ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ელის — რაზე ისაუბრა DW-სთან
ფოტო: კადრი DW-სთვის მიცემული ინტერვიუდან
რა ხდება: საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დოიჩე ველესთვის (DW) მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ელის.
- ინტერვიუში ზურაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში რაიმე ტიპის ცვლილება მოსალოდნელი არ არის, რადგან სიტუაციის შეცვლა მხოლოდ რუსეთის გასვლას შეუძლია მის მიერვე ოკუპირებული ტერიტორიებიდან — როგორც საქართველოდან, ასევე, უკრაინიდან.
სალომე ზურაბიშვილი: "ჩვენ უფრო ახლოს ვართ და უკეთ ვიცნობთ რუსეთის სპეცსამსახურებს. გარკვეულწილად, მათთვის უფრო იოლია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, რადგან საქართველო მათთვის ნაცნობი პლატფორმაა. ამასთან, ქართველი ხალხი კარგად იცნობს საბჭოთა პროპაგანდას, რომელიც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, შესაძლოა, მათი [ხალხის] მედეგობა ოდნავ მაღალი იყოს, თუმცა, ჩვენ რისკის ქვეშ ვიქნებით. რისკი წელს მეტი იქნება, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს."
- პრეზიდენტი "შიდა-პოლიტიკურ ბრძოლებზე": სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა DW-ს მიერ დასმულ შეკითხვას საქართველოში მიმდინარე "პოლიტიკური ბრძოლების" თაობაზეც, იმ კონტექსტში, რომ მას, საქართველოს ხელისუფლება არ აძლევს ნებართვას საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტებისთვის.
სალომე ზურაბიშვილი: "სხვა ნებისმიერი ქვეყნის მსგავსად, აქაც შიდა-პოლიტიკური ბრძოლებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ვიზიტები სრულიად შეთანხმებულია ქართველ ხალხთან. დამოუკიდებლობის მომენტიდან, ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქართულ გზას ევროპისკენ და ეს არასოდეს შეცვლილა, არ მაშინ, როცა საქართველო იყო ოკუპირებული ან დატყვევებული და ეს არც მომავალში შეიცვლება, რადგან ეს არის ერთადერთი პერსპექტივა, რომელიც რეალურად არსებობს ამ ქვეყნისთვის", — უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანულ მედიას, DW-ს.
- ზურაბიშვილი ზელენსკისთან შეხვედრაზე: მიუნხენში გამართული უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ "მე აქ ვარ მხოლოდ იმისთვის, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ქართველი ხალხის სახელით — ამაში დარწმუნდებიან საქართველოში ჩამოსული სტუმრები, რომლებიც თბილისში ბევრ უკრაინულ დროშას დაინახავენ. ამიტომ, მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა, მეტი არაფერი შემიძლია. თუმცა ვფიქრობ, ამჯერად ეს [სოლიდარობის გამოხატვა] მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ კანდიდატი ქვეყნების ასოცირებული ტრიოს ნაწილი ვართ, და რაც მთავარია, ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ვართ სამი ქვეყანა, რომლებსაც სჭირდებათ უსაფრთხოება შავ ზღვაზე".
კიევის მხარდაჭერაზე საუბრისას, ასევე, აღნიშნა, რომ როგორც ქართველს, ესმის იმ ბრძოლის მნიშვნელობა, რაც უკრაინამ დანარჩენი ევროპისთვის გაიღო
- და ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მალე დაამტკიცებს გადაწყვეტილებას, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ.
სალომე ზურაბიშვილი: "ვფიქრობ, ევროპამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოყო 50 მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდასაჭერად და იმავეს ელოდება ამერიკის კონგრესისგან. დარწმუნებული ვარ, ეს ადრე თუ გვიან მოხდება, თუმცა, დრო გადამწყვეტ როლს თამაშობს აქ და რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი", — თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
ბოლო ხაზი: მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა უცხოური მედიისთვის მიცემულ კიდევ ერთ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო მუშაობს, რათა უკრაინასა და მოლდოვას დაეწიოს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო წინ არიან.
გაიგე მეტი: პრეზიდენტი ივანიშვილზე, ევროინტეგრაციაზე და რუსულ საფრთხეებზე — ინტერვიუ Euractiv-თან
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
კომენტარები