სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნეს მარათონი — როგორ აძლიერებს უნივერსიტეტი მომავალ მეწარმეებს
ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უკვე მეხუთე წელია აგრძელებს ახალგაზრდა მეწარმეების აღმოჩენასა და მხარდაჭერას. პროექტი ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას, მათთვის ინოვაციური იდეების გაღრმავებასა და ბიზნესის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმის მხარდაჭერას.
ბიზნეს მარათონი ყოველწლიურად აერთიანებს სკოლებისა და უნივერსიტეტის მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ, თავიანთი იდეებითა და შემოქმედებითი ენერგიით შეცვალონ მომავალი. პროექტის ფარგლებში, მონაწილეები გადიან სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს, მენტორობას უწევენ გამოცდილი მეწარმეები და უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას აგროვებენ სამეწარმეო სამყაროში.
2025 წლის ბიზნეს მარათონის მნიშვნელოვანი ეტაპები
წელს ბიზნეს მარათონი განსაკუთრებით მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება თავიანთი იდეების დახვეწასა და ბიზნეს პროექტების რეალობად ქცევაში.
1. მომავალი მეწარმეების ტრენინგი
თარიღი: 2 აპრილი
თემა: “შენი პირველი ნაბიჯები მეწარმეობაში“
ტრენინგის მიზანია ახალგაზრდებს გააცნოს ბიზნესის ძირითადი პრინციპები, ბაზრის კვლევის მეთოდები, ინოვაციური იდეების კომერციალიზაციის მეთოდები და წარმატებული ბიზნესმოდელების შექმნა.
2. სამეწარმეო იდეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
თარიღი: 11 აპრილი
სამიზნე ჯგუფი: მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით
კონკურსი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი ბიზნეს იდეები, გაეცნონ სამეწარმეო სამყაროს, გამარჯვების შემთხვევაში კი, მიიღონ ფულადი პრიზები და სხვა სამოტივაციო საჩუქრები.
პროექტი მათ სთავაზობს შესაძლებლობას, დაეუფლონ ბიზნესის მართვის პირველ ნაბიჯებს და გაიღრმავონ ცოდნა.
2. სტუდენტური სამეწარმეო იდეების კონკურსი
სტუდენტებისთვის ორგანიზებული კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტაპია, რომელსაც მეწარმეობის სფეროში შემდგარი პროფესიონალები შეაფასებენ. კონკურსში მონაწილეობას იღებენ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც თავიანთ ინოვაციურ პროექტებს ჟიურის წევრებს წარუდგენენ.
შეფასების კრიტერიუმები:
- იდეის ინოვაციურობა და მდგრადობა
- ბაზრის საჭიროებასთან შესაბამისობა
- პროექტის განხორციელებადობა
- ბიზნესმოდელის ეფექტურობა
გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, რაც ხელს შეუწყობს მათ სტარტაპ იდეების განვითარებას და ბიზნეს სამყაროში დასამკვიდრებლად საჭირო რესურსების მოპოვებას.
“ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ახალგაზრდა ტალანტებს საშუალება ექნებათ, წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური იდეები და სამეწარმეო პოტენციალი. ეს პროექტი არ არის მხოლოდ კონკურსი — ეს არის ხიდი, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს, გახდნენ მომავლის წარმატებული მეწარმეები და ინოვატორები. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივები აყალიბებს ახალ თაობას, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“ — პროფესორი თამთა მიქაბერიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი უკვე 5 წელზე მეტია, წარმატებით ახორციელებს ბიზნეს მარათონის პროექტს. ამ წლების განმავლობაში პროექტში მონაწილეობა მიიღო ასობით ახალგაზრდამ, რომელთაგან ბევრი უკვე წარმატებული მეწარმე გახლავთ.
მომავალი თაობის მეწარმეების აღმოჩენა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბიზნეს მარათონი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდების მოტივრებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას!
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
კომენტარები