მოსამართლე თამარ ხაჟომია აქვეყნებს ამონარიდებს აქციის დაშლის შესახებ სასამართლო პრაქტიკიდან
მოსამართლე თამარ ხაჟომია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციების საპოლიციო ძალების მიერ დაშლას Facebook პოსტით გამოეხმაურა. თამარ ხაჟომიამ გამოაქვეყნა ამონარიდები სასამართლო პრაქტიკიდან, რომელიც აღწერს სასამართლოს გადაწყვეტილებებს პოლიციის მხრიდან აქციის დაშლასთან დაკავშირებული საქმეებიდან.
"საქმეზე Nurettin Aldemir and otfers v. Turkey სასამართლომ ძალადობრივად არ მიიჩნია ისეთი შეკრება, რომელიც დასაწყისში იყო მშვიდობიანი, თავდაპირველად ძალა გამოიყენა პოლიციამ, რასაც დემონსტრანტების მხრიდან ძალადობრივი პასუხი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეში დაზიანდა პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა და პოლიციელთა ჯანმრთელობა, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ძალადობრივი პასუხი თავად პოლიციელთა მხრიდან იყო პროვოცირებული. ამგვარად, შესაძლოა საპროტესტო აქციამ ზიანი მიაყენოს პოლიცელთა ჯანმრთელობას, მესამე პირთა საკუთრების უფლებას, მაგრამ ამის მიუხედავად, ამგვარი შეკრება მშვიდობიანად იქნეს მიჩნეული. გარდა ამისა, გადამწყვეტი მნიშველობა ენიჭება შეკრების ორგანიზატორთა და მონაწილეთა მიზანს, კერძოდ, ჰქონდათ თუ არა მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის განზრახვა, რომელსაც მოჰყვა საზოგადოებრივი უწესრიგობა", — წერს მოსამართლე ხაჟომია.
თამარ ხაჟომიას მიერ დასახელებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ჰიპოთეტური რისკი და მტრულად განწყობილი ჯგუფის არსებობა აქციის დაშლას თავისთავად არ ამართლებს.
"საქმეზე "მახმუდოვი რუსეთის წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ არც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ჰიპოთეტური რისკი, არც მტრულად განწყობილი ჯგუფის არსებობა, თავისთავად არ ამართლებს შეკრების დაშლას", — ვკითხულობთ პოსტში.
თამარ ხაჟომიას პოსტი ეხება პოლიციის მიერ ისეთი სპეციალური საპოლიციო საშუალებების გამოყენებასაც, როგორიც ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეია, რომელთაც სპეცრაზმი ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ ბოლო დღეებში აქტიურად იყენებს.
"ცრემლსადენი გაზი განურჩეველი მოქმედების საშუალებაა და არ განასხვავებს დემონსტრანტებსა და არადემონსტრანტებს, ჯანმრთელ და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს (გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო A/HRC/20/27, 2012 წლის 21 მაისი, 35-ე პუნქტი). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთნაირად აფასებს ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის გაზის გამოყენების მიზანშეუწონლობას. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აღნიშნული აქვს, რომ ცრემლსადენი გაზის, წიწაკის გაზის გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს რესპირატორული პრობლემები, თავბრუსხვევა, გულისრევა, სასუნთქი გზების გაღიზიანება, საცრემლე სადინარებისა და თვალების გაღიზიანება, სპაზმები, ტკივილი მკერდის არეში, დერმატიტი, ალერგიები. დიდ დოზებში, მას შეუძლია გამოიწვიოს სასუნთქ გზებში ან საჭმლის მომნელებელ არხში ქსოვილის კვდომა, ფილტვებში სითხის დაგროვება ან შინაგანი სისხლდენა (Oya Ataman თურქეთის წინააღმდეგ, განაცხადი no. 74552/01, 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება, მე-18 პუნქტი)", — წერს თამარ ხაჟომია.
მოსამართლის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ საქმეში ფიგურირებს პოლიციელების ფორმაზე საიდენტიფიკაციო ნიშნების არარსებობის საკითხიც, რომელიც პრობლემურია, რადგან, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის მათი მხრიდან ძალადობის ფაქტების გამოძიებას.
"საქმეზე Izci თურქეთის წინააღმდეგ, პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრაციის დასაშლელად გამოიყენა არათანაბარზომიერი ფიზიკური ძალა და ცრემლსადენი გაზი, რამაც განმცხადებლის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. მოვლენათა განვითარება ასახულია ვიდეოფირზე, საიდანაც ჩანს, რომ პოლიციის ნიღბიანი თანამშრომლები დემონსტრანტებს ხელკეტებით სცემენ და ცრემლსადენ გაზს იყენებენ. ძირს დაგდებულებს ხელკეტებით სცემენ. მამაკაცს, რომელიც თავისი სხეულით ეფარება მიწაზე დაგდებულ ქალს, სახეში წიხლებს ურტყამენ. დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ბუჩქებს აფარებენ თავს, ჯერ ცრემლსადენ გაზს იყენებენ, ხოლო შემდეგ ხელკეტებით სცემენ. პოლიცია გარეთ გამოათრევს და სცემს ქალებს, რომლებმაც თავი მახლობელ შენობებს შეაფარეს (განაცხადი no. 42606/05, 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება, მე-14 პუნქტი). განმცხადებლის სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ მიღებული დაზიანებების გამო მას მუშაობა ხუთი დღის განმავლობაში არ შეეძლებოდა (მე-17 პუნქტი). დემონსტრანტებს დასაშლელად 20-25 წუთი ჰქონდათ (მე-11 პუნქტი). მათი რეაგირება ძალის გამოყენებაზე ის იყო, რომ ისინი თავის დაღწევას ცდილობდნენ (მე-15 პუნქტი). სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ცრემლსადენი გაზის გამოყენების თაობაზე მკაფიო და სათანადო ინსტრუქციების არარსებობა ხელს უწყობდა პოლიციის მიერ მსგავსი საშუალებების გადამეტებულ გამოყენებას. პოლიციამ ვერ შეძლო გარკვეული დოზით შემწყნარებლობის გამოჩენა მშვიდობიანი შეკრების მიმართ და ნაჩქარევი რეაგირებისა და გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად განმცხადებელმა დაზიანებები მიიღო. ამასთან, პოლიციის თანამშრომლებს სახე და მაიდენტიფიცირებელი ნომრები დამალული ჰქონდათ, რამაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოება შეაფერხა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლების დარღვევა დაადგინა", — ვკითხულობთ თამარ ხაჟომიას პოსტში
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
კომენტარები