როცა წინ ხედავ — თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია
ფოტო: თიბისი დაზღვევა
თიბისი დაზღვევა, რომელიც ბაზარზე მუდმივად ინოვაციურ სტანდარტებს ამკვიდრებს და ყველაზე სწრაფი მომსახურებით გამოირჩევა, ახალ კამპანიას იწყებს, გზავნილით — როცა წინ ხედავ.
თიბისი დაზღვევის მისიას, თავიდანვე, ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პირველი კამპანიით - „შეცდომები მოსულა“ – განვაცხადეთ, დაზღვევის არსის ჩვენეული ხედვა - დაზღვევა სწორედ იმისთვისაა, რომ უზრუნველყოს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომებით, შესაძლო ფინანსური ხარჯების თავიდან არიდება და ამასთან, სრულიად შევცვალეთ სადაზღვევო კომუნიკაციის სტილი, რადგან გვინდოდა, მომხმარებელთან არა ფორმალური, არამედ მეგობრული და ადამიანური კავშირი დაგვემყარებინა. მალევე, ამას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი - „სანერვიულო არაფერია“ მოჰყვა. შემდეგ აქცენტი სისწრაფეზე გადავიტანეთ და შევქმენით „ყვლზ სწრფ დზღვვ“, რადგან სწრაფ მომსახურებას, დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად, განსაკუთრებით კი სადაზღვევო პროცესებში. შესაბამისად, გვჯერა, რომ ყოველდღიურობაში ყველას გვჭირდება მეტი სიმარტივე, სისწრაფე, თავისუფლად მოქმედება და თავდაჯერებულობა.
დღეს, როცა ჩვენი მიდგომები უკვე ინდუსტრიის სტანდარტად იქცა, სვლას წინ ხედვით ვაგრძელებთ. ეს პერსპექტივა ჩვენთვის ახალი არ არის, რასაც ყველაზე ციფრული დაზღვევის სტატუსიც ადასტურებს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ გამოწვევას განვითარების შესაძლებლობად ვხედავთ, წინასწარ ვაანალიზებთ მომხმარებლის საჭიროებებს, მაქსიმალურად ვუმარტივებთ ცხოვრებას და ვქმნით გარემოს, სადაც ჩვენი თითოეული მომხმარებელი თავს ყოველთვის კომფორტულად და დაცულად იგრძნობს.
კამპანიის მთავარი სახე გიორგი მამარდაშვილია, რაც სიმბოლურია — ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ყველაფერს მომავლის სწორად ხედვის უნარი წყვეტს. საფეხბურთო გუნდში, მეკარე კი, სწორედ ის ადამიანია, ვინც წინ ხედავს და წინასწარ განსაზღვრავს მოწინააღმდეგის მოსალოდნელ ნაბიჯებს, რათა საკუთარი გუნდის შეცდომები დააზღვიოს, სწრაფად იმოქმედოს და ამით თავისი უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანოს გამარჯვებაში.
გიორგი მამარდაშვილი: "ფეხბურთში მეკარის პოზიცია განსაკუთრებულია, რადგან ხშირად ყველაფერი წამებში წყდება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რასაც იმ მომენტში ხედავ, არამედ ისიც, რასაც რამდენიმე ნაბიჯით ადრე გრძნობ, აანალიზებ და აზღვევ. წინ ხედვა ნიშნავს მზადყოფნას იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს და სწრაფი, სწორი გადაწყვეტილების მიღებას მაშინ, როცა ამას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
მაგრამ ჩემთვის ეს იდეა მხოლოდ მოედანს არ უკავშირდება. კარიერის განმავლობაში მივხვდი, რომ წინ ხედვა არის უნარი, იფიქრო უფრო დიდ მიზნებზე, არ შეჩერდე მიღწეულზე და მუდმივად ეძებო განვითარების გზა.
ვფიქრობ, წარმატება მხოლოდ ნიჭზე არასდროს დგას. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური დისციპლინა, საკუთარ თავზე მუშაობა და ის, თუ რამდენად შეგიძლია რთულ მომენტებში კონცენტრაციის შენარჩუნება. ხშირად, ყველაზე დიდი პროგრესი სწორედ მაშინ მოდის, როცა გზა ყველაზე რთულად გეჩვენება. ასეთ დროს წინ ხედვა ნიშნავს, რომ დღევანდელი სირთულის მიღმა ხედავ იმ შედეგს, რომლისთვისაც იბრძვი.
ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა, რომელიც წარმატებას მოჰყვება. როცა იცი, რომ შენს თამაშს ბევრი ახალგაზრდა უყურებს, ხვდები, რომ შენი მაგალითი მხოლოდ სპორტს აღარ ეხება. მინდა, ადამიანებმა დაინახონ, რომ დიდი მიზნების მიღწევა შესაძლებელია მაშინ, როცა საკუთარ თავში მუდმივად დებ ინვესტიციას და გჯერა საკუთარი გზის.
ამიტომაც, ეს კამპანია ჩემთვის ძალიან ბუნებრივია. „როცა წინ ხედავ“ ნიშნავს, რომ მხოლოდ დღევანდელზე არ ფიქრობ - ფიქრობ მომავალზე, საკუთარ განვითარებაზე, იმ ადამიანებზე, ვინც შენს გვერდით არიან და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ცხოვრებას უფრო თავდაჯერებულსა და მშვიდს ხდის. ჩემთვის სწორედ ეს არის წინ ხედვის ნამდვილი მნიშვნელობა“.
თიბისი დაზღვევისთვის წინ ხედვა მხოლოდ დაპირება არ არის, ეს ნიშნავს მომავლის საჭიროებების მუდმივ ანალიზსა და სიახლეებისთვის სრულ მზადყოფნას. ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად, კომპანია ახერხებს წინ დაინახოს და დააზღვიოს ის რისკები, რომლებიც შესაძლოა სხვებისთვის ჯერ კიდევ უხილავი იყოს.
ნიკოლოზ ბრეგვაძე, თიბისი დაზღვევის, გენერალური დირექტორის მოადგილე / ციფრული და ბიზნესის განვითარების დირექტორი:
ჩვენ გვჯერა, რომ დაზღვევა მხოლოდ სადაზღვევო პოლისის ქონა არ არის. დაზღვევა არის განცდა, რომ ცხოვრება შეგიძლია უფრო მშვიდად, თავისუფლად და თავდაჯერებულად გააგრძელო - მაშინაც კი, როცა ყველაფერი ზუსტად ისე არ მიდის, როგორც დაგეგმე.
თიბისი დაზღვევა, თავიდანვე ამ ხედვით შეიქმნა და ვითარდება. ჩვენი მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა მხოლოდ ის, თუ როგორ გავყიდოთ სადაზღვევო პროდუქტი. მთავარ მიზანს წარმოადგენდა - დაზღვევის სფეროში, ადამიანის ცხოვრების გამარტივება, რისთვისაც საჭირო იყო, რთული ფორმალობების და ბიუროკრატიული პროცესების მატარებელი სფერო, შეგვეცვალა ბუნებრივ, ადამიანურ და სანდო გამოცდილების მქონე სივრცედ.
როცა პირველად ვთქვით — შეცდომები მოსულა, ჩვენ რეალურად ვთქვით ძალიან მარტივი რამ: ადამიანი — ადამიანია. პასუხისმგებლობით ცხოვრების მიუხედავად, ყოველდღიურ ცხოვრებაში მოულოდნელი შემთხვევები მაინც ხდება — გზაზე, ავტომობილის მართვისას თუ სხვა გარემოებაში. დაზღვევის როლი არ არის ამ პასუხისმგებლობის ჩანაცვლება. მისი ფუნქციაა, ასეთ მომენტებში ადამიანს მისცეს დაცულობის განცდა და ჩართულობა იმაში, რომ ერთი შემთხვევა დიდ გაურკვევლობად არ იქცეს.
ამ იდეას, ბუნებრივად მოჰყვა — სანერვიულო არაფერია. რადგან როცა იცი, რომ რთულ მომენტში მარტო არ ხარ, გადაწყვეტილებებსაც უფრო მშვიდად იღებ. დაზღვევის ღირებულება კი, სწორედ ამ სიმშვიდეშია - არა მხოლოდ ფინანსურ ანაზღაურებაში, არამედ იმ განცდაში, რომ რისკი მართვადია და ცხოვრება შეიძლება გაგრძელდეს ნაკლები ღელვითა და ნერვიულობით.
მერე მოვიდა — ყვლზ სწრფ დზღვვ, რადგან წინასწარ ვხედავდით, რომ მომხმარებლისთვის, სისწრაფე უბრალოდ კომფორტი აღარ იქნებოდა. ის გახდებოდა ნდობის ნაწილი. თანამედროვე ადამიანს, არ სჭირდება რთული პროცესი, ხანგრძლივი ლოდინი და ზედმეტი ბარიერები. მას სურს დაზღვევა, რომელიც მუშაობს სწრაფად, მარტივად და ზუსტად იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად სჭირდება.
ამ ყველაფერმა ბუნებრივად მიგვიყვანა გზავნილამდე - „იცხოვრე თავდაჯერებულად“. როდესაც მოულოდნელი შემთხვევა, არ ნიშნავს უკონტროლო პრობლემას, როცა სანერვიულო ნაკლებია და დაზღვევის ჩართულობა სწრაფია, ადამიანი უფრო თავისუფლად მოქმედებს. ის უფრო თამამად მართავს, მოგზაურობს, გეგმავს, მოძრაობს, ცხოვრობს. სწორედ ეს არის დაზღვევის ყველაზე ადამიანური მხარე - არ შეგაჩეროს ან შეგაყოვნოს რისკმა, არამედ გქონდეს შესაძლებლობა, ცხოვრება გააგრძელო მეტი თავდაჯერებულობით.
დღეს ეს გზავნილები ერთიანდება იდეაში - „როცა წინ ხედავ“. ჩვენთვის ეს მხოლოდ ახალი კამპანიის ფრაზა არ არის. ეს არის პასუხი კითხვაზე, რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. იმიტომ, რომ გვჯერა: კარგი დაზღვევა მხოლოდ მაშინ არ უნდა ჩნდებოდეს, როცა პრობლემა უკვე დადგა. კარგი დაზღვევა წინასწარ უნდა ხედავდეს, რა შეიძლება დასჭირდეს ადამიანს სამომავლოდ.
იყო საქართველოში №1 სადაზღვევო კომპანია, ჩვენთვის მხოლოდ ბაზრის პოზიცია არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა — ყოველდღე უკეთ დავინახოთ მომხმარებლის მოლოდინები, გავამარტივოთ პროცესები, განვავითაროთ ციფრული არხები და შევქმნათ ისეთი გამოცდილება, სადაც დაზღვევა სწრაფი, სანდო და ადამიანურია. შეძენიდან მომსახურებამდე, მომსახურებიდან ანაზღაურებამდე - დაზღვევასთან თითოეული შეხების წერტილში მომხმარებელმა უნდა იგრძნოს, რომ სისტემა მისთვის მუშაობს.
ამ კამპანიაში, მეკარის სიმბოლური კომპოზიციაც, სწორედ ამიტომ არის ბუნებრივი. კარგი მეკარე მხოლოდ დარტყმას არ ელოდება. ის წინასწარ კითხულობს თამაშს, ხედავს სივრცეებს, აფასებს რისკებს და წამებში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც გუნდს დაშვებული შეცდომებისგან აზღვევს. დაზღვევაც ამავე პრინციპზე დგას — დაინახო რისკი მანამდე, სანამ ის პრობლემად იქცევა, შეამცირო გაურკვევლობა და რთულ მომენტში ადამიანს მისცე თავდაჯერებულობის განცდა.
ჩვენ გვჯერა, რომ ტექნოლოგია, გამოცდილება და სწორი ხედვა მაშინ არის ღირებული, როცა ადამიანის ცხოვრება მარტივდება და უმჯობესდება.
წინ ხედვა, სწორედ აღნიშნულს გამოხატავს: დაინახო არა მხოლოდ რისკი, არამედ ადამიანი ამ რისკის მიღმა. დაინახო არა მხოლოდ პრობლემა, არამედ გზა, როგორ შეიძლება ის უფრო მარტივად, სწრაფად და სამართლიანად გადაიჭრას; საბოლოოდ კი, შექმნა დაზღვევა, რომელიც ადამიანს მისცემს შესაძლებლობას იცხოვროს უფრო მარტივად და თავდაჯერებულად.
საბოლოოდ, ყველაზე დიდი გამარჯვება მაშინ მოდის, როცა წინ ხედავ. თიბისი დაზღვევა, დაფუძნების დღიდან, სწორედ ამ ხედვას ავითარებს პრაქტიკაში — ქმნის დაზღვევას, რომელიც ადამიანებს ეხმარება, მომავალს უფრო მშვიდად, დაცულად და თავდაჯერებულად შეხედონ”.
-
ექსპერიმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სიცრუეში დარწმუნება შეგვიძლია ექსპერიმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სიცრუეში დარწმუნება შეგვიძლია
გადახედვა
-
როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი
გადახედვა
-
ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს? ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს?
-
აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ გამოთქმებს ცხოველებზე?
-
ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს
გადახედვა
-
Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო Aqualia-მ Global Water Summit 2026-ზე წლის საუკეთესო წყალარინების პროექტის ჯილდო მიიღო
-
ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
გადახედვა
-
"მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის "მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის
-
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს
გადახედვა
-
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება
გადახედვა
-
სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს
გადახედვა
-
ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს
გადახედვა
-
ევერესტზე ახალი რეკორდი დამყარდა — 274 ალპინისტმა მწვერვალი ერთ დღეში დალაშქრა ევერესტზე ახალი რეკორდი დამყარდა — 274 ალპინისტმა მწვერვალი ერთ დღეში დალაშქრა
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ
-
2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას?
-
ჭადრაკი, როგორც ფოთის ინტელექტუალური კულტურა — რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორობა ჭადრაკი, როგორც ფოთის ინტელექტუალური კულტურა — რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორობა
-
სამაგისტრო კურსის ციფრული ტრანსფორმაცია — როცა თეორია პრაქტიკად იქცევა სამაგისტრო კურსის ციფრული ტრანსფორმაცია — როცა თეორია პრაქტიკად იქცევა
კომენტარები