მამუკა მდინარაძე

13 Dec. 2024, 15:18

"ძალიან საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილის მიერ სკამის ჩაბღაუჭების მომენტი. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თუკი რაიმე ნორმა არსებობდა, თუკი რაიმე მორალური ნორმა არსებობდა, ყველაფერს არღვევდა. მას არ უთქვამს და უქნია ასეთი რამ, მე რომ ვადა გამივიდა, მაინც მე ვიქნებიო. ასეთი რამ სააკაშვილს არ უქნია, იმდენად მძიმე ემოციური ფონი აქვს სალომე ზურაბიშვილს, როცა ამას ამბობს. თან ოპოზიცია რომ ჰქვია, რეალურად აგენტურული ოპოზიცია, მის ამ ნათქვამს მიჰყვება.

რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ავირჩევთ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც, პირველ რიგში, სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებით გამორჩეულია. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც ვიხელმძღვანელეთ. მას აქვს სხვა საუკეთესო პიროვნული თვისებები. ის არის ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი, მკაფიო საკუთარი პოზიციით და ეს ყველაფერი იძლეოდა იმის საფუძველს, გვეფიქრა, რომ ის იქნება ღირსეული, ამ ქვეყნისთვის უღალატო პრეზიდენტი. წინა შემთხვევაში ჩვენ ასეთი ფუფუნება არ გვქონია. თუკი რაიმე შეცდომებზე შეიძლება ვისაუბროთ, ალბათ ეს მაინც მარგველაშვილს, სალომე ზურაბიშვილს შეეხება. ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო რომ მდგარიყო ობიექტურობის მხარეს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"Facebook-პოსტთან დაკავშირებით პირველი საქმე განვიხილე" — მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას თქმით, Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქის წინააღმდეგ შსს-ს მიერ დაწყებულ საქმეზე…