საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
ფოტო: Franceinfo
საფრანგეთი აზერბაიჯანს, ახალ კალედონიაში, საფრანგეთის მმართველობის წინააღმდეგ მეამბოხეების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.
ახალი კალედონია საფრანგეთის ტერიტორიაა, წყნარ ოკეანეში.
The Guardian ციტირებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის სიტყვებს, რომ ეს "რეალობაა".
"ვწუხვარ, რომ კალედონიის დამოუკიდებლობის მომხრე ზოგიერთმა ლიდერმა დადო შეთანხმება აზერბაიჯანთან. ეს უდავოა“, — თქვა დარმანინმა.
აზერბაიჯანული მედია იტყობინება, რომ ბაქოს საინიციატივო ჯგუფმა (BIG) ხუთშაბათს მოაწყო ვიდეოკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ "დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მოძრაობების" წარმომადგენლები ახალი კალედონიიდან, ფრანგული პოლინეზიიდან, საფრანგეთის გვიანიდან, მარტინიკადან, გვადელუპედან და კორსიკადან — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებიდან, ახალი კალედონიის ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. მოგვიანებით, ვიდეოკონფერენციის მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც დაგმეს საფრანგეთის მმართველობა და მხარი დაუჭირეს ტერიტორიების დამოუკიდებლობას.
ბაქოს საინიციატივო ჯგუფი ოფიციალურად შეიქმნა 2023 წლის 6 ივლისს, ბაქოში გამართული კონფერენციის "კოლონიალიზმის სრული აღმოფხვრისკენ" მონაწილეთა მიერ, რომლის მიზანი იყო, მხარი დაეჭირა ჯგუფებისთვის, რომლებიც იბრძოდნენ კოლონიალიზმისგან გათავისუფლებისთვის.
ხუთშაბათს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დარმანინის განცხადებები დაგმო და ეს ცნობები უარყო.
"აზერბაიჯანი კიდევ ერთხელ გმობს ფრანგული მხარის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს აზერბაიჯანის მიმართ და მოუწოდებს, შეწყვიტოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანია მიუღებელი ბრალდებებით“, — ნათქვამია განცხადებაში.
პრაღის კარლის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ბაჰრუზ სამადოვმა, განუცხადა OC Media-ს, რომ აზერბაიჯანის მიერ ანტიკოლონიური დისკურსის გამოყენება არ იყო გულწრფელი.
"შესაძლოა ჩანდეს, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს ამ მოძრაობების ღირებულებებს, თუმცა ეს ნაბიჯები არის მხოლოდ პოლიტიკური. საფრანგეთმა მკვეთრი რეაგირება მოახდინა მთიანი ყარაბაღის მეორე ომისა და 2023 წლის სექტემბრის მოვლენების შემდეგ და ეს ჰგავს აზერბაიჯანის პასუხს საფრანგეთისთვის“, — განაცხადა სამადოვმა.
აზერბაიჯანთან ურთიერთობები დაიძაბა 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ, საფრანგეთი სულ უფრო აკრიტიკებს აზერბაიჯანის მიერ სომხეთთან კონფლიქტის მოგვარების გზებს და ზრდის სომხეთის მხარდაჭერას.
”ეს აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური დისკურსი”, — თქვა სამადოვმა და აღნიშნა, რომ ეს პოზიცია აზერბაიჯანს საშუალებას აძლევს უარყოს ევროპული ღირებულებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.
სამადოვმა აღნიშნა, რომ "შერჩევითი ანტიკოლონიალიზმი“ გამოიყენებოდა სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთსა და თურქეთში.
"ეს ახალი არ არის და აზერბაიჯანმა მოახდინა ამ დისკურსის ინსტრუმენტალიზაცია, იყენებს მას ნებისმიერ საჭირო დროს",— თქვა სამადოვმა.
ფრანგული მედია იტყობინება, რომ აზერბაიჯანის დროშები გამოჩნდა ახალ კალედონიაში გამართულ დემონსტრაციებზე წლის დასაწყისში, მათ შორის, მარტში.
ერთი წლით ადრე, ახალი კალედონიის საგარეო საქმეთა მუდმივი კომისარი, მიქაელ ფორესტი, ეწვია აზერბაიჯანს, რათა დასწრებოდა კოვიდ-19-თან ბრძოლის შესახებ სამიტის დახურვის ცერემონიას, ის შეხვდა აზერბაიჯანელ დეპუტატებს.
ბაქოს საინიციატივო ჯგუფმა, ასევე, მოაწყო კონფერენციები თემაზე "დეკოლონიზაცია: ჩუმი რევოლუცია“ გაეროში, 2023 წლის სექტემბერში და კონფერენცია "ნეოკოლონიალიზმი: ადამიანის უფლებების დარღვევა და უსამართლობა“ 2023 წლის ოქტომბერში. ამ უკანასკნელს ესწრებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქვეყნის სახალხო დამცველი და საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების წარმომადგენლები.
2023 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Azertac-ის კორესპონდენტი ახალი კალედონიიდან გააძევეს.
მას შემდეგ, რაც , მიმდინარე კვირაში, ახალ კალედონიაში არეულობები დაიწყო, ბაქოს საინიციატივო ჯგუფმა გამოუცხადა მხარდაჭერა იმ ადამიანების, რომლებიც "იტანჯებიან საფრანგეთის კოლონიური პოლიტიკით".
"აზერბაიჯანის ქმედებები საფრანგეთს ვერ დააზარალებს", — ამბობს სამადოვი. "აზერბაიჯანს სურს, უბრალოდ, თქვას, რომ თუ გაგვაკრიტიკებთ და არ აღიარებთ ჩვენს გამარჯვებას, შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, თქვენი კოლონიების დამოუკიდებლობის მხარდაჭერაში".
მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს არ უსაუბრია სხვა ქვეყნების კოლონიურ ისტორიებზე. ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები აზერბაიჯანის კრიტიკას არ ექვემდებარება, ბრიტანული ბიზნესი აზერბაიჯანში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
-
ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი? ქვიზი: რომელი ქვეყნიდანაა ეს ცნობილი ადამიანი?
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება 26 აპრილიდან ილიას განათლების ფესტივალი 2026 საქართველოს 8 რეგიონსა და 11 ქალაქში გაიმართება
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
"საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო "საფარი": "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“ ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
გადახედვა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები
გადახედვა
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს? თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს?
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
კომენტარები