"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
"რატის ბარში" 18 წლის ალეკო შაკიაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს, ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა — გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
შემთხვევა 2025 წლის 11 მაისს მოხდა. 37 წლის ივანე გიგლემიანმა 18 წლის ახალგაზრდას სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები დანით მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა.
2025 წლის 13 მაისის სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა, გია შაიშმელაშვილმა დანაშაულის ჩადენის გარემოებებზე ისაუბრა. პროკურორის თქმით, 18 წლის ბიჭმა გიგლემიანს შემთხვევით მხარი გაკრა, რის შემდეგაც ის ოთახში შეიყვანა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებული სუფრას დაუბრუნდა და დაჭრილი 18 წლის ბიჭი ოთახში დატოვა.
"18 წლის ბიჭმა გვერდით ჩავლისას უბრალოდ მხარი გაჰკრა, მხოლოდ ამ მიზეზით შეიყვანა ოთახში და დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები. ამის შემდეგ დაჭრილი მიატოვა, გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან. მეორე ბრალდებულს, რომელსაც ბრალი წაყენებული აქვს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, უთხრა ჩადენილი ქმედების შესახებ, რის შემდეგაც ორივე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
დაჭრილი ბიჭი იქ მყოფმა სხვა ადამიანებმა ამოიყვანეს ბარიდან, გამოიყვანეს გარეთ, ჰაერზე, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, მაგრამ ჭრილობები ისეთი განლაგებით არის მიყენებული, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა," — განაცხადა პროკურორმა.
აღნიშნულ საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა 46 წლის რაჯი პაკელიანსაც მიესაჯა, მას დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, 37 წლის ივანე გიგლემიანი წარსულშიც მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლები. გიგლემიანი 2007 წელს 18 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის დააკავეს და 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
დღევანდელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში მოქალაქე დოდო მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გიგლემიანმა მისი 18 წლის შვილი, ლაშა რუბაშვილი მოტივის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გარდაცვლილის დედა 2025 წლის 12 მაისს წერდა, რომ გიგლემიანს 2017 წელს ამნისტია შეეხო და საპატიმრო დატოვა.
ივანე გიგლემიანის განაჩენის გამოცხადების შემდეგ დოდო მაისურაძემ კვლავ გაიხსენა 2017 წელს მომხდარი და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიგლემიანმა შვილი მოუკლა, 27 წელი მიუსაჯეს, ამნისტია შეეხო, 7 წელიწადში გამოვიდა და "დაუსჯელობით გათამამებულმა 18 წლის უკარგეს ბიჭს, სტუდენტს, "რატის ბარში" ბეჭის გაკვრის გამო ყელი გამოჭრა".
"ეს ის მკვლელი ივანე გიგლემიანია, რომელმაც ჩემი 18 წლის შვილი ლაშა რუბაშვილი სრულიად უდანაშაულო მომიკლა ავტომატის ჯერით. 27 წელი მიუსაჯეს, ამნისტია შეეხო და 7 წელიწადში გამოვიდა. დაუსჯელობით გათამამებულმა 18 წლის უკარგეს ბიჭს სტუდენტს "რატის ბარში" ბეჭის გაკვრის გამო ყელი გამოჭრა. სამართალმა იზეიმა. მისი სიკვდილი არ მინდა. მან უნდა იტანჯოს ჩვენი შვილების ცოდვით. კიდევ იმიტომ რომ მე და ამ ბიჭის დედას ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქცია. მადლობა ყველას ვინც ეს საქმე განიხილა და თავიანთი გადაწყვეტილებით მრავალი დედა დაიფარა ჩვენნაირი ბედისაგან. სამართალმა იზეიმა. დიდება უფალს," — წერს დოდო მაისურაძე.
აღნიშნულ თემაზე "რადიო თავისუფლებამ" გიგლემიანის ადვოკატს, გიორგი ბარდაველიძეს მიმართა. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საპატიმრო ამნისტიის საფუძველზე არ დატოვა და მას "შეკრებითობის პრინციპი" შეეხო.
"აქ საუბარია იმაზე, რომ წინა ხელისუფლების დროს, სასჯელის დანიშვნისას მოქმედებდა შეკრებითობის პრინციპი. ეს პრინციპი შემდგომ შთანთქმის პრინციპით შეიცვალა. აქ ამნისტიაზე არ არის ლაპარაკი. შთანთქმის პრინციპის ამოქმედების შემდეგ, თუკი ბრალდებულის მდგომარეობას აუმჯობესებს კანონი, ამ კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს განაჩენის კორექტირება.
ვიმეორებ, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულს ამნისტია შეეხო. როდესაც შეკრებითობის პრინციპი გაუქმდა, მოხდა სასჯელის შემსუბუქება და ასე მოხდა მისი სასჯელის 10 წლამდე დაყვანა," — განაცხადა ადვოკატმა.
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები