სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ევროპის საბჭოს რეკომენდაციები ვერ შეასრულეს
ევროპის საბჭომ დაადგინა, რომ სამხრეთ კავკასიის ვერც ერთმა ქვეყანამ — სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ — ვერ განახორციელა ხელშესახები პროგრესი მათთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებაში. აღნიშნული რეკომენდაციები სომხეთში მთიანი ყარაბაღის ლტოლვილთა მხარდაჭერის რეფორმებს, აზერბაიჯანში ჰომოფობიური შემთხვევების მონაცემთა შეგროვებას და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით სააგენტოთაშორისი კომიტეტის შექმნას მოიცავდა.
ამ ანგარიშები რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მოქმედმა ევროპის კომისიამ (ECRI) გამოაქვეყნა — დამოუკიდებელმა ექსპერტთა ორგანომ, რომელიც ევროპის საბჭოს ფარგლებში ფუნქციონირებს. კომისიამ ამ სამ ქვეყნის მიერ 2023 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა განიხილა.
აზერბაიჯანის შემთხვევაში, ECRI-მ ხელისუფლებას ურჩია, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი სრულად მოაქციონ მათ სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, კომისიამ აზერბაიჯანს ადამიანის უფლებათა კომისრის გამჭვირვალე დანიშვნის უზრუნველყოფის, სააგენტოს ფარგლებში დისკრიმინაციის საქმეებზე მომუშავე დამოუკიდებელი ერთეულის შექმნის და სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების რეკომენდაცია მისცა.
ECRI-მ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა კომისრის პარლამენტის მეშვეობით დანიშვნა პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი "საკმარისად გამჭვირვალე არ არის", განსაკუთრებით პრეზიდენტის მიერ ნომინაციის ან წინასწარი შერჩევის ეტაპზე.
კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში "არ გადადგმულა ნაბიჯები" მეორე რეკომენდაციის შესასრულებლად — რასისტული და ჰომოფობიური სიძულვილის შემთხვევების მონაცემთა შეგროვების სისტემის შექმნის მიმართულებით.
საქართველოს შემთხვევაში, ECRI-მ დადებითად მიიჩნია ის, რომ შესრულდა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ენის როგორც მეორე ენის სწავლების საათების რაოდენობა ეროვნული უმცირესობების სკოლებში.
თუმცა კომისიამ აღნიშნა, რომ მეორე პრიორიტეტული რეკომენდაცია — სააგენტოთაშორისო კომიტეტის შექმნა, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს გააერთიანებდა — არ შესრულებულა.
"ECRI-ს არ მიუღია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსგავსი კომიტეტი ან რაიმე ანალოგიური მექანიზმი შექმნილიყო ან მისი შექმნა იგეგმებოდეს," — ნათქვამია ანგარიშში. "კომისიამ სინანული გამოთქვა, რადგან ასეთი ფორუმის შექმნა შესაძლებლობას მისცემდა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას სტრუქტურირებულ და ფორმალიზებულ დიალოგში ჩართვისთვის."
სომხეთის შემთხვევაში, ECRI-მ დაადგინა, რომ ერევნის ხელისუფლებამ ნაწილობრივ შეასრულა პრიორიტეტული რეკომენდაცია მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელებასთან დაკავშირებით.
ასევე აღინიშნა, რომ არ შესრულებულა რეკომენდაცია ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და მიგრანტთა ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ. თუმცა კომისიამ აღიარა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც სომხეთის ხელისუფლება დგას და დადებითად შეაფასა მათი რეაგირება მთიანი ყარაბაღის ლტოლვილთა კრიზისზე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
განათლების სამინისტრო ეძებს კომპანიას, რომელიც 1 801 000 სასკოლო ფორმას შეკერავს განათლების სამინისტრო ეძებს კომპანიას, რომელიც 1 801 000 სასკოლო ფორმას შეკერავს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მონაწილეობას
გადახედვა
-
ფსილოციბინის ერთჯერად მიღებასაც კი ადამიანის ტვინის შეცვლა შეუძლია — კვლევა ფსილოციბინის ერთჯერად მიღებასაც კი ადამიანის ტვინის შეცვლა შეუძლია — კვლევა
გადახედვა
-
როგორ მოკლა ხელოვნურმა ინტელექტმა პრინსტონის უნივერსიტეტის 133-წლიანი ტრადიცია როგორ მოკლა ხელოვნურმა ინტელექტმა პრინსტონის უნივერსიტეტის 133-წლიანი ტრადიცია
გადახედვა
-
ოთხი დღე მოდის, მუსიკისა და ხელოვნების სივრცეში — Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დასრულდა I ვიდეოსიუჟეტი ოთხი დღე მოდის, მუსიკისა და ხელოვნების სივრცეში — Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi დასრულდა I ვიდეოსიუჟეტი
-
მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია მეცნიერების თქმით, სმის შეწყვეტას ალკოჰოლის ზიანის დიდი ნაწილის გამოსწორება შეუძლია
გადახედვა
-
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს — ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს ბანკი Emolas Corporation-თან პარტნიორობას იწყებს — ახალი კულტურული პროექტები აშშ-ში მცხოვრები ქართველებისთვის
-
Netflix გითვალთვალებს — პლატფორმას პერსონალური მონაცემების უნებართვოდ შეგროვებაში ადანაშაულებენ Netflix გითვალთვალებს — პლატფორმას პერსონალური მონაცემების უნებართვოდ შეგროვებაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლის 3 წელი და ათასობით მოსწავლე მთელი საქართველოდან თიბისი ტექსკოლის 3 წელი და ათასობით მოსწავლე მთელი საქართველოდან
-
ვიკა ფილფანი: ქართულმა ოცნებამ საზოგადოება სოცილურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო მარკეტებში ვიკა ფილფანი: ქართულმა ოცნებამ საზოგადოება სოცილურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო მარკეტებში
გადახედვა
-
ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე ადამიანი ექიმის ნაცვლად რჩევას AI-ს ეკითხება — კვლევა ბრიტანეთში ყოველი მეშვიდე ადამიანი ექიმის ნაცვლად რჩევას AI-ს ეკითხება — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
-
ქვეყნის საეჭვო ვითარებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა ქვეყნის საეჭვო ვითარებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა
გადახედვა
-
რას ვერ ვსწავლობთ ევროვიზიაზე საკუთარი შეცდომებიდან რას ვერ ვსწავლობთ ევროვიზიაზე საკუთარი შეცდომებიდან
გადახედვა
-
გიორგი ჩახავა — არქიტექტორი, რომლის იდეები 103 წლის შემდეგაც მომავალზე გვიყვება გიორგი ჩახავა — არქიტექტორი, რომლის იდეები 103 წლის შემდეგაც მომავალზე გვიყვება
-
მეთიუ პერის სიკვდილში ბრალდებულ კიდევ ერთი პირს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილში ბრალდებულ კიდევ ერთი პირს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია ქვიზი: გეუბნებით ადამიანთან მსგავსებას და გვითხარი, რომელი ცხოველია
-
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
-
პრიმერო — სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, რომელიც მომსახურების ახალ სტანდარტს ქმნის პრიმერო — სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, რომელიც მომსახურების ახალ სტანდარტს ქმნის
-
ZigZag — ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკები ბექას სკოლისგან ZigZag — ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკები ბექას სკოლისგან
კომენტარები