ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კორპორაცია (CASC) აპირებს, რომ დედამიწის ორბიტაზე მონაცემთა ცენტრები განათავსოს. ეს ინიციატივა 5-წლიანი გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყნის მიერ კოსმოსის მაქსიმალურად ათვისებაა.

მათ იქ რესურსების მოპოვებაც სურთ, მაგალითად, ასტეროიდებზე, რადგან ისინი ლითონებითაა მდიდარი. ასევე, განიხილავენ კოსმოსური ტურიზმის განვითარებასა და ორბიტალური ნარჩენების უკეთ გაკონტროლებას.

ჩინეთის სამთავრობო კორპორაციის გეგმის მიხედვით, ისინი "ინტეგრირებული კოსმოსური სისტემის არქიტექტურაზე" კონცენტრირდებიან, მათ შორის ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე. ეს ყველაფერი ჩინეთს შესაძლებლობას მისცემს, რომ კოსმოსიდან ინფორმაციის გადაცემა, კომპიუტერული სიმძლავრე და მონაცემთა შენახვა უზრუნველყოფს.

ფოტო: TRG Datacenters

ჩინეთის ამგვარი ამბიციები მნიშვნელოვანია, რადგან იგივე მიზნები ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ კომპანიებსაც აქვს. კოსმოსში გადანაცვლების სურვილი იმითაა განპირობებული, რომ, ხელოვნური ინტელექტის განვითარების პარალელურად, ხმელეთზე მონაცემთა ცენტრების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, მათი ფუნქციონირებისთვის კი დიდძალი ენერგიაა საჭირო.

ამის გამო კოსმოსში მონაცემთა ცენტრების გატანა (მათ შორის მთვარეზე) ილონ მასკის კომპანია SpaceX-საც სურს. მიზნის მისაღწევად Starlink-ის ტიპის მოდიფიცირებული სატელიტების გამოყენებას განიხილავენ.

მეორე მხრივ, ასევე ამერიკულმა Axiom Space-მა გასულ წელს მონაცემთა ცენტრის კომპონენტები ორბიტაზე უკვე გაუშვა და იმავეს Google-ც აპირებს. ვინაიდან ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში მზის ენერგია უხვადაა, იქ მათ რესურსების გამო კონკურენცია არ მოუწევთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.