მამუკა მდინარაძე

14 Dec. 2024, 12:05

"მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომ კოლეგიის მიერ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი არჩეული, ეს არის პირველი შემთხვევა და მათ შორის უფლებამოსილებას შეიძენს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც, კონსტიტუციის მიხედვით, არაპირდაპირი გზით იქნება არჩეული. როგორც ცნობილია, კოლეგიაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. თუ ჩვენ მეორე ტური დაგვჭირდა, მეორე ტურიც დღეს გაიმართება. სხვა შემთხვევაში, არჩეული იქნება პრეზიდენტი პირველივე ტურში. ხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები არ გამოცხადდნენ.

მიხეილ ყაველაშვილის დასახელებისას, მთავარი კრიტერიუმი რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის სამშობლოს უღალატობა და არა რომელიმე გუნდის და პატრიოტიზმი. მიხეილ ყაველაშვილს თუკი რაიმე თვისება გააჩნია, უწინარესად, ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისი ლეგიტიმაციით, ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად — მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო…