მამუკა მდინარაძე

12 Dec. 2024, 18:00

"გუშინდელმა საუბარმა არათუ მათი ნაძალადევი სიხარული გამოიწვია, არამედ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია იმიტომ, რომ ისინი ასეთ კომუნიკაციას არ ელოდნენ. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ტრამპისა და მაკრონის შეხვედრა შედგა. ამ ფონზე ისინი ასეთ ზარს არ ელოდნენ. ჩვენ რაღაც გადაჭარბებული წარმოდგენები კი არ გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, უბრალოდ ვამბობთ, რომ მინიმუმ 3 საკითხში ვემთხვევით ერთმანეთს. ტრამპიც ამბობს, რომ უნდა დამთავრდეს ომი უკრაინაში. საქართველოს ეს სუბიექტურად აწყობს იმიტომ, რომ მეორე ფრონტში ჩართვის ინტერესი ქრება. და ასევე, კიდევ ორი საკითხია, რაც პრინციპულ საკითხებად ავიღეთ, "გამჭვირვალობის კანონი", "ოჯახური ღირებულებების კანონი" და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ტრამპის და მისი ახალი ადმინისტრაციის, გარემოცვის პოზიციები ემთხვევა ჩვენსას. მინიმუმ სამ მთავარ საკითხში ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. გუშინდელმა ზარმა ოპოზიცია რეალურად ჩამოშალა. შეიხედეთ სოციალურ ქსელებში, თავის მართლების პოზიციიდან გამოდიან, დატუქსა და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ. დიახ, საუბარი, შეეხებოდა, მათ შორის, პატიმრების გათავისუფლებას.

[ოპოზიცია] პირველ წუთებში არის ხოლმე არეული იმიტომ, რომ პოზიცია არ გააჩნიათ, მერე დაურეკავენ ხოლმე თავის პატრონებს და ისინი რასაც იტყვიან, ისე იქცევიან. ამიტომ იყო რომ გუშინ მზადყოფნა გამოთქვეს, დღეს ყველა დალაგდა და მწყობრად, საერთო მესიჯბოქსს იმეორებენ. იმავეს გაიმეორებს ახლა სალომე ზურაბიშვილი. რაღაც ინფორმაციებიც არსებობს, მოწოდებებს აპირებს. სიგიჟეებს გააგრძელებს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე საქართველოში სალომე ზურაბიშვილი უფრო გავა მომსახურების არეალიდან, უფრო მეტ სულელურ გადაწყვეტილებას მიიღებს და განცხადებას გააკეთებს, ვიდრე აქამდე გაუკეთებია. ამაზეც გვაქვს ინფორმაციები და შეგვიძლია წინასწარ ვთქვათ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება: "ნუ გააუფასურებთ…