პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა მოსამართლეები და პროკურორები, აბუ-დაბის ჯგუფური ძალადობის მონაწილე "ოცნების" დეპუტატები — ვინ და რატომ დაასანქცირა ესტონეთმა?
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
2025 წლის 4 მარტს ესტონეთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალი სავიზო სანქციების შესახებ, რომლებიც საქართველოს მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის მოხელეებს — მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს, აგრეთვე პოლიტიკოსებს და ალტ-ინფოს ლიდერებს, სულ 55 პირს დაუწესდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ესტონეთის მიერ სანქცირებული პირების ჩამონათვალსა და იმ სავარაუდო მიზეზებზე აქვეყნებს ინფორმაციას, რის გამოც ქართველ პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, ოცნების დეპუტატებსა და ალტ ინფოს ლიდერებს ესტონეთში შესვლაზე აკრძალვა დაუწესდათ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერს, რომ დასანქცირებულთა უმრავლესობა ის ხალხია, რომელთა ჩართულობითაც მიმდინარეობს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა ან მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების მიმართ. სანქცირებულები არიან ასევე ქართული ოცნების პარლამენტის წევრები, რომლებმაც აბუ-დაბიში ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმით გამოიჩინეს თავი, აგრეთვე, პარლამენტის ყოფილი წევრი.
ქვემოთ მოცემულია ესტონეთის მიერ სანქცირებული პირების სია კონკრეტულ საქმეებზე მითითებით:
1. მოსამართლეები:
ირაკლი ხუსკივაძე, ფიგურირებს ირაკლი მიმინოშვილის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, თორნიკე გოშაძის, ინსაფ ალიევის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ანტონ ჩეჩინის, თედო აბრამოვის საქმეებში
თამარ მჭედლიშვილი, ფიგურირებს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, სერგეი კუხარჩუკის, ნიკა კაციას, ალექსანდრე ელისაშვილის საქმეებში
ქეთევან ჯაჭვაძე, ფიგურირებს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, სერგეი კუხარჩუკის საქმეებში
ლელა მარიდაშვილი, ფიგურირებს საბა სხვიტარიძის, ანატოლი გიგაურის, გიორგი ახობაძის საქმეებში
ლევან ყოლბაია, ფიგურირებს მზია ამაღლობელის, მამუკა ჯორბენაძის, გურამ მიქელაძის, დავით გვიანიძის, ანდრო კაკაბაძის და გიორგი დავითაძის საქმეებში
დავით მგელიაშვილი, ფიგურირებს ანზორ (ანრი) კვარაცხელიას, საბა ჯიქიას, ანატოლი გიგაურის, მათე დევიძის, გიორგი ახობაძის და ანტონ ჩეჩინის საქმეებში
ნანა შამათავა, ფიგურირებს დავით ლომიძის, თეიმურაზ ზასოხაშვილის, არჩილ მუსელიანცის საქმეებში
ნატო ხუჯაძე, ფიგურირებს დავით ლომიძის, თეიმურაზ ზასოხაშვილის, საბა სხვიტარიძის, დავით ხომერიკის საქმეებში
გიორგი გელაშვილი, ფიგურირებს გიორგი ოკმელაშვილის საქმეში
ნათია გუდაძე, ფიგურირებს საბა მეფარიშვილის, ომარ ოკრიბელაშვილის საქმეებში
თეონა ეპიტაშვილი, ფიგურირებს გიორგი მინდაძის, დანიელ მუმლაძის საქმეებში
არსენ კალატოზიშვილი, ფიგურირებს დანიელ მუმლაძის, გიორგი ახობაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, თორნიკე გოშაძის, ინსაფ ალიევის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის საქმეებში
ლელა კალიჩენკო, ფიგურირებს არჩილ მუსელიანცის, ლაშა ჩხაიძის, თედო აბრამოვის საქმეებში
დავით კურტანიძე, ფიგურირებს მათე დევიძის, ირაკლი წიგნაძის, ირაკლი ტაბლაძის, გიგი უგულავას, ნიკოლოზ კუტუბიძის, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ ქუმსიშვილის, ალექსანდრე გოგოლაძის და დიმიტრი ბიძინაშვილის საქმეებში
ზვიად შარაძე, ფიგურირებს ფრიდონ ბუბუტეიშვილის, ირაკლი მეღვინეთუხუცესის საქმეებში
ნინო თარაშვილი, ფიგურირებს ანზორ (ანრი) კვარაცხელიას, გიორგი მინდაძის, ნიკა კაციას საქმეებში
ეკა ბარბაქაძე, ფიგურირებს არასრულწლოვანი მ.გ.-ს საქმეში
ნინო სახელაშვილი, ფიგურირებს მზია ამაღლობელის საქმეში
მალხაზ ოქროპირაშვილი, ფიგურირებს მზია ამაღლობელის საქმეში
ვერა დოლიძე, ფიგურირებს მზია ამაღლობელის საქმეში
ირმა ტოგონიძე, ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ბათუმის აქციის მონაწილეებს: თემურ ქათამაძეს, გურამ მურვანიძეს, ვაჟა დარჩიას, მათე ცენტერაძეს, გოდერძი ფრანგიშვილს, მალხაზ ირემაძეს, გიორგი გაბაიძეს, ლაშა გაბაიძეს და ლევან ხორავას. ასევე, 2000 ლარით დააჯარიმა აქციის მონაწილე თათია აბულაძე
გულიკო კაჟაშვილი, ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ბათუმის აქციის მონაწილეებს: ელიზბარ ჩხიკვაძეს, ლუკა ნაცვლიშვილს, გიორგი კაკალაძეს და შუშანა მაცაბერიძეს.
2. პროკურორები:
ვაჟა თოდუა, ფიგურირებს ირაკლი მიმინოშვილის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, თორნიკე გოშაძის, ინსაფ ალიევის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, სერგეი კუხარჩუკის, დავით ხომერიკის საქმეებში
გიორგი მუკბანიანი, ფიგურირებს ირაკლი მიმინოშვილის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, თორნიკე გოშაძის, ინსაფ ალიევის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, სერგეი კუხარჩუკის საქმეებში
ნუგზარ ჭიტაძე, ფიგურირებს ფიგურირებს ირაკლი მიმინოშვილის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, თორნიკე გოშაძის, ინსაფ ალიევის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ნიკოლოზ კაციას საქმეებში
შმაგი გობეჯიშვილი, ფიგურირებს გიორგი ახობაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, თორნიკე გოშაძის, ინსაფ ალიევის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის
ზვიად გუბელაძე, ფიგურირებს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეში
ანა მეტრეველი, ფიგურირებს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეში
როინ ხინთიბიძე, ფიგურირებს ანზორ (ანრი) კვარაცხელიას, გიორგი მინდაძის, საბა ჯიქიას, საბა სხვიტარიძის, ფრიდონ ბუბუტეიშვილის, გიორგი კუჭუაშვილის, დავით კოლდარის საქმეებში
თამარ იაკობიძე, ფიგურირებს ანატოლი გიგაურის, გურამ ხუტაშვილის, დანიელ მუმლაძის, არასრულწლოვანი მ.გ.-ს საქმეებში
ვლადიმერ თურმანიძე, ფიგურირებს მზია ამაღლობელის საქმეში
თორნიკე გოგეშვილი, ფიგურირებს მზია ამაღლობელის საქმეში
ზაზა მეტონიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, მისი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება მზია ამაღლობელის, მამუკა ჯორბენაძის, გურამ მიქელაძის, დავით გვიანიძის, ანდრო კაკაბაძის და გიორგი დავითაძის საქმეები
პაატა ცეცხლაძე, ფიგურირებს მამუკა ჯორბენაძის, გურამ მიქელაძის, დავით გვიანიძის, ანდრო კაკაბაძის და გიორგი დავითაძის საქმეებში.
3. პოლიციელები:
ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი, მთავარი ფიგურანტი
გრიგოლ ბესელია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი
დავით ათაბეგაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი
გოჩა ვანაძე, ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მზია ამაღლობელის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი
ნოდარ ზენაიშვილი, ცრუ მოწმე მზია ამაღლობელის საქმეში
ბერდია ფერაძე, ცრუ მოწმე მზია ამაღლობელის საქმეში
გიორგი ჩარექაშვილი, ცრუ მოწმე დავით გოგილაშვილის საქმეზე
თორნიკე მენაბდე, ცრუ მოწმე დავით გოგილაშვილის საქმეზე
სულხან კიკნაძე, ცრუ მოწმე ბეატრის კლიმენკოს საქმეზე
რევაზ წურწუმია, ცრუ მოწმე ბეატრის კლიმენკოს საქმეზე
ზვიად მარგველანი, ცრუ მოწმე დავით გოდერძიშვილის საქმეზე
ზურაბ ღარიბაშვილი, ცრუ მოწმე შოთა ნარსიას საქმეზე
დავით მარუაშვილი, ცრუ მოწმე შოთა ნარსიას საქმეზე
ოთარ გელაშვილი, ცრუ მოწმე თეიმურაზ ბეჟანიძის საქმეზე.
4. ქართული ოცნების პარლამენტის ამჟამინდელი წევრები და ყოფილი დეპუტატი:
ირაკლი ზარქუა, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში
ვიქტორ სანიკიძე, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში
გელა სამხარაული, მონაწილეობდა აბუ-დაბის ჯგუფურ ძალადობაში
ლაშა ტალახაძე, გამოირჩევა აგრესიულობით
ბექა ოდიშარია, გამოირჩეოდა აგრესიულობით და სიძულვილის ენით, იყო ლატვიის ყოფილი საპატიო კონსული.
5. ალტ-ინფოს ლიდერები:
კონსტანტინე მორგოშია, 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის მთავარი ორგანიზატორი
ზურაბ მახარაძე, 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის მთავარი ორგანიზატორი.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები