ახალი ამბები Big Little Lies-ის მეორე სეზონზე და ალექს სკარსგარდისადმი ფანების სიძულვილზე
Big Little Lies-ის დასრულებისთანავე, დაიწყო საუბარი, განაახლებდა თუ არა HBO შოუს ახალი სეზონით, ამაზე პასუხი ჯერ-ჯერობით საიდუმლოებით არის მოცული.
არხი დუმს, თუმცა საუბრობენ მსახიობები. მაგალითად, რიზ უიზერსპუნი ამბობს, რომ მზად არის მეორე სეზონში დასაბრუნებლად.
"ვფიქრობ, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ამ სერიალით. ჩვენ [გულისხმობს ნიკოლ კიდმანს და ლორა დერნს] ვესაუბრეთ წიგნის ავტორს, ლიან მორიარტს და მან გვითხრა, რომ ფიქრობს. ყველაფერი მისი შექმნილია, ეს პერსონაჟები, ეს ისტორია, მედელინი, სელესტი, რენატა, მისგან დაიბადნენ და ახლა ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. რამის თქმა ჯერ ნაადრევია, ჩვენ გულწრფელად გვინდა, გადასაღებ მოედანზე დავუბრუნდეთ და გავიმეოროთ ის, რაც აქამდე გავაკეთეთ. გადასაღებ მოედანზე ყველა შემიყვარდა, ახლაც მაქვს მათთან კონტაქტი და ვფიქრობ ასეც გაგრძელდება", ამბობს რიზი.
ამავე თემაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა ნიკოლ კიდმანმაც:
"რიზი [უიზერსპუნი], მე და ლორა დერნი ძალიან დიდ დროს ვატარებთ ერთად, ხანდახან ღამეებსაც კი ვათენებთ ერთმანეთთან საუბარში. ჩვენ მზად ვართ დიდი პატარა ტყუილები ეკრანზე დაბრუნდეს, მაგრამ ამის არანაირი გეგმა ჯერ-ჯერობით არ არსებობს. პირველი სეზონი წიგნის ეკრანიზაცია იყო. ვიცოდით, რომ ისტორიაც აქ სრულდებოდა. ახლა, როცა საუბარია მეორე სეზონზე, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ხვდება თუ როგორ შეიძლება ამ არაჩვეულებრივი ქალების ისტორია გაგრძელდეს. ჩვენ მართლა მოხარულები ვიქნებით თუ გაგრძელება იქნება, მაგრამ არამგონია ეს მოხდეს", ამბობს კიდმანი.
ნიკოლისა და რიზის გარდა საკუთარ აზრს გამოთქვამს, პირველი სეზონის ყველაზე უარყოფითი და საძულველი პერსონაჟის როლის შემსრულებელი ალექსანდრ სკარსგარდი.
მისი პერსონაჟი სელესტეს [ნიკოლ კიდმანი] ქმარი იყო და მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
"როდესაც სერიალის გადაღებებს მოვრჩით ალბერტაში, კანადაში წავედი. უკან მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდი, რაც სერიალის ფინალური ეპიზოდი გავიდა და მივხვდი, რომ ხალხს არ მოვწონდი. მაგალითად, ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტში ვიყავი, ქალმა მიცნო და ოხ, ეს საზიზღარიო მომაძახა. ვფიქრობ მარტოსული მოვკვდები", ამბობს ხუმრობით სკარსგარდი.
აქვე ამატებს, რომ სიამოვნებით იმუშავებდა მეორე სეზონზეც.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პერსონაჟს ტრაგიკული ფინალი ჰქონდა, რატომაც არა? სიამოვნებით ვიმუშავებდი გაგრძელებაზე. ჩემი პერსონაჟი მართლა მოკვდა? არ ვიცი. ვიყავით მის დაკრძალვაზე? არა, არც კუბოში ჩაწოლილი უნახავს ვინმე. ასე რომ, ვნახოთ", სიცილით ამბობს სკარსგარდი.
სერიალის პირველი სეზონი HBO-სთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, გარდა დიდი პოპულარობისა ის წლევანდელი ემის ერთ-ერთ ფავორიტადაც ითვლება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები