საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასმა 7,4 პროცენტით მოიმატა, ხოლო წინა თვესთან 1,6 პროცენტით.

საქსტატის განცხადებით, საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 0,8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა.

ფასები ცვლილება სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე

წინა თვესთან შედარებით:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - გაიზარდა 11,5 პროცენტით;
  • რძე, ყველი და კვერცხი - გაიზარდა 3,2 პროცენტით;
  • ზეთი და ცხიმი - გაიზარდა 1,1 პროცენტით;
  • ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე - -3,0 პროცენტით;

წინა წელთა შედარებით:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული - გაიზარდა 28,4 პროცენტით;
  • რძე, ყველი და კვერცხი - გაიზარდა 11,7 პროცენტით;
  • ზეთი და ცხიმი - გაიზარდა 7,6 პროცენტით;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - გაიზარდა 9,1 პროცენტით;
  • ხილი და ყურძენი - გაიზარდა 13,7 პროცენტით.

ფასების ცვლილება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე

წინა თვესთან შედარებით ჯგუფში ფასები გაიზარდა 6,5 პროცენტით:

  • ფეხსაცმელზე - გაიზარდა 12,0 პროცენტით;
  • ტანსაცმელზე - გაიზარდა 3,6 პროცენტით.

ფასების ცვლილება ტრანსპორტზე

წინა წელთან შედარებით ჯგუფში ფასებმა მოიმატა 14,7 პროცენტით:

  • პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია - გაიზარდა 9,4 პროცენტით;
  • სატრანსპორტო საშუალებების შეძენა - გაიზარდა 12,7 პროცენტით
  • სატრანსპორტო მომსახურებაზე - გაიზარდა 5,1 პროცენტით.

ფასების ცვლილება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე

წინა წელთან შედარებით, ფასები გაიზარდა 17,6 პროცენტით:

  • თამბაქო - გაიზარდა 37,8 პროცენტით;
  • ალკოჰოლური სასმელები - 1,2 პროცენტით.

ფასების ცვლილება ჯანმრთელობის დაცვაზე

წინა წელთან შედარებით, ფასებმა მოიმატა 5,8 პროცენტით:

  • სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობები - გაიზარდა 10,7 პროცენტით;
  • ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე - გაიზარდა 6,2 პროცენტით.