ზელენსკი აცხადებს, რომ გუშინ უკრაინას 300-ზე მეტი დრონითა და ათეულობით რაკეტით რუსეთმა შეუტია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე გუშინდელი მორიგი მასშტაბური საჰაერო შეტევის შესახებ. მისი თქმით, გასულ ღამეს, უკრაინამ მოიგერია 300-ზე მეტი დარტყმითი დრონისა და 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტის ერთობლივი იერიში. საჰაერო სამიზნეების განადგურება ამ დროისთვისაც გრძელდება.
ზელენსკის განცხადებით, იერიშის შედეგად დაზარალდა დონეცკის, კიროვოჰრადის, დნიპროს, სუმის, ხერსონის, ვოლინის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ოდესისა და ჟიტომირის რეგიონები. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სუმის ოლქში, სადაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შოსტკა კომბინირებული შეტევის სამიზნე გახდა.
"ოდესაში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი — დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს", — წერს უკრაინის პრეზიდენტი.
დარტყმებმა ასევე მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა პავლოგრადში. ამ დროისთვის სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები ყველა დაზარალებულ რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმებების სწრაფი შესრულებისთვის და ხაზი გაუსვა ერთობლივი შეიარაღების, მათ შორის ჩამსხლეტი დრონების და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების აუცილებლობას უკრაინაში. როგორც მან აღნიშნა, ეს გადაწყვეტილებები უშუალოდ ადამიანების სიცოცხლეს იცავს და დღეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"მადლობას ვუხდი ყველა იმ ლიდერს, ვინც აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი შეთანხმებების სწრაფად შესრულება. იარაღის ერთობლივი წარმოება, ინვესტიციები უკრაინაში დრონების (განსაკუთრებით ჩამსხლეტი დრონების) შექმნაში, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით და მათთვის საჭირო რაკეტებით ჩვენი უზრუნველყოფა და მათი წარმოების შესაძლებლობა უკრაინის შიგნით — ეს ყველაფერი იცავს ადამიანების სიცოცხლეს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დღეს,"— აცხადებს ზელენსკი
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები