გზამკვლევი კონდიციონერების შერჩევისთვის
ფოტო: ცელსიუსი
ფიქრობთ კონდიციონერის შეძენაზე უკვე ზაფხულის დადგომამდე? სწორი გადაწყვეტილებაა! ასეთ შემთხვევაში, თქვენ საკმაო დრო გექნებათ იმისთვის, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. ცივ ამინდებში კი შეგიძლიათ კონდიციონერი ასევე გასათბობადაც გამოიყენოთ.
გვესმის, რომ თქვენთვის შესაფერისი კონდიციონერის არჩევა საკმაოდ სტრესული ამოცანაა, ამიტომ ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად. გადახედეთ ამ სტატიას, სადაც მოცემულია ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია კონდიციონერის ყიდვისას. აქვე შეიტყობთ იმ მარტივი ხერხების შესახებ, რომლებიც თქვენი მოწყობილობის ექსპლუატაციის ვადას გაზრდის.
სპლიტ სისტემები და პორტატული კონდიციონერები
არსებობს მრავალი ტიპის კონდიციონერი, მაგრამ მათ შორის ყველაზე პოპულარულია პორტატული დანადგარები და სპლიტ სისტემები.
პორტატული მოდელები არის დამოუკიდებელი კონდიცირების ბლოკები, რომლებიც ადვილად შეიძლება ჩაერთოს კედლის ბუდეში, რაც უზრუნველყოფს მყისიერ გაგრილებას. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადაიტანოთ ისინი თქვენს სახლში ოთახიდან ოთახში.
სპლიტ სისტემები შედგება გარე და შიდა ბლოკისგან. გარე დანადგარი (კომპრესორი) დამონტაჟებულია გარეთ, ხოლო შიდა დანადგარი — კედლის შიგნითა მხარეს. შიდა ბლოკის მეშვეობით ოთახს მიეწოდება ცივი ან თბილი ჰაერი, რეგულირდება კონდიციონერის მუშაობა. მისი ინსტალაციისთვის საჭიროა პროფესიონალის ჩარევა.
ინვენტორული და არაინვენტორული კონდიციონერები
ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით, კონდიციონერები იყოფა ორ ტიპად — ინვენტორული და არაინვენტორული. მთავარი განსხვავება მათ შორის არის კომპრესორი. კლასიკური ჩართვა/გამორთვის კონდიციონერები მუშაობს პრინციპით: ჩართული სრული სიმძლავრით ან გამორთული. ამრიგად, ოთახში სასურველი ტემპერატურა მიიღწევა ნახტომებით.
ინვენტორულ მოდელებს შეუძლიათ შეცვალონ ბრუნვის სიჩქარე და მუდმივად იმუშაონ, შეინარჩუნონ ტემპერატურა ტალღების გარეშე. ეს გამორიცხავს ხშირ ჩართვასა და გამორთვას, შედეგად გვაქვს სამი შესანიშნავი მახასიათებელი: მუდმივი ტემპერატურა, კომპრესორის ექსპლუატაციის გაზრდილი ვადა და თვის ბოლოს ელექტროენერგიის შემცირებული გადასახადი.
დამატებითი ფუნქციები
კონდიციონერის მთავარი ფუნქციაა ოთახში ჰაერის გაგრილება. ის ხელმისაწვდომია ყველაზე იაფ მოდელებშიც კი. მაგრამ, გარდა სავალდებულო მინიმუმისა, თანამედროვე კონდიციონერებს ბევრი დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლიათ, მაგალითად:
- გათბობა. მომხმარებლებისთვის ეს ფუნქცია მნიშვნელობით მეორე ადგილზეა;
- გაშრობა. გამოიყენება მაღალი ტენიანობის დროს;
- ტაიმერი. დაზოგავს ენერგიას, რაც საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ სამუშაო დრო;
- უხმო რეჟიმი. უზრუნველყოფს ღამის სიჩუმეს;
- ჰაერის დატენიანება;
- ჰაერის გაწმენდის რეჟიმი;
- რესტარტი. ახორციელებს გადატვირთვას ელექტროენერგიის გამორთვის შემდეგ;
- თვითდიაგნოსტიკა. საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ მოწყობილობის ფუნქციონირება.
კონდიცირების დამატებითი რეჟიმები ზრდის მათ ღირებულებას, მაგრამ უზრუნველყოფს ბევრად მეტ კომფორტს.
კონდიციონერის მოვლა
არსებობს რამდენიმე მარტივი საშუალება, რომელთა დახმარებითაც თქვენი კონდიციონერი დიდხანს გემსახურებათ ყოველგვარი ძვირადღირებული რემონტის გარეშე:
- რეგულარულად შეცვალეთ ფილტრები
კონკრეტული კონდიციონერისა და მისი გამოყენების მიხედვით, ფილტრის შეცვლის სიხშირე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. როგორც წესი, მისი გამოცვლა რეკომენდებულია რამდენიმე თვეში ერთხელ მაინც. ეს შესანიშნავი გზაა თქვენი კონდიციონერის ეფექტურად მუშაობისთვის და ამავე დროს ოთახში ჰაერის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად.
- გაასუფთავეთ ბლოკი
დროთა განმავლობაში მტვერი და სხვადასხვა ნარჩენები ადვილად გროვდება კონდიციონერის გარეთა ბლოკში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ტექნიკური პრობლემები. ამიტომ რეკომენდებულია დროდადრო გაწმინდოთ თქვენი მოწყობილობის ბლოკი.
- მოერიდეთ გადახურებას
ბლოკის გაგრილებამ შეიძლება გააუმჯობესოს მისი ეფექტურობა და საშუალებას მისცეს მას უფრო დიდხანს იმუშაოს რემონტის საჭიროების გარეშე.
დასკვნა
კონდიციონერის შეძენა და მისი მოვლა საკმაოდ სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. თუმცა ზაფხულის ცხელ დღეებში გრილ ოთახში ნებივრობა მიგახვედრებთ, რომ თქვენს ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია!
ცელსიუსი მუდამ მზადაა შეგიქმნათ კომფორტი ნებისმიერ ამინდში!
-
ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით
-
საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე
-
პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
გადახედვა
-
რატომ დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში? რატომ დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში?
გადახედვა
-
კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო
გადახედვა
-
პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე" პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე"
გადახედვა
-
მარტინ სკორსეზე, რომელიც მარველს და თანამედროვე კინოს აძაგებდა, AI-ის ფანი გამოდგა მარტინ სკორსეზე, რომელიც მარველს და თანამედროვე კინოს აძაგებდა, AI-ის ფანი გამოდგა
გადახედვა
-
შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პაპუაშვილი კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ “ქართულ ოცნებაში” და სამხარაძე იმერულად “ახვევს” გია ხუხაშვილი: პაპუაშვილი კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ “ქართულ ოცნებაში” და სამხარაძე იმერულად “ახვევს”
გადახედვა
-
რატომ არ უნდა გამოტოვო რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი რატომ არ უნდა გამოტოვო რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი
-
ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს
გადახედვა
-
ბიზნესმენების რეკეტი და მუქარა — "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს ბიზნესმენების რეკეტი და მუქარა — "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
გადახედვა
-
"არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე" "არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე"
გადახედვა
-
G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე
გადახედვა
-
დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში
გადახედვა
-
ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს
-
შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს
გადახედვა
კომენტარები