თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ათი ფილმი
საერთაშორისო კონკურსი, ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მაყურებელს ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს წარუდგენს. გამარჯვებულ ფილმებს მოწვეული ჟიური ორ პრიზს გადასცემს: ოქროს პრომეთე (საუკეთესო ფილმისთვის) და ვერცხლის პრომეთე (საუკეთესო რეჟისურისთვის).
წლევანდელ პროგრამაში ათი ფილმი მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ 10 ქვეყნიდან წარმოდგენილი კინოამბების გმირები სხვადასხვა რეალობაში ცხოვრობენ, მათ მაინც ბევრი რამ აკავშირებთ. საკუთარი თავის, საკუთარი იდენტობის ძიება ხომ ის მარადიული თემებია, რომელიც არასდროს ცვდება და ძველდება.
წარმოგიდგენთ თბილისის მე-18 კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ათ ფილმს:
ბრაზილიელები (Brazilians, უნგრეთი, 2017)
ქაოსური ვითარება იქმნება ბოშათა უმცირესობას შორის აქსაში, როდესაც მერი, სოფლის ახალგაზრდა მღვდლის რჩევით, აცხადებს, რომ წელს ბოშების ფეხბურთის გუნდს სოფლის ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია. წარმოშობით აქსელი ბრაზილიელი მილიონერის წყალობით, გამარჯვებულ გუნდს რიო დე ჟანეიროში მიიწვევენ. ჩემპიონატი იწყება. მოვლენები, ემოციები და სიბრაზე მწვერვალს აღწევს. მათ, ვინც ბოლოს მოიგებს, წესით, არ უნდა მოეგოთ; ხოლო ისინი, ვინც სიყვარულს პოულობენ, წესით, არ უნდა ყოფილიყვნენ შეყვარებულები.
წყეული ზაფხული (Damned Summer, პორტუგალია, 2017)
ჩიკომ სწავლა დაასრულა და კარიერის დაწყების იმედი აქვს. ის პერსპექტივების და მოლოდინის არმქონე თაობის წარმომადგენელია. ვნებებით და გულგატეხილობებით გაჯერებული ლისაბონური ღამეები მას ფსიქოდელიური ჰედონიზმის ტყვეობაში აქცევს, სადაც გაჩაღებული ტკივილი ეიფორიად გარდაიქმნება.
შემლოცველი (The Charmer, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017)
შემლოცველი დაძაბული ფსიქოლოგიური დრამაა ახალგაზრდა ირანელის, ესმაილის შესახებ, რომელიც ამაოდ ცდილობს ისეთი ქალების პოვნას, ვინც დანიაში მის დარჩენაზე იზრუნებენ. დრო გადის და მას ერთი ქალი შეუყვარდება. ესმაილს წარსული წამოეწევა. ფილმი ეხება რასის, კლასის, უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლის საკითხებს.
დაცემა (Falling, უკრაინა, 2017)
ანტონი და კატია ერთმანეთს ღამის კიევში შემთხვევით ხვდებიან ხოლმე. ორივე ცდილობს, რომ ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვოს. მათი შეხვედრა კი ყველაფერს ცვლის.
ყურე (The Gulf, თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი, 2017)
წარუმატებელი კარიერისა და მტკივნეული განქორწინების შემდეგ, სელიმი თავის მშობლიურ იზმირს უბრუნდება. მას სამომავლო გეგმების დაწყობა არ უნდა, უბრალოდ, თავის წარსულში დაეხეტება და ნახულობს ოჯახს, სკოლის ამხანაგებს, ყოფილ შეყვარებულს. შემთხვევით ხვდება ჯარის მეგობარ ჯიჰანს. საზღვაო შემთხვევის გამო, იზმირში საშინელი სუნი ვრცელდება და ადამიანები ტოვებენ იქაურობას. სელიმი კი თანდათან სულ უფრო იძირება ახალ სამყაროში, სადაც მან ცხოვრებისეული შესაძლებლობები უნდა მოსინჯოს.
ყორნები (Ravens, შვედეთი, 2017)
1970-იანი წლები, შვედეთი. მშრომელი ფერმერი აგნე მძიმე ყოველდღიურობას ებრძვის და იმედი აქვს, რომ მისი თინეიჯერი შვილი კლასი ფერმას ჩაიბარებს და მის საქმეს გააგრძელებს. მაგრამ კლასი ოცნებობს ისეთ სამყაროზე, რომელიც სოფლის ყოფისგან შორსაა. გარდატეხის ასაკს მიღწევის ბრწყინვალედ წარმოდგენილი ეს ამბავი გვიხატავს სირცხვილის, დანაშაულის შეგრძნების, სიგიჟის და ახალგაზრდული ოცნებების ნაზავს.
ხარაჩოები (Scaffolding, ისრაელი, პოლონეთი, 2017)
17 წლის აშერი ყოველთვის იმპულსური, წესრიგის დამრღვევი იყო, ჯერ კიდევ დაწყებითი სკოლიდან. მისთვის რთულია კლასში კონცენტრირება და ამიტომაც ის ხშირადაა გაბრაზების და სისასტიკის მიზეზი. მაგრამ ის საკმაოდ მომხიბვლელიცაა. მკაცრი მამა მას ოჯახის ხე-ტყის ბიზნესის ბუნებრივ გამგრძელებლად თვლის. მაგრამ აშერისთვის მამაკაცის სანიმუშო მოდელი არის მისი მშვიდი ლიტერატურის მასწავლებელი რამი, რომელსაც განსაკუთრებულად უახლოვდება. ორ სამყაროს შორის მოქცეული აშერი ახალი ცხოვრების დაწყებას და ახალი იდენტობის პოვნას ცდილობს. მაგრამ მოულოდნელი ტრაგედიის გამო, მან სიმწიფის გამოცდა უნდა ჩააბაროს.
საშიში დედა (Scary Mother, საქართველო, ესტონეთი, 2017)
50 წლის დიასახლისი მანანა საკუთარ დილემას ებრძვის - მან ან საკუთარი ოჯახი უნდა აირჩოს ან თავისი გატაცება - წერა, რომელსაც წლების განმავლობაში იხშობდა. საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ გატაცებას მიყვეს და ბოლომდე ეფლობა წერის პროცესში, რასაც მსხვერპლად წირავს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.
სთარ ბოიზ (Star Boys, ფინეთი, შვედეთი, 2017)
სთარ ბოიზ შთამბეჭდავი ამბავია ორი ოჯახის შესახებ, რომლებიც გახრწნილმა ზნეობამ გაანადგურა, როდესაც სექსუალურმა რევოლუციამ ჩრდილო ფინეთის კონსერვატიულ და რელიგიურ დაბაში შეაბიჯა. ფილმი ორი ოჯახის ისტორიას 13 წლის ბიჭების თვალით დაგვანახებს. მუსიკალური ჯგუფის Star Boys-ის ბიჭები ძალიან ახლო დისტანციიდან ადევნებენ თვალს თავიანთი მშობლების სექსუალურ თავისუფლებას. კოსტიუმირებული წვეულების შემდეგ ყველას ცხოვრებაში რაღაც იცვლება და ბიჭების დაბნეულობა უმაღლეს წერტილს აღწევს.
ზაფხული 1993 (Summer 1993, ესპანეთი, 2017)
ესპანეთი, 1993 წლის ზაფხული. მშობლების დაღუპვის შემდეგ, ექვსი წლის ფრიდა პირველად ხვდება ზაფხულს თავის ახლადშეძენილ ოჯახთან ერთად, კატალონიის პროვინციაში. სეზონის დამთავრებამდე, გოგონამ უნდა ისწავლოს ემოციების მართვა, ხოლო ახლადშეძენილმა მშობლებმა მისი, როგორც საკუთარი შვილის სიყვარულის უნარი უნდა გამოიმუშაონ.
თბილისის მე-18 საერთშორისო კინოფესტივალი წელს 4 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გაიგეთ მეტი:
- ფილმები, რომელთა ნახვაც თბილისის მე-18 კინოფესტივალზე შეგეძლებათ
- ვორქშოფები, რომელთაც შეგიძლიათ თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაესწროთ
- ქართული ფილმები, რომელთა ნახვაც თბილისის მე-18 კინოფესტივალზე შეგეძლებათ
- 8 ფილმი, 8 ამბავი, გერმანული კინოს 8 საუკეთესო ნამუშევარი თბილისის კინოფესტივალზე
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები