როდის არის სიცხე სახიფათო და როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?
ფოტო: სმარტფარმი
მაღალი ტემპერატურა ანუ სიცხე თითქმის ყველა ჩვენგანს ჰქონია. ის ხშირად უსიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება, თუმცა რეალურად ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი დაცვითი მექანიზმია. საქმე ისაა, რომ სხეული ტემპერატურას ინფექციებთან ან გამღიზიანებლებთან ბრძოლის მიზნით ზრდის. მიუხედავად ამისა, განსაზღვრულია გარკვეული ნიშნული, რომელზე მაღალი ტემპერატურაც უკვე სახიფათოდ მიიჩნევა.
სტატიაში, რომელსაც ფარმაცევტული კომპანია სმარტფარმი წარმოგიდგენთ, მიმოვიხილავთ მაღალი ტემპერატურის მიზეზებს, მათთან გამკლავების გზებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
რა არის სიცხე და რაზე მიგვანიშნებს ის?
სხეულის ნორმალური ტემპერატურა საშუალოდ 36.5-37°C-ია. მასზე მაღალი ტემპერატურა უკვე გარკვეული საფრთხის საპასუხოდ იმუნური სისტემის გააქტიურებაზე მიუთითებს. ამ გზით ორგანიზმი იწყებს ბრძოლას ინფექციის, ანთებით პროცესების, გადახურებისა თუ სხვადასხვა გამღიზიანებლის წინააღმდეგ. ტემპერატურის მატება ანუ სიცხე ზოგჯერ ჯანმრთელობის მსუბუქ პრობლემაზე ან დაავადებაზე მიანიშნებს, ზოგჯერ კი, სერიოზულ მდგომარეობებზე.
სიცხის ყველაზე ხშირი მიზეზებია:
- ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები — სხეული ტემპერატურას ზრდის, იმისთვის, რომ შეამციროს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლების უნარი.
- ანთებითი პროცესები — სხეულში ნებისმიერმა ანთებამ შესაძლოა, ტემპერატურის მატება გამოიწვიოს.
- გადახურება (სითბური შოკი) — სიცხეში დიდხანს ყოფნა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა მაღალი ტემპერატურის პირობებში, სითხის არასაკმარისად მიღება შეიძლება სხეულის გადახურების მიზეზი გახდეს და ტემპერატურის მკვეთრი მატება გამოიწვიოს.
- ზოგიერთი მედიკამენტის ან ვაქცინაციის შედეგი — ზოგი პრეპარატი შეიძლება იწვევდეს ტემპერატურის უმნიშვნელო მატებას (მაგ., ანტიბიოტიკების გარკვეული ჯგუფები, იმუნოსტიმულატორები). ვაქცინაციის შემდეგ კი, სიცხე იმუნური სისტემის ფორმირებისა და დაცვითი პასუხის აქტივაციის მაჩვენებელია.
როდის ითვლება სიცხე ნორმალურად და როდის საგანგაშოდ?
ნორმალური სიცხის განსაზღვრება დამოკიდებულია ასაკსა და სხვა გარემოებებზე.
- ზრდასრულებში 38°C-მდე ტემპერატურა შესაძლოა, მსუბუქი ინფექციის შედეგი იყოს. სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია მაშინ, თუ ტემპერატურა 38°C-ს გადააჭარბებს. ამასთან, თავს იჩენს ძლიერი სისუსტე, გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი ან ცნობიერების დაბინდვა.
- ბავშვებში 38°C და მეტი უკვე საყურადღებოა, რადგან არსებობს დეჰიდრატაციისა და მდგომარეობის სწრაფად გაუარესების მაღალი რისკი.
- ჩვილებში (3 თვემდე) ტემპერატურის ნებისმიერი ცვლილება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს და აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია.
- ნებისმიერ ასაკში ტემპერატურა, რომელიც 40°C-ს აღემატება საფრთხილოა და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.
როგორ მოვიქცეთ სიცხის დროს?
5 პრაქტიკული რჩევა
- სწორად გაზომეთ ტემპერატურა — ელექტრონული თერმომეტრები ყოველდღიური გამოყენებისთვის ყველაზე კომფორტულია, ხოლო ჩვილებისთვის ხშირად რეკომენდებულია რექტალური გაზომვა.
- გონივრულად გამოიყენეთ სიცხის დამწევი პრეპარატი — სიცხის დამწევი საშუალებების მიღება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც სიცხე განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს, მაღალ ნიშნულზე ადის ან რამდენიმე დღის განმავლობაში თავისით არ მცირდება.
- დაეხმარეთ ორგანიზმს — მიიღეთ ბევრი სითხე (წყალი, ჩაი, წვნიანი), ჩაიცვით მსუბუქი, ჰაერგამტარი ტანსაცმელი, ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა, დაისვენეთ და კარგად გამოიძინეთ.
- არ დაიდოთ ძალიან ცივი ან ცხელი კომპრესები — ასეთ დროს რეკომენდებულია მხოლოდ გრილი კომპრესები. ასევე, არ შეიზილოთ სხეული ალკოჰოლით ან ძმრით.
- გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ბავშვების შემთხვევაში — ბავშვებში სიცხე უფრო სწრაფად იმატებს, ამ დროს ორგანიზმი ადვილად კარგავს სითხეს. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია და ტემპერატურის რეგულარულად გაზომვა.
და ბოლოს, მნიშვნელოვანია, მუდმივად ვაკონტროლოთ ჩვენი ორგანიზმის რეაქციები და შესაბამისად ვიმოქმედოთ. სწორი ქმედებები გვეხმარება გართულებების თავიდან აცილებასა და სწრაფად გამოჯანმრთელებაში.
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
კომენტარები