"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი "პალიტრანიუსის" ეთერში ყოფილი გენპროკურორის, ოთახ რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებას გამოეხმაურა "ქართული ლეგიონის" შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ფარცხალაძემ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მებრძოლებს "სამხედრო დამნაშავეები" უწოდა.
"ეს ადამიანი იყო გენერალური პროკურორი და საქართველოში უამრავი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, უამრავი ადამიანი ჰყავს ციხეში ჩასმული და უამრავი ქმედება აქვს ჩატარებული რუსეთის სასარგებლოდ, რაც არ არის მარტო მისი დანაშაული — ეს იმ ადამიანების დანაშაულია, ვინც ეს ადამიანი მოიყვანა და ხელისუფლებას გააკარა, რადგან აშკარად რუსეთის კადრია და ასრულებს იმას, რასაც შემკვეთი ეუბნება.
ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა და მე გარწმუნებთ, რომ არ დავაყოვნებ ამ პასუხის გაცემას. ის მიხვდება, რომ სულ ტყუილად წამოიწყო ეს კამპანია "ქართული ლეგიონის“ წინააღმდეგ", — განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
"ქართული ლეგიონის" მეთაური ამბობს, რომ ფარცხალაძე რუსული სპეცსამსახურების დირექტივას ასრულებს.
"ეს არის რუსული სპეცსამსახურების დირექტივა, რომელსაც ფარცხალაძე ასრულებს იმიტომ, რომ ფარცხალაძე რომ ავიღოთ, როგორც სამხედრო პირი, ამ სფეროში მისი ღირებულება არის ნული. მე არ მგონია, რომ ამ ადამიანმა იცის, იარაღი რომელი მხრიდან ისვრის. ჯერ ეგ უნდა ისწავლოს, სანამ ბატალიონს ჩამოაყალიბებს, მაგრამ აქ საუბარი ამაზე არ არის. აქ საუბარია დატვირთვაზე და იმაზე, თუ საით მიჰყავთ ეს ყველაფერი. დიდი ალბათობით, მას მისცეს ბრძანება, რომ დააფინანსოს და შექმნას კიდევ ერთი ბატალიონი, ის კი ეცდება, ამ ავანტიურაში ჩაითრიოს ქართული გვარების მქონე პირები, ვინც რუსეთში ცხოვრობენ. ეს რამდენად გამოუვა, არ ვიცი, რადგან ამ 12 წლის მანძილზე ძალიან ცოტა ქართველი შემხვედრია და ისინიც დაღუპულები შემხვედრია ფრონტის ხაზზე.
დიდი ალბათობით, ის რუსებით იქნება დაკომპლექტებული, ერქმევა "გეორგიევსკი" ან რაღაც სხვა, ეყოლებათ რამდენიმე ქართულად მოსაუბრე, ვინც ილაპარაკებს, რომ ეს დანაყოფი ძირითადად დაკომპლექტებულია ქართველებით და, სავარაუდოდ, ამ ტიპის სადეზინფორმაციო ნაწილთან გვექნება შეხება", — განაცხადა "ქართული ლეგიონი" მეთაურმა.
მამუკა მამულაშვილის თქმით, "ქართული ლეგიონი" რუსეთში 2022 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს. მას ეს არ უკვირს, რადგან, მისი თქმით, "ქართულმა ლეგიონმა" ძალიან დიდი ზარალი მიაყენა რუსეთის ფედერაციას.
"სადეზინფორმაციო მანქანა საკმაოდ გაძლიერებულია, ასევე გაძლიერებულია ჩვენზე ფიზიკური განადგურების შემთხვევები, თავდასხმები. პირადად ჩემზე შვიდი თავდასხმა მოხდა და სამი მოწამვლის მცდელობა იყო და უშიშროების სამსახურის დახმარებით ბევრი რამის გადალახვა შევძელით", — ამბობს მამულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში შექმნა მოხალისეთა საერთაშორისო დანაყოფ "გეორგიევსკი" და უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობს. მანვე უკრაინაში მებრძოლ "ქართული ლეგიონის" ჯარისკაცებს სამხედრო დამნაშავეები უწოდა და თქვა, რომ "რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან".
"მათ მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანია — ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან", — განაცხადა მან "ქართული ეროვნულ ლეგიონთან" დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად.
- ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
- ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
2025 წლის დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელა, რის შემდეგაც მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. 2026 წლის თებერვალში სასამართლომ მას ამ საქმეზე დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
გარდა ამისა, მას ბრალი აქვს წარდგენილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზეც და ამ საქმეზეც დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ამჟამად ფარცხალაძე რუსეთში იმყოფება და რუსეთის მოქალაქეა, რის გამოც მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი გართულებულია.
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა
კომენტარები