სომხეთი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან თავდაცვითი პარტნიორობის ჩამოყალიბებას ცდილობს
სომხეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისკენ — ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანის და არაბეთის საამიროების ვიცეპრემიერისა და თავდაცვის მინისტრის, შეიხ ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკთუმის დუბაიში გამართულ შეხვედრის შემდეგ გახდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორშაბათს გამართული შეხვედრა ძირითადად ორმხრივი სამხედრო კავშირების გაფართოებას უკავშირდებოდა. ორივე მხარემ განაცხადა მზადყოფნა ხელი მოაწეროს ოფიციალურ თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმებას. დოკუმენტი, დასრულების შემდეგ, განსაზღვრავს თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებს, დააფუძნებს რეგულარულ კონსულტაციებს და შესაძლოა გზა გაუხსნას ერთობლივ პროექტებს თავდაცვის ტექნოლოგიებში, წვრთნებში და შესაძლებლობების განვითარებაში.
შეთანხმების ჩარჩოს წარმოდგენა მიუთითებს, რომ ერევანი ცდილობს სტაბილური ინსტიტუციური კავშირები ჩამოაყალიბოს სპარსეთის ყურის პარტნიორებთან იმ დროს, როდესაც სომხეთი სწრაფად ამრავალფეროვნებს თავის უსაფრთხოების ურთიერთობებს.
ეს ნაბიჯი ხდება სომხეთის თავდაცვის შესყიდვების სტრატეგიის მკვეთრი გადახალისების ფონზე, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ქვეყნის მთავარი — პრაქტიკულად ერთადერთი — მსხვილი შეიარაღების მიმწოდებელი და უსაფრთხოების სფეროში წამყვანი პარტნიორი იყო. ეს დამოკიდებულება 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ შეირყა და კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა მისი შესაძლებლობა, შეესრულებინა საბრძოლო იარაღის მიწოდების კონტრაქტები.
ბოლო თვეებში სომეხი ოფიციალური პირები სულ უფრო ღიად საუბრობენ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაზე. პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ პარლამენტში განაცხადა, რომ 2022 წლამდე "მხოლოდ ერთი ქვეყანა — რუსეთი — იყო მზად სომხეთისთვის იარაღის მიყიდვაზე", მაშინ როცა სხვები უარს ამბობდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ერევანს შეეძლო ეს ტექნიკა" მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს გარეთ "გამოეყენებინა.
"2022 წლის 6 ოქტომბრის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა", — განაცხადა ფაშინიანმა. ის ამ თარიღით პრაღის სამიტზე მიუთითებდა, სადაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობა აღიარეს. მისი თქმით, ამ ნაბიჯმა გახსნა კარი იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც მანამდე სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავს იკავებდნენ.
მას შემდეგ ერევანმა რამდენიმე მაღალი დონის თავდაცვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მათ შორის მრავალმილიონიან კონტრაქტებს ინდოეთთან — საარტილერიო სისტემებზე, ანტი-დრონ ტექნოლოგიაზე და მრავალჯერადი გაშვების რაკეტების სისტემებზე. სომხეთმა ასევე გააფართოვა თანამშრომლობა საფრანგეთთან — შეიძინა საჰაერო თავდაცვის სისტემები და აწარმოებს მოლაპარაკებებს რადარსა და სადამკვირვებლო პლატფორმებთან დაკავშირებით.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
კომენტარები