირი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე მიხეილ სააკაშვილის გზას დაადგა — გორდულაძე ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ზენონ იარაჯული: რატომ ვერ აღასრულებენ ქართველი სასულიერო პირები მსახურებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე?
გადახედვა
-
სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი სიახლე თიბისის მობაილბანკში — ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
კომენტარები