"მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის
ფოტო: თიბისი
6-წლიანი მრავალფეროვანი კარიერა თიბისიში
უკვე მე-6 წელი დაიწყო, რაც თიბისიში ვარ. თავიდან კომპანიაში როგორც სტაჟიორი ისე მოვედი და ციფრული ბანკინგის მიმართულებით დავიწყე მუშაობა. მაშინ, ზოგადად, პროდუქტის შექმნა მაინტერესებდა. ვიფიქრე, რომ ეს სტაჟირება ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ჩემთვის.
ამ 6 წლის განმავლობაში თიბისიშივე შევიცვალე რამდენიმე პოზიცია. გარკვეული პერიოდი მობაილბანკის პროდუქტების განვითარებაზე ვმუშაობდი; შემდეგ მომხმარებლის გამოცდილების გუნდში ვიყავი; ამის მერე კი, უკვე ინვესტიციების მიმართულებით გადმოვედი.
ინვესტიციები ყოველთვის მაინტერესებდა. როცა ბანკის ფოკუსი ინვესტიციების შემოტანა გახდა, აქეთ გადმოსვლის ინიციატივა თავად გამოვთქვი, თან აქციებით ვაჭრობა და სხვა საკითხებიც მესმოდა. ახლა ინვესტიციების ბიზნესის პროდუქტის მფლობელი ვარ, პროდუქტის განვითარება მაქვს ჩაბარებული და ამაში დიდია თიბისიში ჩემი მენეჯერების წვლილი, რადგან ყველანაირად შემიწყვეს ხელი, რომ იქ ვყოფილიყავი, სადაც ვარ.
ინვესტიციები და საქართველო
ჩემი ახლანდელი საქმიანობა მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმის გაძლიერებაზე ზრუნვაა; ასევე იმაზე, რომ სასურველი ბიზნესშედეგები დაიდოს.
ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, რაც, ჩემი აზრით, იმანაც განაპირობა, რომ ქართულ ბაზარზე ინვესტიციების პოპულარობა ძალიან გაიზარდა. ჩვენი პროდუქტი 2023-ში გაეშვა; ამის შემდეგ საცალო სეგმენტში საკმაოდ პოპულარულები გავხდით და ინვესტიციების შესახებ თიბისისგან უკვე ძალიან ბევრმა მომხმარებელმა გაიგო. ბევრ ადამიანს საინვესტიციო პორტფელიც აქვს. აქციებისა და ფონდების ფლობა უფრო დემოკრატიული გახდა. ამ ყველაფერზე საუკეთესოდ მეტყველებს ციფრები — 2025 წელს, ჩვენი აქტიური კლიენტების რაოდენობა გავაორმაგეთ და წელი 113 ათასი აქტიური მომხმარებლით დავხურეთ.
ამ ამბის ლოგიკური გაგრძელება იყო, რომ თიბისიში წელს უკვე კრიპტოს მიმართულებაც დაემატა. ჩვენს მომხმარებლებს მათი პორტფელის დივერსიფიცირება შევთავაზეთ და ამით პლატფორმას კიდევ ერთი საინვესტიციო ხელსაწყო დავამატეთ.
ინვესტირება Gen Z-შიც საკმაოდ პოპულარულია. ჩვენი მომხმარებლების 35-40% ზუსტად ახალგაზრდები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ თაობაში ეს მიმართულება კიდევ უფრო საინტერესო და მასობრივი იქნება. გლობალური ტრენდიც ასეთია — საინვესტიციო მიმართულება ყველგან პოპულარულია. დიდი ბანკების გარდა, საცალო ვაჭრობის სეგმენტს ინვესტირების საშუალებას ფინტექებიც აძლევენ.
დაჯერების ძალა
ზოგადად, მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან.
თავიდან არ მეგონა, ინვესტიციების პროდუქტი იქამდე თუ გაიზრდებოდა, სადამდეც დღეს ვართ მისულები. მჯეროდა, თუ საქმეში ძალიან დიდ შრომას ჩავდებდი და მოვინდომებდი, რომ ინვესტირება პოპულარული, დემოკრატიული და ძალიან მარტივი ყოფილიყო, ამას მართლა მივაღწევდი.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც ამ პროდუქტზე ვმუშაობ, საქართველოში ყველაზე მარტივად ინვესტირება ჩვენთანაა შესაძლებელი და დარწმუნებული ვარ, ეს ზუსტად იმის გამო შევძელი, რომ დავიჯერე.
მჯეროდა, თუ საკმარისად ვიშრომებდი და ბოლომდე მოვინდომებდი, რომ პროდუქტი ძალიან მაგარი გამოსულიყო, ეს მართლა გამომივიდოდა. შესაძლებლობების დანახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მიზნების მიღწევას აუცილებლად შევძლებდი.
ამასთანავე, პროცესი ძალიან გლობალურია — ყველას შეუძლია მარტივად ჩაერთოს და ეს მეც ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს.
რა მეამაყება
ვფიქრობ, მართლა დიდი ღირებულება მომაქვს იმით, რომ ხელმისაწვდომ და მარტივ პროდუქტს ვქმნი და ამას ყოველდღიურად ვგრძნობ.
წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ 3 წლის წინ საქართველოში დაზოგვის რა ხელსაწყოებიც არსებობდა, მათგან ძირითადი საბანკო დეპოზიტი იყო, ან შეიძლება ვიღაცას სახლში შეენახა, ყულაბაში. ჩვენი დიდი შრომითა და ამ პროდუქტის შექმნით ინვესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ეს ჩემთვისაც, როგორც მომხმარებლისთვის, დამატებითი ხელსაწყოა, რომ ფინანსები უკეთესად ვმართო.
ძალიან ამაყი ვარ, როცა ვხედავ, როგორ იყენებენ ჩვენს შექმნილ პროდუქტებს ადამიანები და თან ვიცი, თუ რამხელა შრომა და ზრუნვა დგას ამ ყველაფრის უკან. სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისთვის, ეს მართლაც ღირებული პროდუქტია.
ასევე, დიდი სიამაყით მავსებს ის, თუ როგორ ვუწყობთ ხელს ბაზრის განვითარებას — საქართველოში სხვადასხვა ფასიან ქაღალდებზე ინტერესი გაჩნდა, რაც ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარების ნიშანიცაა. ამაშიც კარგად ჩანს ჩვენი გაწეული შრომა — პროდუქტის შექმნა, საცალო იქნება თუ მასობრივი, ერთია, განვითარება კი მეორე.
სარგებელი ყველას
ზოგადად, პროდუქტისა და ახალი მიმართულებების განვითარება ძალიან მაინტერესებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი პროდუქტებით ვქმნიდე ღირებულებას და ჩვენს მომხმარებლებს რეალურად ვუმარტივებდე ცხოვრებას.
ჩემს თავსაც იქ ვხედავ, სადაც ამ მიზნის შესრულებას შევძლებ და თიბისი ზუსტად ამ პლატფორმას მაძლევს; ჩვენი ღირებულებები ერთმანეთს ემთხვევა და ეფექტიც სინერგიულია საერთო მიზნისკენ.
დღეს პროდუქტს ადგილობრივი ბაზრისთვის ვქმნი, თუმცა, სამომავლოდ მინდა, ჩემმა შექმნილმა პროდუქტმა საერთაშორისო ღირებულება შეიძინოს. მითუმეტეს, რომ თიბისიში შექმნილი ინოვაციები და პროდუქტები უკვე ფართოდაა აღიარებული ევროპისა თუ მსოფლიოს მასშტაბით.
სანამ დაიჯერებ
როცა თიბისიში სტაჟირებას ვიწყებდი, საერთოდ არ წარმომედგინა, რომ აქამდე მოვიდოდი.
პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია — ბევრი უნდა იშრომო, დააკვირდე, ისწავლო და მერე მაგაზე დააშენო ყველაფერი. ვფიქრობ, ყოველთვის სჯობს რაღაც სცადო; შეიძლება შეცდომაც დაუშვა, მაგრამ იმას მაინც მიხვდები, მაგ საქმის გაკეთება გინდა თუ არა. მთავარია დაიჯერო, რომ მართლა შეგიძლია.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები