ჯონი დეპი ამბერ ჰერდისგან მიღებულ $1 მილიონს საქველმოქმედო ორგანიზაციებს ურიცხავს
ფოტო: Getty Images
ჯონი დეპმა შეარჩია საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებსაც სასამართლო დავის შედეგად ამბერ ჰერდისგან მიღებულ $1 მილიონს გადაურიცხავს.
მსახიობმა სულ ხუთი ორგანიზაცია აირჩია, ესენია: Make-A-Film Foundation, The Painted Turtle, Red Feather, მარლონ ბრანდოს ფონდი Tetiaroa Society და Amazonia Fund Alliance. გავრცელებული ინფორმაციით, დეპი თითოეულ ორგანიზაციაში $200,000-ის ჩარიცხვას გეგმავს.
ფოტო: AP
2022 წლის ივნისში, ვირჯინიის შტატის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ როგორც ამბერ ჰერდი, ისე ჯონი დეპი ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო. მოგვიანებით, დეკემბერში, ყოფილმა წყვილმა შეთანხმებას მიაღწია — ჰერდი დათანხმდა დეპისთვის ზიანის ასანაზღაურებლად $1 მილიონი გადაეხადა.
ჯონი დეპის ადვოკატებმა მაშინვე განაცხადეს, რომ მსახიობი ჰერდისგან მიღებული კომპენსაციის დახარჯვას ქველმოქმედებაში აპირებდა.
მორიგების შემდეგ, ამბერ ჰერდმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ეს შეთანხმება მის მიერ დანაშაულის აღიარებას ან დათმობაზე წასვლას არ ნიშნავდა: "ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც ამერიკული მართლმსაჯულების სისტემის მიმართ რწმენა დავკარგე, რადგან ჩემი დაუცველი ჩვენება გასართობ საშუალებად და სოციალური მედიის სალაპარაკო თემად იქცა", — დაწერა ჰერდმა.
ფოტო: NBC
ხოლო ჯონი დეპის ადვოკატებმა, კამილა ვასკესმა და ბენჯამინ ჩიუმ, განაცხადეს: "მოხარულები ვართ, რომ ოფიციალურად იხურება ეს მტკივნეული გვერდი ბატონი დეპის ცხოვრებაში. მან მთელი პროცესის განმავლობაში ნათლად აჩვენა, რომ მისი პრიორიტეტი სიმართლის მზის შუქზე გამოტანა იყო".
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები