სებასტიაო სალგადო — კაცი, რომელმაც მარტომ იხსნა ამაზონის ტყე გაუდაბნოებისგან
ფოტო: Getty Images
როდესაც ფოტოგრაფია ხელოვნების საზღვრებს სცდება და ეთიკურ პრაქტიკად იქცევა, ისეთი ადამიანები ჩნდებიან, როგორიც სებასტიაო სალგადო იყო. ბრაზილიელი დოკუმენტური ფოტოგრაფი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აღწერდა ადამიანურ ტრაგედიებსა და სიდიადეს მსოფლიოს ყველაზე მიტოვებულ კუთხეებში, ბოლოს მიხვდა, რომ თავად ბუნება იყო ის მთავარი სუბიექტი, რომელსაც დაცვა სჭირდებოდა. მისმა ობიექტივმა ფოკუსი ადამიანიდან გარემოზე გადაიტანა და ამ გადაწყვეტილებამ მისი დარჩენილი ცხოვრება სრულად განსაზღვრა.
სალგადო ეკონომისტად იწყებდა კარიერას, როცა ევროპაში მუშაობისას, შემთხვევით აღმოჩნდა ფოტოგრაფიის წიაღში და იქ სამუდამოდ დარჩა. 1980-იანი წლების მიწურულს უკვე მთელმა მსოფლიომ იცოდა მისი სახელი. მისმა შავ-თეთრმა ფოტოებმა — რომლებიც ასახავდნენ მუშებს, ლტოლვილებს, შიმშილის პირას მყოფებს — მაყურებელს არამხოლოდ ადამიანებზე აფიქრებდა, არამედ მათ აიძულებდა იმ ისტორიებისა და ადგილების დანახვას, რომლებსაც ხშირად გავურბივართ.
სებასტიაო სალგადოს ფოტოგრაფია
სებასტიაო სალგადოს ფოტოგრაფია
სებასტიაო სალგადოს ფოტოგრაფია
სებასტიაო სალგადოს ფოტოგრაფია
ფოტო: Sebastiao Salgado
მაგრამ ყველაფერი 1990-იანებში შეიცვალა, როცა სალგადო საკუთარ მშობლიურ სოფელში, ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის რეგიონში დაბრუნდა. ოდესღაც მწვანე და სიცოცხლით სავსე მიწა მაშინ მკვდარ უდაბნოს ჰგავდა. ეს აღმოჩენა მისთვის მძიმე ეკოლოგიური შოკი იყო, რამაც განაპირობა მისი გადაწყვეტილება, სიცოცხლე ბუნებაზე ზრუნვისთვის მიეძღვნა.
სალგადოს სოფელი 1998 წელს
ფოტო: Getty Images
1998 წელს, მეუღლესთან, ლელია დელუიზ ვანიკთან ერთად სალგადომ დააარსა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია Instituto Terra. მათი მთავარი მისია ერთი შეხედვით მარტივი იყო: განადგურებული ატლანტიკური ტყის აღდგენა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბრაზილიის ეკონომიკურ საჭიროებებს შეეწირა. წყვილმა, კერძო საკუთრებაში არსებული მშრალი და ეროზირებული მიწა ნელ-ნელა გადააქცია სიცოცხლის წყაროდ. იქ, სადაც მიწა აღარ სუნთქავდა, დღეს 2.5 მილიონზე მეტი ხე დგას და ასეულობით სახეობის ცხოველის, ფრინველისა და მწერისათვის საცხოვრებელი გარემოა. იმ ტერიტორიაზე, სადაც ოდესღაც ბზარებიანი, დახეთქილი მიწაღა იყო დარჩენილი, ახლა საოცარი ეკოსისტემა შეიქმნა, ისე, თითქოს ადამიანს მასზე კვალი არც დაუჩნევია.
სებასტიაო სალგადო და მისი ცოლი, ლეილა
ფოტო: Getty Images
სალგადოსთვის ბუნების აღდგენა არასდროს ყოფილა განცალკევებული გეგმა — ეს იყო იმავე სამართლის ძიების გზა, რომელსაც ფოტოკამერით მთელი ცხოვრება ცდილობდა. ტყის გაშენების პარალელურად, მან თავისი ფოტოობიექტივიც მიმართა ეკოსისტემებისკენ და შექმნა პროექტები "Genesis", მოგვიანებით კი "Amazônia", რომლებშიც არა მხოლოდ პლანეტის ჯერ კიდევ დაუნგრეველი კუთხეებია ასახული, არამედ მათ გვერდით მცხოვრები, ხშირად გაუგებარი და მარგინალიზებული ხალხიც. ეს უკვე აღარ იყო ტრაგედიის გადმოცემა — ეს იყო მოწოდება, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი გადავარჩინოთ ის, რაც გადარჩენად ღირს.
ფოტო: Getty Images
სებასტიანო სალგადო გარდაიცვალა 2025 წლის მაისში, 81 წლის ასაკში, თუმცა მან დაგვიტოვა არა მხოლოდ შთამბეჭდავი ფოტოარქივი, არამედ ცოცხალი ტყე, რომელიც დღესაც იზრდება. იმ დროს, როცა მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის ეკოლოგიური საკითხები პოლიტიკური ლოზუნგია, სალგადო იყო კაცი, რომელმაც რეალურად შეცვალა ლანდშაფტი — კამერით, ბარითა და ხის ნერგებით.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები