როგორ გამოეხმაურნენ დასავლელი ლიდერები ზელენსკისა და ტრამპს შორის შელაპარაკებას
ფოტო: Le Monde
28 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა თეთრი სახლის "ოვალურ კაბინეტში" შედგა. შეხვედრას ესწრებოდა ამერიკის ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც, რომელიც დებატებში არაერთხელ ჩაერთო.
შეხვედრა, რომელსაც აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათი მინერალების შეთანხმების ხელმოწერა უნდა მოჰყოლოდა, სკანდალურად დასრულდა, მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან და ჯეი დი ვენსთან ცხარედ იკამათა და თეთრი სახლი კომენტარის გარეშე დატოვა. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის მადლიერების არ გამოხატვაში დასდო ბრალი, ხოლო დონალდ ტრამპმა კი უკრაინის პრეზიდენტი ომის გაგრძელების სურვილში დაადანაშაულა.
შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპისა და ზელენსკის პრესკონფერენცია გადაიდო და "მინერალების შეთანხმებას" აშშ-სა და უკრაინას შორის ხელი არ მოეწერა.
პრეზიდენტებს შორის შელაპარაკებას არაერთი დასავლელი ლიდერი გამოეხმაურა — მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი ვოლოდიმირ ზელენსკის დაუჭირა და მას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა.
ერთ-ერთი პირველი კომენტარი ინციდენტთან დაკავშირებით კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გააკეთა, რომელსაც, ისევე როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებს.
"რუსეთი უსამართლოდ და უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. სამი წელია, უკრაინელები მამაცურად იბრძვიან. მათი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვისა და სუვერენიტეტისთვის არის ბრძოლა, რომელიც თითოეული ჩვენგანისათვის მნიშვნელოვანია. კანადა გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად", — წერს ჯასტინ ტრუდო X-ზე.
უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც — მან განაცხადა, რომ უკრაინის დახმარება და რუსეთის სანქცირება სამი წლის წინ ისეთივე სწორი იყო, როგორიც დღეს არის.
"არსებობს აგრესორი — ეს რუსეთია. არსებობს ხალხი, რომელსაც თავს ესხმიან და ეს უკრაინაა. სამი წლის წინაც სწორი იყო, რომ ვეხმარებოდით უკრაინას, სანქციებს ვუწესებდით რუსებს და ახლაც გავაგრძელებთ ასე. ჩვენ, ამერიკელები, ევროპელები, კანადელები, იაპონელები და ბევრი სხვა. მადლობა ყველას, ვინც გასცემდა დახმარებას და აგრძელებს ამას. პატივისცემა მათ, ვინც დაწყების დღიდან იბრძვის. იმიტომ, რომ ისინი იბრძვიან ღირსებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, შვილებისთვის და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის", — წერს მაკრონი.
"ნიდერლანდები უკრაინას ისევე მტკიცედ უჭერს მხარს, როგორც ყოველთვის. ჩვენ გვსურს ხანგრძლივი მშვიდობა და რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიული ომის დასრულება. უკრაინისთვის, მისი ხალხისთვისა და ევროპისთვის", — დაწერა X-ზე ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა დიკ სხოფმა.
მნიშვნელოვანი იყო გერმანიის არჩევნებში გამარჯვებული ქრიასტიან-დემოკრატების ლიდერ ფრიდრიხ მერცის განცხადებაც, რომელმაც ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ დასავლეთს არასდროს უნდა აერიოს, ვინ არის ამ ომში აგრესორი და ვინ — მსხვერპლი.
"ძვირფასო ვოლოდიმირ, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით კარგსა თუ განსაცდელ დროს, არასდროს არ უნდა აგვერიოს აგრესორი და მსხვერპლი ამ საშინელ ომში", — განაცხადა მერცმა.
შელაპარაკებას გამოეხმაურა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც — მისი განცხადებით, უკრაინის მხარესაა ყველა, ვისაც ესმის, რას ნიშნავს, გიწევდეს საკუთარი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები