გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
ფოტო: გალტ & თაგარტი
საინვესტიციო კომპანია გალტ & თაგარტის ჩართულობითა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით, კომპანია ნუტრიმაქსმა, წარმატებით დაასრულა სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსება. ემისიის ჯამურმა ნომინალურმა ღირებულებამ 10,000,000 აშშ დოლარი შეადგინა.
2 წლიანი ვადის ობლიგაციების გამოშვების თარიღად 2026 წლის 29 მაისი განისაზღვრა, ხოლო საპროცენტო სარგებელი (კუპონი) გადაიხდება ნახევარწლიურად. საბოლოო საპროცენტო სარგებლის მაჩვენებელმა 8.5% შეადგინა.
ობლიგაციებისგან მიღებულ სახსრებს ნუტრიმაქსი არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კაპიტალური დანახარჯების დასაფინანსებლად მიმართავს. აღნიშნული ფასიანი ქაღალდები სს თბილისის საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაიშვება.
“სასიხარულოა რომ, როგორც განთავსების აგენტმა, მონაწილეობა მივიღეთ ნუტრიმაქსის სადებიუტო ობლიგაციების განთავსებაში. ეს ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს, რომ ქართული კომპანიები სულ უფრო აქტიურად იყენებენ კაპიტალის ბაზარს როგორც ზრდის, ისე დაფინანსების დივერსიფიკაციის ინსტრუმენტად.
ემისია წარმატებული აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს დივერსიფიცირებული ინვესტორთა წრე და მაღალი ნდობა კომპანიის ბიზნეს მოდელისა და მისი რეგიონული განვითარების პერსპექტივების მიმართ. ვფიქრობთ, მსგავსი გარიგებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას და მისი გამჭვირვალობის ზრდას. ვულოცავთ კომპანიას წარმატებულ სადებიუტო ემისიას და გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში სამომავლოდ ბაზარს მრავალ წარმატებულ ტრანზაქციას შევთავაზებთ ერთად”, — განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.
"ჩვენთვის ეს სადებიუტო ემისია განაცხადია, რომ ნუტრიმაქსი მზად არის განვითარების ახალი, უფრო ფართომასშტაბიანი ეტაპისთვის. სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ დაფინანსების სტრუქტურა, უფრო ეფექტიანად ვმართოთ კომპანიის ფინანსური რესურსები და მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ კორპორატიული მმართველობის სტანდარტები. დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი ნაბიჯი გახდება მყარი საფუძველი ნუტრიმაქსის შემდგომი ზრდის, ახალი შესაძლებლობების ათვისებისა და კომპანიის ღირებულების კიდევ უფრო გაზრდისთვის", — განაცხადა ბექა ბექაიამ, ნუტრიმაქსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
“მინდა მივულოცო კომპანია ნუტრიმაქსს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და სადებიუტო ობლიგაციების წარმატებით განთავსება. მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, სულ უფრო მეტი ქართული კომპანია განიხილავს კაპიტალის ბაზარს, როგორც გრძელვადიანი განვითარების და ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიან ინსტრუმენტს.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელს დავიწყეთ, რამაც ბიზნესის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე განთავსებულია 14 კომპანიის 22 ემისია, რომელთა მეშვეობითაც საფონდო ბაზარზე მილიარდ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსია მოზიდული.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის კაპიტალის ბაზრის განვითარება სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, კიდევ ერთი წარმატებული ემისია სხვა კომპანიებისთვისაც პოზიტიური მაგალითი იქნება და წაახალისებს მათ, რათა უფრო აქტიურად შეძლონ კაპიტალის ბაზრის გამოყენება“, — განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა.
ნუტრიმაქსი საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და შინაური ცხოველების, ფრინველებისა და აკვაკულტურის საკვების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა რეგიონში. 2023 წლიდან კომპანია გაფართოვდა და ევროპული სტანდარტების კომბინირებული საკვების საწარმოსთან ერთად, ფლობს რეგიონში ექსტრუდირებული საკვების ერთადერთ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს კომპანიონი ცხოველებისთვის. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასთან ერთად, ნუტრიმაქსი აქტიურად ეწევა ექსპორტს სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის და მოლდოვის ბაზრებზე.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
კომენტარები