ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე თურქეთში გააძევეს
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე თურქეთში გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ცოლმა ნინო კაკულიამ გაავრცელა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მისი თურქეთში გადაყვანა ღამით მოხდა.
"ვერაგულად ღამე გაიყვანეს... ვერც დავემშვიდობე", — წერს ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის მეუღლე, ნინო კაკულია სოციალურ ქსელში.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად, 48 დღე იშიმშილა. დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობდა, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო. მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდნენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა თემურ ქათამაძის გაძევების პროცედურები 2025 წლის 16 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს ბათუმის პროტესტში აქტიური მონაწილეობის გამო. თემურ ქათამაძე ბათუმის უწყვეტი პროტესტის მედროშე და აქტიური მონაწილე იყო.
თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. ის თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის — "ჩვენებურების" — აქტიური წევრი, ლიდერი და აქტივისტია — ის საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია.
მისი მიზანი საქართველოში სრული რეინტეგრაცია და ცხოვრება იყო - თემურ ქათამაძე 2019 წლამდე ქვეყანაში სამუშაო ვიზით ცხოვრობდა, თუმცა 2020 წელს ვიზის გაგრძელებაზე უარი მიიღო.
ამ პერიოდში თემურ ქათამაძემ საქართველოს მოქალაქეობის მიღება სამჯერ სცადა (2012, 2015, 2019 წლებში), თუმცა ყველა შემთხვევაში უარი მიიღო.
2025 წლის 29 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ამით თავშესაფრის მოთხოვნის გასაჩივრების შესაძლებლობა ეროვნულ დონეზე ამოიწურა. ერთ დღეში, 30 აპრილს მიგრაციის დეპარტამენტმა გააგრძელა გაძევების შეჩერებული პროცედურა და ქათამაძეს ნებაყოფლობითი გაძევებისთვის 10 დღიანი ვადა განუსაზღვრა.
მეტი თემურ ქათამაძის შესახებ:
- სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა
- SJC: თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე ქვეყნიდან არ გააძევებენ
- ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] საქართველოდან გააძევებენ.
- სასამართლომ თემურ ქათამაძეს საიმიგრაციო პატიმრობა 6 თვით გაუხანგრძლივა
- "ბათუმელმა მედროშემ", თემურ ქათამაძემ შიმშილობა მეორედ დაიწყო
- თემურ ქათამაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2800 ლარით დააჯარიმა
- ნინო ნადირაძე ბათუმელ მედროშე თემურ ქათამაძეს "ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას" ედავება და უჩივის
- თემურ ქათამაძე: "ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს ჩემთვის თავშესაფრის სტატუსი ან მოქალაქეობის მინიჭება სთხოვოს"
- სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა — სასამართლოში ქათამაძემ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრა
- თემურ ქათამაძე "ვივამედიდან" მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს
- პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მოსამართლეები და პროკურორები, აბუ-დაბის ჯგუფური ძალადობის მონაწილე "ოცნების" დეპუტატები — ვინ და რატომ დაასანქცირა ესტონეთმა?
- თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა
- საია-ს ინფორმაციით, შიმშილობის 48-ე დღეს თემურ ქათამაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
- თემურ ქათამაძის ადვოკატის თქმით, ის თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილებისას სირთულეები — "ბათუმელი მედროშე" 46-ე დღეა შიმშილობს
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
"არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე "არავითარი მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს" — მიხეილ სარჯველაძე რუსეთში შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
"მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე "მაკულატურა იყო" — შალვა პაპუაშვილი აქციებზე ქიმიური საშუალებების გამოყენების შესახებ წარდგენილ კვლევაზე
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს პატიმრის თქმით, გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებმა პირი ამოიკერეს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები