თურქეთის თქმით, თუ სომხეთი არ მიიღებს "აზერბაიჯანის მიერ გაწვდილ სამშვიდობო ხელს", მას სერიოზული ზიანი მიადგება
ფოტო: Azertac
თურქეთმა გააფრთხილა სომხეთი, რომ ის "მიიღებს სერიოზულ ზიანს", თუ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას ვერ უზრუნველყოფს.
ამის შესახებ თურქეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰულუსი აკარმა ორშაბათს, ბაქოში ვიზიტისას დროს განაცხადა.
"[სომხეთმა] უნდა მიიღოს აზერბაიჯანის მიერ გაწვდილი სამშვიდობო ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სერიოზული ზიანი მიადგება, 2020 წლის ომის მსგავსი", — თქვა მან.
აკარი მანამდე თავდაცვის მინისტრისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ამის საპასუხოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვაჰან კოსტანიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ თურქეთს შეუძლია უფრო კონსტრუქციული როლი შეასრულოს ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვრის გახსნის შესახებ, მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.
ვაჰან კოსტანიანი
ფოტო: 1lurer.am
შაბათს, 27 იანვარს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის უახლესი სამშვიდობო წინადადებები იანვრის დასაწყისში მიიღო, ისინი კვლავ პასუხის მზადების პროცესში არიან.
კვირას, 28 იანვარს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა ინიციატივით, ქვეყნებმა ხელი მოაწერონ თავდაუსხმელობის პაქტს, "თუ აღმოჩნდება, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება“.
მან, ასევე, გაიმეორა შეთავაზება შეიარაღების ურთიერთკონტროლის მექანიზმის შექმნის შესახებ, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის კრიტიკის საპასუხოდ, რომ ის საფრანგეთისა და ინდოეთისგან იარაღის შეძენას გეგმავს.
ბაქოში ვიზიტის დროს, აკარმა თქვა, რომ გარკვეული ქვეყნები ცდილობდნენ სომხეთის როგორც "პროქსი სახელმწიფოს" აღჭურვას.
29 იანვარს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიხან ჰაჯიზადემ უარყო ფაშინიანის ბოლო წინადადებები.
"პოლიტიკური მანიპულაციაა იმის მტკიცება, რომ სომხეთი სერიოზულად უდგება სამშვიდობო პროცესს“, თქვა მან, "იმის გათვალისწინებით, რომ მისი ქვეყანა ახორციელებს სერიოზული მილიტარიზაციის პოლიტიკას, ბოლო წლებში ხელი მოეწერა რამდენიმე მილიარდი დოლარის იარაღის მიწოდების კონტრაქტს და მან განავითარა სამხედრო წარმოება".
"აზერბაიჯანი, თავის მხრივ, გააგრძელებს სამშვიდობო და სამშენებლო ძალისხმევას და სომხეთისგან ელის ადეკვატური ნაბიჯების გადადგმას, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც“, — თქვა ჰაჯიზადემ.
აიხან ჰაჯიზადე
ფოტო: azernews.az
"არაჰუმანიტარული ნაბიჯი"
სამშვიდობო მოლაპარაკებების შეფერხების ფონზე, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური დაპირისპირება კვლავ ჩნდება.
25 იანვარს სომხეთის ეროვნულმა უსაფრთხოების სამსახურმა (NSS) გამოაცხადა, რომ სომხეთი აზერბაიჯანს გადასცემს ნაღმების ჩანაწერების 8 წიგნს, ნდობის აღდგენის მიზნით.
NSS-ის განცხადებით, სომხეთმა, 2021 წელს, აზერბაიჯანს, დაახლოებით, 972 რუკა გადასცა, სადაც აღნიშნულია სახმელეთო ნაღმების ადგილმდებარეობა "წინაპირობების გარეშე" და რომ "უბრალოდ, სომხეთს არ აქვს უკეთესი ხარისხის რუკები".
მოგვიანებით, იმავე დღეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის განზრახვა "არ იყო ჰუმანიტარული და ეს ნაბიჯი არ შეიძლება ჩაითვალოს ნდობის აღდგენის ღონისძიებად“.
მათ, ასევე, თქვეს, რომ რუკები, რომლებიც მათ სომხეთისგან მიიღეს, იყო მხოლოდ 25%-ით ზუსტი და "არასრული“.
"მოწოდებული რუკები არის არაეფექტური, არასრული და ზუსტად არ ასახავს ადგილზე არსებულ რეალობას“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მათ მოუწოდეს ერევანს, "წარმოადგინოს ზუსტი რუკები“ და მიაწოდოს აზერბაიჯანს ინფორმაცია "უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გაუჩინარებული 4000-მდე აზერბაიჯანელის ბედზე, ასევე მასობრივი საფლავების ადგილმდებარეობაზე, სადაც აზერბაიჯანელები არიან დაკრძალული“.
ამის საპასუხოდ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანი დაადანაშაულა "თემის მანიპულირების გაგრძელებაში“ და "სომხეთის პოზიტიური ნაბიჯის ესკალაციისა და უარყოფითი რიტორიკის მიზეზად გადაქცევაში“.
NSS-მა ასევე განაცხადა, რომ მათ უკვე აქვთ მიწოდებული ინფორმაცია უგზო-უკვლოდ დაკარგული აზერბაიჯანელების შესახებ და მზად არიან, ამ საკითხზე შემდგომი თანამშრომლობისთვისაც.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
კომენტარები