4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას კიდევ 6 ბრალდებული გააფორმებს, რაც 3-წლიან პირობით მსჯავრს გულისხმობს. სხვა ბრალდებულების მსგავსად ამ ექვსმაც "აღიარა და მოინანია დანაშაული".

საპროცესო შეთანხმებას გააფორმებენ ხვიჩა გოგოხია, გიორგი ქორქია, ლევან ჯიქია, გიორგი რურუა, ლაშა ივანაძე და სერგო მეგრელიშვილი.

14-პირიან საქმეში ბრალდება არ აღიარეს და საპროცესო შეთანხმების პირობებს არ ეთანხმებიან — ვლადიმერ გველესიანი, ზურაბ ჭავჭანიძე, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება 15 პირს გაუფორმდება. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან.