წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად
ფოტო: სილქნეტი
ადამიანები, ამბები და კადრები — National Geographic საქართველომ 13-წლიანი ისტორია შეაჯამა და KOLGA TBILISI PHOTO ფესტივალის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ჟურნალის მდიდარ საარქივო ფოტომასალას მოუყარა თავი. გამოფენა 5 მაისს კომპანია სილქნეტის წარდგენით ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა.
ექსპოზიციის ფოკუსში საქართველოა — ადგილობრივი და უცხოელი ფოტოგრაფების მიერ ასახული ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება, კულტურა, მეცნიერება, ისტორია და თანამედროვეობა. ჟურნალი National Geographic საქართველო, სილქნეტის მხარდაჭერით, 2012 წლიდან გვიყვება ამბებს მრავალფეროვანი სამყაროს შესახებ. გამოცემის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ამბის სიღრმისეული თხრობისა და გამორჩეული ვიზუალური მასალის ჰარმონიული სინთეზია. სწორედ ამიტომაა National Geographic-ის მასალა უნიკალური.
უკვე 13 წელია, სილქნეტი National Geographic საქართველოს საიმედო პარტნიორია და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც შემეცნებას, კულტურასა და ვიზუალურ თხრობას აერთიანებს. კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოებას ცოდნაზე ხელმისაწვდომობას უადვილებს, ახალ პერსპექტივებს სთავაზობს და სამყაროს მრავალფეროვნების აღმოჩენაში ეხმარება.
გამოფენაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფები, რომლებიც წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ ქართულ რედაქციასთან. მათ შორის არიან: ნათელა გრიგალაშვილი, ვიქტორ ლიაგუშკინი, ნიკა მელიქიშვილი, ნიკოლოზ მჭედლიძე, ნიკა პაპოშვილი, თაკო რობაქიძე, ირმა შარიქაძე, დავით თაბაგარი, გურამ წიბახაშვილი, ფერნანდო ხავიერ ურკიხო.
გამოფენაზე წარმოდგენილია შთამბეჭდავი კადრები სტატიებიდან, რომლებმაც საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა და ასევე — ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ საინტერესო, შთამაგონებელი თუ დამაფიქრებელი ფოტოები.
გამოფენა მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
გურამ წიბახაშვილი
გურამ წიბახაშვილის ფოტო — დმანისელი ჰომინინი — 2002 წლის აგვისტოს ნომერში ჟურნალ National Geographic-ის ამერიკული გამოცემაში დაიბეჭდა.
ფოტოგრაფი იხსენებს, რომ მაშინ, როცა დმანისის არქეოლოგიური გათხრების დოკუმენტირება შესთავაზეს, სამეცნიერო ფოტოგრაფიის მიმართულებით სრულიად გამოუცდელი იყო. ფოტოსესია ორ ნაწილს მოიცავდა — უშუალოდ ველზე მუშაობასა და სტუდიურ გადაღებას. პირველი ნაწილი სამეცნიერო სიზუსტეს მოითხოვდა, მეორე კი მხატვრულ ხედვას. ფოტოგრაფი შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა, სამუშაოს განსხვავებულობისა და ახალი გამოცდილების მიღების ინტერესით.
ფოტო: სილქნეტი
გურამ წიბახაშვილი, ფოტოგრაფი:
“გადაღებების ნაწილი მიმდინარეობდა თვითონ ველზე, დმანისში, სადაც ამ ისტორიულ არტეფაქტებს იღებდნენ და წმენდნენ. იქ გავხდი თვითმხილველი, როგორ სათუთად მუშაობენ არექოლოგები მტვერში, მიწაში და რამდენად ძვირფასსა და მნიშვნელოვანს ეხებიან. დმანისელი ჰომინინის უკვე სტუდიაში გადაღება სამუშაოს მეორე ნაწილი გახლდათ. ამ დროს უკვე შენს კომპეტენციაში გადმოდის როგორ გაანათებ მასალას, აქცენტს რაზე გააკეთებ, რა ნიშნებს წამოწევ წინ. თავისუფალი ხარ, საკუთარ თავს, გამოცდილებას, ხედვას ენდობი. ამან გაამართლა.
როცა ფოტოს იღებ და იცი, რომ ეს ერთი ფოტო დაიბეჭდა ჟურნალში, იქვე გახსოვს, რომ სწორედ ეს ერთი ფოტო უნდა ამბობდეს უამრავ ამბავს. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ხვდები, რომ ნივთი, რომელსაც იღებ, უკვე კაცობრიობას ეკუთვნის.
განსხვავებული და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებასთან ერთად, National Geographic-ისთვის მუშაობა ჩემთვის უკავშირდებოდა იმ შეგრძნებასაც, რომ თუ სხვას შეუძლია, შენც შეგიძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ჟურნალის მასალებს რომ ვეცნობოდი, ფოტოები ბრწყინავდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ფოტოგრაფები, რომლებიც National Geographic-ში იბეჭდებოდნენ, რაღაც განსხვავებულს, წარმოუდგენელს აკეთებდნენ. რეალურად, ფოტოგრაფის პროფესიონალიზმთან ერთად, შედეგს განსაზღვრავს ჟურნალის უმაღლესი ხარიხი, დიზაინერების გუნდი, რომელიც აღწევს საბოლოო შედეგს; ქაღალდის მასალა, რომელზეც იბეჭდება ეს ფოტოები. ყველაფერი ერთად ქმნის იმ გამორჩეულ ბრწყინვალებას, რითაც ეს ფოტოები თავს გამახსოვრებს. შენივე ფოტოს რომ ხედავ დაბეჭდილს, მის ხარისხს აღიქვამ, ხვდები, რომ შენც შეგიძლია.“
ნიკოლოზ მჭედლიძე
ფოტოგრაფმა ნიკოლოზ მჭედლიძემ National Geograpic საქართველოსთან პირველად 2019 წელს ითანამშრომლა. გამოფენაზეც ჟურნალისთვის გადაღებული პირველი სერიაა წარმოდგენილი. როცა ფოტოგრაფი ჟურნალისტ გიორგი გოგუასთან ერთად National Geograpic საქართველოს პროექტის ფარგლებში პირველად მოხვდა თუშეთში, არც ერთს არ ჰქონდა წარმოდგენა, რატომ მიიჩნევა ეს გზა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ. ამ კითხვას მოგვიანებით გიორგი გოგუამ უპასუხა თავის ნაამბობში თუში მეცხვარეების შესახებ, რომლებმაც მთაში, გაუკვალავ თოვლში შესვლა გარისკეს.
“როდესაც წვიმაში ხრამის კიდეზე ხარ გაჭედილი, წინ მეწყერი უფრო და უფრო იზრდება, უკან თოვლიანი უღელტეხილია, ამ ყველაფერს კი შორიახლოს მოწყვეტილი ზვავის გრუხუნი ემატება, დამოკიდებულებები ძალიან სწრაფად გეცვლება.“
თუშური ამბის ფოტოილუსტრაციები გიორგი გოგუასა და ნიკოლოზ მჭედლიძეს ეკუთვნის. საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ კუთხეს 2020 წელსაც მიუბრუნდნენ. მათთან ერთად ფრანგმა ფოტოგრაფმა ფერნანდო ხავიერ ურკიხომ იმუშავა. ვრცელი სტატია გზაზე National Geogpraphic Magazine-ის სათაო ოფისის მიერ 2020 წლის ოქტომბერში, თვის საუკეთესო სტატიად (Best Edit) და Ever Green-ად დასახელდა, რაც მასალის National Geopgrahic Magazine-ის ოქროს ფონდში გადანაცვლებას გულისხმობს. სტატია გამოქვეყნდა ამერიკულ ვებ-გვერდზე და ის 12-მა საერთაშორისო გამოცემამ გამოსცა ბეჭდურ ვერსიაში.
ფოტო: სილქნეტი
ნიკოლოზ მჭედლიძე, ფოტოგრაფი:
„თუშეთის პროექტზე მუშაობის პროცესი განსაკუთრებული იყო ჩემთვის, რამდენადაც პირველად მქონდა შეხება ისეთ დიდ და მნიშვნელოვან პლატფორმასთან, როგორიცაა National Geographic. ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს სახელი და რამდენად მაღალი სტანდარტები აქვთ მათ.
რა თქმა უნდა, მოთხოვნებიც სრულიად განსხვავებული და არასტანდარტული იყო. ყველა დეტალი მაქსიმალურად გათვალისწინებული გვქონდა. თუშეთის მთიანი პირობებიდან გამომდინარე, არაერთი სირთულე შეგვხვდა, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერს წარმატებით გავართვით თავი.
თუ ნამუშევრებს გადახედავთ, მიხვდებით, რომ საკმაოდ რთული ექსპედიციები ჩავატარეთ — ისეთი, რომლებიც ხშირად სასურველი შედეგით ვერ სრულდება. ამ შემთხვევაში კი შევძელით დასახული მიზნის მიღწევა. პროექტმა დიდი საერთაშორისო წარმატება მოუტანა რედაქციას. სტატია Best Edit-ად დასახელდა და საქართველოს გარდა კიდევ 12 ქვეყანაში დაიბეჭდა. ამდენად, National Geographic საქართველოსთან თანამშრომლობა ჩემთვის ნამდვილად ძალიან წარმატებული და დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა.“
ირმა შარიქაძე
ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ National Geographic საქართველოსთან რამდენიმე შთამბეჭდავი პროექტით ითანამშრომლა. გამოფენაზე ირმას 2016 წლის ფოტოსერია ბოშები ფარდებს მიღმაა წარმოდგენილი. ფოტოგრაფმა ქუთაისში, უბან ავანგარდში ბოშების 37-წევრიანი ოჯახი გადაიღო. ირმა იხსენებს, რომ ყველაზე რთული გადაღების პირველი დღეები იყო, როცა მისი ფოტოობიექტივი ცნობისმოყვარეობითა და უნდობლობით განწყობილ თვალებს უსწორდებოდა. პროექტის ფარგლებში ქუთაისში ჩასვლა რამდენჯერმე მოუხდა და, როგორც თავად ამბობს, მესამე ჩასვლის შემდეგ ყინულმა დნობა დაიწყო.
ფოტო: სილქნეტი
ირმა შარიქაძე, ფოტოგრაფი:
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ გამოფენაში მონაწილეობა, რომელიც National Geographic საქართველოს 13-წლიანი ისტორიის ერთგვარი შეჯამებაა. მიხარია, რომ იმ ხელოვანებს შორის ვარ, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჟურნალისთვის მრავალფეროვან ვიზუალურ მასალას ქმნიდნენ.
სხვადასხვა პერიოდში National Geographic საქართველოში ჩემი არაერთი ნამუშევარი მოხვდა, თუმცა განსაკუთრებით მიხარია, რომ ამჯერად გამოფენისთვის 2016 წლის სერია — ბოშები ფარდებს მიღმა შეირჩა. ეს არაა ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პროექტი, რადგან აქამდე ეს ნამუშევრები გამოფენის ფორმატში არ ყოფილა ნაჩვენები. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი პირველად წარდგენა დამთვალიერებლისთვის. ეს სერია გვიყვება ქუთაისში მცხოვრები ერთი დიდი ბოშური ოჯახის ამბებს. მათი ყოველდღიურობა, ურთიერთობები, სიხარული თუ ტკივილი ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა. ეს იყო უნიკალური გამოცდილება — ახლოდან მენახა მათი ოჯახური სამყარო, ემოციები და ის შინაგანი კავშირები, რომლებიც მათ აერთიანებს. საუკუნეთა განმავლობაში, დისკრიმინაციისა და დევნის მიუხედავად, ბოშებმა მოახერხეს უძველესი ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. სამწუხაროდ, ისინი ხშირად მარგინალიზებულ ჯგუფად არიან წარმოდგენილნი, საზოგადოებაში მათთან მიმართებაში არაერთი სტერეოტიპი არსებობს, რაც ამ ადამიანების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას აღრმავებს. გამიმართლა, რომ ამ სამყაროში შეხედვის შესაძლებლობა მომეცა. ეს სერია დამკვიდრებული სტერეოტიპის დარღვევის მცდელობაა. ვფიქრობ, ასეთი ტიპის პროექტები მეტ ემპათიას აჩენს საზოგადოებაში და სწორედ ეს არის დოკუმენტური ფოტოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა“.
National Geographic საქართველო მხოლოდ ბეჭდური გამოცემა არაა — ჟურნალისა და მისი მხარდამჭერი სილქნეტის ორგანიზებით, სისტემატიურად იქმნება ლექციების, პოდკასტებისა და აუდიოსტატიების ჩანაწერები, რომლებსაც აუდიტორია უფასოდ ეცნობა სილქნეტის პლატფორმებზე. კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ცოდნაზე, ფაქტებსა და ამბებზე, რომლებიც სამყაროს უკეთ შეცნობაში გვეხმარება.
-
"საქართველოს გაწევრიანების გზას მხარს დავუჭერთ, თუ ხელისუფლება ამჟამინდელი მოქმედების კურსის შეცვლას გადაწყვეტს" — EU-ის წერილი ოპოზიციას "საქართველოს გაწევრიანების გზას მხარს დავუჭერთ, თუ ხელისუფლება ამჟამინდელი მოქმედების კურსის შეცვლას გადაწყვეტს" — EU-ის წერილი ოპოზიციას
გადახედვა
-
ექსპერიმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სიცრუეში დარწმუნება შეგვიძლია ექსპერიმენტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის სიცრუეში დარწმუნება შეგვიძლია
გადახედვა
-
როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი როგორ გახდა საბავშვო ბაღის მასწავლებელი 200 სამეფო პინგვინის მფარველი
გადახედვა
-
ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა ზღვის დონის მატებამ მოლოდინს გადააჭარბა — ბოლო ათწლეულებში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს? ქვიზი: როგორ იცნობ წყლის ცნობილ პეიზაჟებს?
-
აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება აპალაჩის მთებში იმდენი ლითიუმია, რომ მისგან 500 მილიარდი ტელეფონიც კი დამზადდება
გადახედვა
-
წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად წლების განმავლობაში — National Geographic საქართველოს 13 წელი სილქნეტთან ერთად
-
ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს
გადახედვა
-
ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა ადამ კადიროვის მეგობარმა ავტოავარიაში, სავარაუდოდ, 9 წლის ბავშვი მოკლა
გადახედვა
-
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე Miami Ad School-ში სრული დაფინანსებით: რჩევები მადრიდის კამპუსის კოორდინატორისგან გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე Miami Ad School-ში სრული დაფინანსებით: რჩევები მადრიდის კამპუსის კოორდინატორისგან
-
ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა ერთი უბრალო, ცხენებზე შეყვარებული გოგო — გაიცანით პირველი ქართველი ცხენოსანი, რომელმაც მაროკოს საერთაშორისო ტრეკზე იასპარეზა
გადახედვა
-
"მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის "მგონია, რაღაცის თუ მჯერა, გამოვიყვან" — თარაშ ბარამიას კარიერული გზა და ინვესტირება ყველასთვის
-
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის მონიტორინგსა და მასზე სამართლებრივ რეაგირებას შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოახდენს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს მიხეილ ყაველაშვილს 8 ქვეყნის ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
გადახედვა
-
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი რაჟდენ კუპრაშვილი იქნება
გადახედვა
-
სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს სუს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს
გადახედვა
-
ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს ფაშინიანი: საქართველო სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში გადამწყვეტ როლს ასრულებს
გადახედვა
-
შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად მომთმენი ხარ
-
2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე დიმიტრი ცქიტიშვილი: ისინი [ხელისუფლება] უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას? ტესტი: რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ბიომრავალფეროვნებას?
კომენტარები