ქართული დოკუმენტური ფილმები თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე
თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი დიდ ყურადღებას უთმობს ქართული კინოს სიახლეებს და ყოველწლიურად, ქართველ და უცხოელ მაყურებელს სექციაში ქართული პანორამა უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს წარუდგენს.
წარმოგიდგენთ იმ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებსაც ქართულ პანორამაში უჩვენებენ:
გოგიტას ახალი ცხოვრება - ლევან კოღუაშვილი, 2016
ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, თავის სოფელში დაბრუნებული გოგიტა, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. მას ყველაზე მეტად ცოლის მოყვანა უნდა. მაგრამ ვინ ისურვებს ნასამართლევი, ღარიბი ფერმერის ცოლობას, რომელიც ისევ დედასთან ერთად ცხოვრობს? ის ინტერნეტით გაიცნობს მაკას, რომელიც არც ისე ახალგაზრდაა, არც ულამაზესია, მაგრამ ძალიან გემრიელ ნამცხვრებს აცხობს. ისე რომ ჯერ არც კი შეხვედრილან, ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ.
დაწესებულება #16 - ალექსანდრე ქორიძე, 2017
ახალი ციხე რუსთავში საუკეთესო პენიტენციურ დაწესებულებად ითვლება მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში. მაგრამ საუკეთესო ციხეც ვერ შეაჩერებს ადამიანის ბუნებრივ სურვილს - იყო თავისუფალი.
დევნილი გემი ენგური - ვახტანგ ვარაზმა, 2016
ბათუმი საქართველოს ტურისტული ცენტრია. ყოველდღიურად ადგილობრივები და ტურისტები ხედავენ, თუ როგორ შემოდიან და გადიან გემები ბათუმის პორტიდან. პორტში დგას ერთი გემი ენგური, თავისი ორკაციანი ეკიპაჟით. გემი არასდროს ტოვებს პორტის ტერიტორიას. ლადო გემის კაპიტანია, ვახო კი - ბოცმანი, ისინი არასდროს ტოვებენ დაზიანებულ გემს, გემზე არიან ზამთარშიც და ზაფხულშიც, მზიან თუ შტორმიან ამინდში. გემი, ლადო და ვახო აფხაზეთიდან დევნილები არიან.
დიდუბე, ბოლო გაჩერება - შორენა თევზაძე, 2017
ყველაზე გადატვირთულ სადგურზე პატარა, წყნარი ვეტერინარული მაღაზიაა, სადაც სიჩუმეს მხოლოდ გარედან შემოსული ხმაური არღვევს. მაღაზიის მფლობელი ნიკო, შუშის დახლის უკან ზის თავის ცოლთან, ციცოსთან ერთად. ის პოეზიას წერს მიმდინარე მოვლენებზე. ფილმი აჩვენებს, როგორი მიჯაჭვულია ნიკო თავის ადგილს. თუმცა, რაც დრო გადის, ნიკოს პატარა სამეფო დასასრულს უახლოვდება. ვინ იცის, იქნებ ნიკოსთვის ეს დასასრული ახალი ხანის დასაწყისია.
მზის ქალაქი - რატი ონელი, 2017
ფილმი პოსტაპოკალიპტური ქალაქი-აჩრდილის, ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურეალისტურ ხედვას წარმოადგენს. ამ გმირების ცხოვრება, ბედი და ოცნებები იმ ადგილის ნანგრევების ფონზე ვითარდება, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით და განსაკუთრებით - მანგანუმის შახტით.
სოვდაგარი - თამთა გაბრიჩიძე, 2016
გელა საყოფაცხოვრებო ნივთებსა და მეორად ტანსაცმელს ძველი მიკროავტობუსის საბარგულიდან ყიდის. ის ვაჭრობს ადგილებში, სადაც ფულზე მეტად კარტოფილი ფასობს.
თბილისის მე-18 საერთშორისო კინოფესტივალი წელს 4 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გაიგეთ მეტი:
- ფილმები, რომელთა ნახვაც თბილისის მე-18 კინოფესტივალზე შეგეძლებათ
- ვორქშოფები, რომელთაც შეგიძლიათ თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაესწროთ
- ქართული ფილმები, რომელთა ნახვაც თბილისის მე-18 კინოფესტივალზე შეგეძლებათ
- 8 ფილმი, 8 ამბავი, გერმანული კინოს 8 საუკეთესო ნამუშევარი თბილისის კინოფესტივალზე
- თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ათი ფილმი
- სექციაში "ქვეყანა ფოკუსში" თბილისის კინოფესტივალი წელს უნგრეთს უმასპინძლებს
- თბილისის მე-18 კინოფესტივალს უნგრული დრამა, სულისა და სხეულის შესახებ, გახსნის
- თბილისის კინოფესტივალი ფრანგულ კოლექციში ევროპული კინოს 6 გამორჩეულ ფილმს შემოგვთავაზებს
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
კომენტარები