საია მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2026 წლის 21 მაისს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მათი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართალწარმოების პრედომინანტური მიზანი განსხვავებულ აზრზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, ანგარიშსწორებაა.
საია კრიტიკულად აფასებს სასამართლოს მიერ კვალიფიკაციის ცვლილების ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებას. მათი თქმით, ასეთი მიდგომით, იქმნება დასაბუთებული შთაბეჭდილება, რომ სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე პოზიციონირებს, როგორც ბრალდების მხარე.
"2026 წლის 21 მაისს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაჩენი დაადგინა. კერძოდ, მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალად წარდგენილი უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირება მიიჩნია დანაშაულის არასწორ კვალიფიკაციად, შეცვალა ბრალდების მხარის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის კვალიფიკაცია, საქართველოს სისხლის სამართლის 318-ე მუხლით (საბოტაჟი) და ლევან ხაბეიშვილი შეცვლილი კვალიფიკაციით ცნო დამნაშავედ. ამასთან დამნაშავედ ცნო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ნაწილშიც. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ლევან ხაბეიშვილს განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 2 წლითა და 5 თვის ვადით. სასამართლომ მურთაზ ზოდელავა დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით.
წინამდებარე განცხადებაში საია კრიტიკულად აფასებს სასამართლოს მიერ კვალიფიკაციის ცვლილების ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებას. ასეთი მიდგომით, იქმნება დასაბუთებული შთაბეჭდილება, რომ სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე პოზიციონირებს, როგორც ბრალდების მხარე. გამოდის, რომ, იმ პირობებში, როცა, სისხლის სამართლის დევნის განმახორციელებელი ორგანო, რომელსაც სასამართლოში ეკისრება მტკიცების ტვირთი, ვერ წარადგენს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, მის ფუნქციებს ითავსებდეს მოსამართლე და განაჩენის ეტაპზე ახდენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რადიკალურად განსხვავებული მუხლით პირის ბრალდებას.
სწორედ პროკურორის მიერ გამოტანილი დადგენილება არის ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარეს შეუძლია წარმოიდგინოს, თუ როგორ და რა მოცულობით მოუწევს თავის დაცვა, როგორ წარიმართება გამოძიებასა და სასამართლოში საქმე, ბრალდების მხარის პოზიციის გამაბათილებელი რა მტკიცებულებები უნდა იქნეს მოპოვებული, რომ სასამართლო ეტაპზე შესაბამისად წარმართოს მტკიცებულებების გამოკვლევა (მათ შორის, მოწმეთა დაკითხვა), ანუ დაგეგმოს დაცვის მთელი სტრატეგია და პროცესის განმავლობაში დაიცვას თავი. სულ სხვა რეალობის წინაშე დგება დაცვის მხარე, როდესაც სასამართლო მოულოდნელად გადააკვალიფიცირებს ბრალად წარდგენილ მუხლს არსობრივად და თვისებრივად განსხვავებულ მუხლზე, ანუ იმ მუხლზე, რომლის მიმართაც დაცვის მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა დაეცვა თავი. ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევაც სწორედ ეს არის. ბუნებრივია, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ყველასათვის მოულოდნელად განაჩენს ადგენს თვისებრივად და არსობრივად მკვეთრად განსხვავებულ მუხლზე, ეს პირდაპირ არღვევს დაცვის მხარის ზემოთ ხსენებულ უფლებებს, რასაც ამ შემთხვევაშიც ჰქონდა ადგილი.
შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, პირის ბრალეულობა ამტკიცოს სწორედ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რათა, ერთი მხრივ, დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს გონივრული მოლოდინი, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ბრალდებულის მიმართ სამართალწარმოება და, მეორე მხრივ, წინასწარ, სათანადოდ, ჯეროვნად მოემზადოს დაცვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება ე.წ. ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას.
კერძოდ, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ედებოდა კორუფციული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც დაკავშირებულია ქრთამის დაპირებასთან და საჯარო სამსახურის კეთილსინდისიერ ფუნქციონირებაზე გავლენის მოხდენასთან, ხოლო სასამართლომ ქმედება გადააკვალიფიცირა სახელმწიფო უშიშროებისა და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად - საბოტაჟად.
აღნიშნული დანაშაულები არსებითად განსხვავდება როგორც სამართლებრივი ობიექტით, ისე ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობით. კორუფციული დანაშაული უკავშირდება საჯარო მოხელის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას ქონებრივი სარგებლის გზით, მაშინ როდესაც საბოტაჟი მიმართულია სახელმწიფოს უსაფრთხოების, ეკონომიკური ან კონსტიტუციური სისტემის განზრახ დაზიანებისკენ. შესაბამისად, სახეზეა, არა მხოლოდ, სამართლებრივი კვალიფიკაციის ცვლილება, არამედ ბრალდების ფაქტობრივი და სამართლებრივი არსის არსებითი ტრანსფორმაცია.
ასეთ პირობებში სასამართლოს მიერ კვალიფიკაციის ცვლილება ფაქტობრივად შეგვიძლია შევაფასოთ პროკურატურის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებისგან დამოუკიდებელი ახალი დანაშაულის შემადგენლობად, რაც ბრალდებულს ართმევს შესაძლებლობას, წინასწარ იცოდეს და ეფექტიანად დაიცვას თავი იმ სამართლებრივი შეფასებისგან, რომელიც საბოლოოდ დაედო საფუძვლად განაჩენს. შესაბამისად, სასამართლო გასცდა ნეიტრალური არბიტრის ფუნქციას და შეითავსა ბრალდების მხარისთვის დამახასიათებელი როლი.
შესაბამისად, საიას შეფასებით მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სცდება კვალიფიკაციის შეცვლის დასაშვებ ფარგლებს, წარმოადგენს ბრალდების არსებით ტრანსფორმაციას და იწვევს დაცვის უფლებისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას.
ამასთან საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში არაერთ გახმაურებულ საქმეზე მოხდა სასამართლოს მიერ კვალიფიკაციის ცვლილება. რაც თავის მხრივ, პროკურატურის მხრიდან გაურკვეველი სისხლის სამართლის პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც, ძირითადად, იმ საქმეებში ვლინდება თვალსაჩინოდ, რომლებიც პოლიტიკური მდგენელის არსებობის მაღალ რისკს შეიცავენ.
ამასთან, საყურადღებოა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც მურთაზ ზოდელავასა და ლევან ხაბეიშვილის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმედ შერჩეული პირები და სხვა გარემოებები იმთავითვე ბადებდა ეჭვს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ნაკლებ შესაძლებელი იქნებოდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებთან მიმართებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა.
ხაზგასასმელია ქვეყანაში არსებული კონტექსტი, რომელშიც ოპოზიციური პარტიის ლიდერების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების ფართოდ გამოყენების ამჟამინდელი პრაქტიკა ქმნის მაღალ რისკს, რომ საქმეში პოლიტიკური ელემენტი იქნება წარმოდგენილი, რაც ძირს უთხრის მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირებას და ემსახურება პოლიტიკური დევნის მიზანს. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშიც ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის გამოყენების შერჩევით და ზოგჯერ თვითნებურ პრაქტიკაზე, რომლის მიზანია განსხვავებული აზრის ჩახშობა. ამასთანავე, ეს პრაქტიკა განსაკუთრებით მსუსხავ ეფექტს ქმნის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმებიან. ანგარიში სახელმწიფოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პატიმარი, განსაკუთრებით, ოპოზიციის წევრები და მომავალში თავიდან იყოს არიდებული პოლიტიკური მიზეზებით მათი დაკავება. ანგარიში ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ჟურნალისტები და საჯარო დებატების სხვა მონაწილეები, რომლებიც დააკავეს გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისთვის. თავიდან იყოს არიდებული მომავალში მსგავს გარემოებებში დაკავება." — ნათქვამია განცხადებაში
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები