თბილისის მერიის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკი თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის 12 მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტის ფარგლებში, მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლაა დაგეგმილია.

პროექტს თბილისის მერია, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებენ. საპროექტო ხელშეკრულებას დღესვე მოეწერა ხელი.

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის "მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - "პროექტი 5-ის" შეთანხმება გაფორმდა, რომელიც 2018-2019 წლებში, თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს.