SJC: თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე ქვეყნიდან არ გააძევებენ
სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებას ავრცელებს. სადაც წერია, რომ თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე ქვეყნიდან არ გააძევებენ.
"ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის გაძევების საქმეზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებთ, გვსურს გაცნობოთ საქმის მომდინარე მდგომარეობა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ და მას ნებაყოფლობით ქვეყნის დასატოვებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის ოფიციალურ ზეპირ კომუნიკაციაში მოცემული განმარტებით, აღნიშნული ვადის ათვლა ჯერ არ დაწყებულა და ის მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც სასამართლო მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.
ვადების ათვლასთან და მომავალ პროცედურებთან დაკავშირებით მსგავსი განმარტება შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოს სახალხო დამცველსაც მისცა.
ადგილობრივ დონეზე სასამართლო დავის დასრულებისა და გაძევების პროცედურების დაწყებისთანავე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენება, თურქეთში მისი იძულებითი გაძევების პირობებში მოსალოდნელი უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით.
საქმესთან დაკავშირებული ძირითადი გარემოებები
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიგრაციის დეპარტამენტმა თემურ ქათამაძის გაძევების პროცედურები 2025 წლის 16 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ის ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს ბათუმის პროტესტში აქტიური მონაწილეობის გამო. თემურ ქათამაძე ბათუმის უწყვეტი პროტესტის მედროშე და აქტიური მონაწილე იყო.
თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. ის თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის — "ჩვენებურების" — აქტიური წევრი, ლიდერი და აქტივისტია — ის საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია.
მისი მიზანი საქართველოში სრული რეინტეგრაცია და ცხოვრება იყო - თემურ ქათამაძე 2019 წლამდე ქვეყანაში სამუშაო ვიზით ცხოვრობდა, თუმცა 2020 წელს ვიზის გაგრძელებაზე უარი მიიღო.
ამ პერიოდში თემურ ქათამაძემ საქართველოს მოქალაქეობის მიღება სამჯერ სცადა (2012, 2015, 2019 წლებში), თუმცა ყველა შემთხვევაში უარი მიიღო — ამჟამად თემურ ქათამაძე სასამართლოს მეშვეობით ისევ აგრძელებს მოქალაქეობის მოპოვებას და ეს დავა 2019 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
მისი გაძევების საკითხი დღის წესრიგში პირველად მხოლოდ მას შემდეგ დადგა, რაც იგი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ადგილობრივმა პოლიციამ თვითნებურად დააკავა და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გათავისუფლებისთანავე იგი დროებითი მოთავსების იზოლატორის შენობის წინ ხელახლა დააკავეს, ამჯერად საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო.
დაკავების შემდეგ თემურ ქათამაძემ მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის მინიჭების მოთხოვნით მიმართა, რომელმაც გადაწყვეტილება 3 დღეში მიიღო და უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
თემურ ქათამაძე ამტკიცებდა, რომ 2023 წლის 8 იანვარს, თბილისში თურქეთის საელჩოსგან მიღებული ელექტრონული წერილით ეცნობა, რომ მის მიმართ თურქეთში გამოცემულია დაკავების ორდერი, თუმცა, მისი არა ერთი მცდელობის მიუხედავად მას თურქეთის მიერ არ ეცნობა დაკავების სამართლებრივი საფუძველი და მიზეზი.
პასპორტის ვადის ამოწურვის გამო მას თურქეთმა არ გაუკეთა საჭირო მინდობილობა, რამაც მას პრაქტიკულად წაართვა სამართალსუბიექტობა საკუთარი უფლებების დაცვისთვის - თემურ ქათამაძე ვარაუდობს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში, მის მიმართ გამოძიება, სავარაუდოდ შეიძლება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
ამასთან მისი განმარტებით, მის მიმართ გამოძიება შესაძლოა ფეთულა გიულენის ორგანიზაციის წევრებთან, საქართველოში მის პირად მეგობრობას უკავშირდებოდეს, რაც დაუსაბუთებელი ეჭვია. თურქეთში თემურ ქათამაძის დაკავებისა და დევნის გარემოებები სათანადოდ არ შეისწავლა არც მიგრაციის დეპარტამენტმა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა თემურ ქათამაძეს წართმეული ჰქონდა სამართლებრივი შესაძლებლობები მიეღო ინფორმაცია მისი დაკავების საფუძვლების შესახებ და შესაბამისად, სათანადოდ დაეცვა თავი.
სამწუხაროდ, მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა და ორივე ინსტანციის სასამართლომ დაჩქარებულად, 4 თვეში მიიღო გადაწყვეტილება. ეროვნულ დონეზე საქმის წარმოებაში თემურ ქათამაძეს სამართლებრივ დაცვას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაცია უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური თავშესაფრის საკითხზე მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრებაც (Amicus curiae), რომელიც მიმოიხილავდა თემურ ქათამაძის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, თურქეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და მის საქართველოდან გაძევების შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და თვითნებური და დისკრიმინაციული დევნის რისკებს.
სასამართლო მეგობრის პოზიციაში წარმოდგენილი იყო თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების უახლესი ანგარიშები და შეფასებები, თუმცა სასამართლომ ჩვენი პოზიცია სათანადოდ არ გაიზიარა.
2025 წლის 29 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ამით თავშესაფრის მოთხოვნის გასაჩივრების შესაძლებლობა ეროვნულ დონეზე ამოიწურა. ერთ დღეში, 30 აპრილს მიგრაციის დეპარტამენტმა გააგრძელა გაძევების შეჩერებული პროცედურა და ქათამაძეს ნებაყოფლობითი გაძევებისთვის 10 დღიანი ვადა განუსაზღვრა.
მიგრაციის დეპარტამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება თემურ ქათამაძემ, საქართველოს ახალგაზრდად იურისტთა ასოციაციის დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა, თუმცა ის ფიქრობდა, რომ აღნიშნული სარჩელი მის გაძევებას ვერ შეაჩერებდა.
მიგრაციის დეპარტამენტის წერილში, სადაც თემურ ქათამაძის გაძევების რეჟიმი და ვადებია აღწერილი, ექსპლიციტურად მითითებული როგორ აითვლება ნებაყოფლობითი და იძულებითი გაძევების ვადები — საერთაშორისო დაცვის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები ამ კუთხით პირდაპირ ჩანაწერებს არ ითვალისწინებს და სწორედ ეს იყო სამართლის მოთხოვნების და რეგულაციების განჭვრეტის მიზეზი.
მიმდინარე წლის 8 მაისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში ვთხოვეთ განმარტება და მათ მიერ ზეპირსიტყვიერად გვეცნობა, რომ ვინაიდან გაფფარ ილმაზმა კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული ბრძანება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, მისი მოქმედების ვადა ჩერდება, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მიგრაციის დეპარტამენტმა იგივე დაუდასტურა სახალხო დამცველის აპარატსაც.
ამ ეტაპზე თემურ ქათამაძე კვლავ მიგრაციის დეპარტამენტის დროებით მოთავსების ცენტრში იმყოფება და ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) ინტერესების დაცვას გეგმავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მათ შორის, აპირებს, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე დროებითი ღონისძიების მოთხოვნას", — წერია განცხადებაში.
29 აპრილს, სააპელაციო სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი უთხრა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთის მოქალაქეს და ქართველი მუჰაჯირების შთამომავალს – თემურ ქათამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, ასევე ბინადრობაზე უარი უთხრეს, ბათუმის საპროტესტო აქციების ცნობილმა მედროშემ საქართველოში ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მოითხოვა.
საემიგრაციო პატიმრობაში მყოფი თემურ ქათამაძე 16 აპრილს ითხოვდა, რომ 3 საათით საპატიმროდან თბილისის ცენტრში გასვლის უფლება მიეცათ, რომ საცოლეზე რელიგიური წესით ქორწინება შესძლებოდა.
წერილში, რომელიც მისმა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია საია-მ გაავრცელა, ქათამაძე წერს, რომ 2023 წლიდან თურქეთში მისი დაკავების ორდერია გაცემული.
მანამდე, 21 მარტს, თემურ ქათამაძემ საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან ეშუამდგომლა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღო.
ბათუმელების ცნობით, თემურ ქათამაძე თურქეთში გარკვეულ იურიდიულ და სათარჯიმნო მომსახურებას უწევდა ფეტულა გიულენის ჯგუფის წევრებს და მას თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში უკანონო პატიმრობა ემუქრება.
თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავე. მან პროტესტის ნიშნად, 48 დღე იშიმშილა. დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობდა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო, — წერია განცხადებაში.
მეტი თემურ ქათამაძის შესახებ:
- ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] საქართველოდან გააძევებენ.
- სასამართლომ თემურ ქათამაძეს საიმიგრაციო პატიმრობა 6 თვით გაუხანგრძლივა
- "ბათუმელმა მედროშემ", თემურ ქათამაძემ შიმშილობა მეორედ დაიწყო
- ნინო ნადირაძე ბათუმელ მედროშე თემურ ქათამაძეს "ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას" ედავება და უჩივის
- თემურ ქათამაძე: "ვთხოვ სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს ჩემთვის თავშესაფრის სტატუსი ან მოქალაქეობის მინიჭება სთხოვოს"
- სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა — სასამართლოში ქათამაძემ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრა
- თემურ ქათამაძე "ვივამედიდან" მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს
- პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მოსამართლეები და პროკურორები, აბუ-დაბის ჯგუფური ძალადობის მონაწილე "ოცნების" დეპუტატები — ვინ და რატომ დაასანქცირა ესტონეთმა?
- თემურ ქათამაძემ 48-ე დღეს შიმშილობა შეწყვიტა
- საია-ს ინფორმაციით, შიმშილობის 48-ე დღეს თემურ ქათამაძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს
- თემურ ქათამაძის ადვოკატის თქმით, ის თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილებისას სირთულეები — "ბათუმელი მედროშე" 46-ე დღეა შიმშილობს
- თემურ ქათამაძე ამბობს, რომ დაკავების დღიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია
- საია შსს-ს შუამდგომლობით მიმართავს, თემურ ქათამაძის მიმართ დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გამოყენებული ღონისძიება შეცვალოს
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
კომენტარები