"ეთერში ბავშვის დავარდნის კადრი, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა" — რუსუდან მანჯგალაძე საზმაუს ეთერში სიმღერის ჩაწერის დეტალებს იხსენებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო "პირველი არხის" ეთერში სიმღერის დროს 10 წლის ბავშვის წაქცევის ფაქტთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრები და შუადღის ეთერის თანამშრომლები არიან შეკრებილი და დეტალურად იხსენებენ "სიმღერის აკადემიის" მუსიკალური ნომრის ჩაწერის ეპიზოდს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, თითქოს შემოქმედებითმა ჯგუფმა ბავშვის წაქცევის ფაქტს შეგნებულად იგნორირება გაუკეთა და განმარტავს, რომ კადრი ეთერში და საეთერო მონიტორებზე ფიზიკურად ვერ მოხვდა.
- ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე
- პირველი არხი: "არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს"
- "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
რუსუდან მანჯგალაძემ ხაზი გაუსვა გუნდის პროფესიონალიზმს და განაცხადა, რომ მათთან ერთად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
"მე ამ ადამიანებთან პირადად მიმუშავია ათეული წლები, თითქმის 30 წელია რაც ტელევიზიაში ვმუშაობ და ჩვენ პირველი ნაბიჯები დავიწყეთ "ალიონიდან" და ძალიან ბევრი რამ გაგვივლია. მათ ვიცნობ, როგორც პროფესიონალებს და მათ ვიცნობ, როგორც ადამიანებს. ზუსტად ვიცი, მათ რომ ეს კადრები დაენახათ ეთერში, როგორც პროფესიონალები, როგორ მოიქცეოდნენ და ბევრჯერ გვქონია მსგავსი სიმძიმის თუ არა, ისეთი შემთხვევა, როდესაც კადრია "გამოსაყვანი", კადრშია რამე "შესაყვანი" და ასე შემდეგ. მე არ მჯერა და ძნელია დავიჯერო, რომ აქ სისხლისმსმელები და ისეთი ჯალათები მუშაობენ, რომლებისთვის თურმე სულერთია ბავშვი არის თუ არა წაქცეული, მთავარი არის ეთერი დამთავრდეს. ნუ, სამწუხაროდ, ამ აბსურდის მოსმენა ჩვენ გვიწევს და ამ აბსურდს რომ გავცეთ პასუხი, იმისთვისაც მზად ვართ", — განაცხადა მან.
მედიის დირექტორმა საბჭოს წევრებს გადაცემის მსვლელობის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ სტუდიაში 59 ბავშვი იმყოფებოდა. მისივე თქმით, შიდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დასტურდება, რომ კადრები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ერთ-ერთი მშობლის მიერ ტელეფონითაა გადაღებული.
"ეს [ეთერში გასული სასიმღერო ნომერი] არის "სიმღერის აკადემია", რომელსაც პარასკევს ქუთაისში ჰქონდა კონცერტი, რომელიც ასევე ლიზას [ბაგრატიონს] მიჰყავდა და ამ სიმღერის აკადემიას ჰყავს გუნდები როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში. მათი თხოვნით და ვინაიდან რაღაცა ძალიან კარგი კონცერტი ტარდებოდა, მათმა ხელმძღვანელებმა, რომლებიც არიან ანსამბლების: "შვიდკაცას", "თეატრალური კვარტეტის" და ასე შემდეგ შემადგენლობა, ითხოვეს სტუმრობა ეთერში. მოვიდნენ, ისაუბრეს ამ კონცერტთან დაკავშირებით და ასევე, ეს 59 ბავშვი, რომელიც წარმოდგენილი იყო, შეასრულეს სიმღერა. ამ ბავშვების დიდ ნაწილს ახლდა მშობელი, როგორც ვიცი სადღაც 30-მდე მშობელი იყო. პროდიუსერები, ადმინისტრატორები ეცადნენ, რომ გარეთ გაეყვანათ, იმიტომ რომ მაინც ხმაური არის და ყველა ეთერში ვერ დაეტეოდა. თუმცა ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, ამოვიღეთ ის კამერები, რომელიც ყველა სტუდიაშია დამონტაჟებული და ვხედავთ, რომ რამდენიმე, ესეთი ხუთი-ექვსი მშობელი ესწრება იქაურობას და იღებს. სწორედ ერთ-ერთმა მშობელმა გადაიღო ის კადრები, რომელიც მერე ვნახეთ ჩვენ აბსოლუტურად სოციალურ ქსელში გადაღებული", — განაცხადა მანჯგალაძემ.
რუსუდან მანჯგალაძემ ტექნიკური მხარეც განმარტა და აღნიშნა, რომ ოპერატორები მსხვილ ხედებზე მუშაობდნენ, რის გამოც სააპარატუროში რეჟისორსა და პროდიუსერს ბავშვის წაქცევის მომენტი ფიზიკურად არ დაუნახავთ:
"ეთერში ეს დავარდნის კადრი, სამწუხაროდ, ვერ მოხვდა, იმიტომ რომ ეს რომ მოხვედრილიყო და პროდიუსერებს, რეჟისორებს ეს დაენახათ, რა თქმა უნდა, ახლა იმაზე მე მგონი არც არის მტკიცება, რომ მყისიერი რეაქცია იქნებოდა — ან ეთერს გაიყვანდი საერთოდ და ან ამ ბავშვს გამოიყვანდი და ასე შემდეგ. ახლა რაზეა საუბარი. ახლა ვისაც ტელევიზიაში უმუშავია და ვისაც პირდაპირი ეთერი უნახავს, მან იცის საეთეროში და სააპარატუროში როგორ მიეწოდება კადრები. იქ არის რამდენიმე მონიტორი და არის პირველი კამერა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და "კრანი" — მეექვსე კამერა, ხო? იმ თითოეულ ოპერატორს აქვს თავისი დავალება და იმ დავალებებს ხედავს იქ რეჟისორი და შესაბამისად, პროდიუსერიც, რომელიც იქ ამ დროს ესწრება. სამწუხაროდ არ მოხდა, იმიტომ რომ ამ დროს, ჩვენს ეთერშიც არ მოხდა ბუნებრივია ეს, იმიტომ რომ პანორამაზე, მერე "კრუპნებზე" — ასე უნდა ვთქვა, მსხვილ ხედებზე — მუშაობდნენ და ეს რომ ვინმეს შეემჩნია, რა თქმა უნდა, მაშინვე იქ ამბავი ატყდებოდა. ახლა რაზე გვაქვს საერთოდ საუბარი, ახლა ეგ არც განიხილება, ბუნებრივია", — თქვა რუსუდან მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, 9 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სიმღერის დროს როგორ ეცემა ბავშვი, გუნდი კი სიმღერას განაგრძობს. ბავშვის ბებია, ანა კუხალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე. ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება". მისივე თქმით, "სიმღერის აკადემიას, რაც კი გაკვეთილი ჩაუტარებია გუშინდელ დღემდე, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწორედ გუშინ მიეცა. მაგრამ ეს გაკვეთილი ვერ ჩაატარეს. ყველაზე მთავარი გამორჩათ — ადამიანი, ბავშვი".
- ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით — ელენე ჯაფარიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე
- "მივედი მე თვითონ ამ ბავშვთან და როგორ ხარ-თქო და კარგადო, გამიღიმა" — ლიზა ბაგრატიონი 10 წლის ბავშვის ოჯახს ბოდიშს უხდის
- არ მჯერა, რომ აქ ჯალათები მუშაობენ, რომლებისთვისაც მთავარი ეთერის დამთავრებაა — რუსუდან მანჯგალაძე საზმაუს ეთერში მომხდარზ
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
კომენტარები