განსხვავებული რეაქციები ნატა ფერაძის პროტესტის გამოხატვის ფორმაზე
რა ხდება: ნატა ფერაძის მიერ, სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებისთვის საღებავის შესხმას ინტერნეტში განსხვავებული რეაქციები მოყვა. პროტესტის გამოხატვის ამ ფორმას მათ შორის, ჟურნალისტები, აქტივისტები, თეოლოგები და პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.
ბექა მინდიაშვილი: თეოლოგი სოციალურ ქსელში წერს, რომ არ არის მომხრე, პროტესტის ნიშნად, რაიმე ნივთისთვის საღებავის შესხმის, ან ძეგლების ნგრევის. თუმცა, მისი თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტალინის "აბსოლუტურად პოზიტიური" გამოსუხლუბა სამების ტაძარში "არის ღვთის გმობა".
- "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაუშვებელია იყოს სტალინის მადიდებელი .ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ამ უკიდურესი ბოროტებისგან, ამ ღვთის გმობისგან, რომ დაუბრუნდეს ყოვლადწმინდა სამების, ჯვარცმული ქრისტეს დიდება", — წერს მინდიაშვილი.
ნიკა გვარამია: გვარამიას თქმით, საღებავის შესხმით გამოხატული პროტესტით, ხალხს, რომელსაც სტალინისა და მატრონა მოსკოველის ხატის სამებაში ნახვა არ მოსწონს, შესაძლებლობა მიეცა, სტალინის ფაქტორი გვერდზე გადადოს, რადგან წინა პლანზე პროტესტის ფორმით აღშფოთებამ წამოიწია.
- "ახლა ამ ნებაყოფლობით თუ სოციალური პრესის შედეგად არმომწონებელთა უდიდეს ნაწილს შინაგანი არგუმენტი მიეცა (დაუბრუნდა), რომ სტალინის ფაქტორი განზე გადადოს, მისი დამკიდებელი მსხვერპლად გამოაცხადოს და საღებავის შემსხმელზე ილაპარაკოს და ლანძღოს", — წერს გვარამია ფეისბუქზე.
მერაბ მეტრეველი: ჟურანლისტი ფერაძის პროტესტის ფორმას ეხმაურება და წერს, რომ სტალინის ხატზე გამოსახვას, რომელიც "სიმახინჯეა", ვანდალიზმით არ უნდა ვუპასუხოთ. მისი თქმით, ფერაძის ქმედებამ მორალური უპირატესობა დააკარგვინა იმ ხალხს, ვინც ეკლესიაში სტალინის გამოსახვას აპროტესტებს.
- "აქამდე ეკლესია და ამ ხატის დამცველები თავის მართლების პოზაში იდგნენ, ნატას ამ გამოხდომამ კი მათ საშუალება მისცა თავდასხმაზე გამდოსულიყვნენ”, — მიაჩნია მეტრეველს.
თამარ ჯაყელი: სამოქალაქო აქტივისტი სოლიდარობას უცხადებს ნატა ფერაძეს და ამბობს, რომ თუ ვანდალიზმზე ვსაუბრობთ, მაშინ უნდა გვახსენდებოდეს გელათი, რომელიც კულტურის სამინისტროს და ქართული ოცნების უპასუხისმგებლობის გამო, ინგრევა.
- "რაზეც საჭიროა, იმაზე აღშფოთდით", — დაწერა მან.
ანა სუბელიანი: თბილისი პრაიდის ერთ-ერთი დირექტორი ფეისბუქ პოსტში ნატა ფერაძეს სოლიდარობას უცხადებს. მისი თქმით, სრულიად უადგილოა პროტესტის ფორმაზე დისკუსია, როდესაც სახელმწიფოს მიერ წაქეზებული ბრბო ადამიანს წამებით, გაუპატიურებით და მოკვლით ემუქრება და სახლშიც კი უვარდება.
- "თუ ძალა არ გვყოფნის, რომ გავაკეთოთ ის, რაც ნატამ გააკეთა, ნუ ვეცდებით, რომ საკუთარი უძლურება მორალური უპირატესობითა და სტრატეგიულად ფიქრით შევფუთოთ, რათა უკეთ ვიგრძნოთ თავი", — წერს სუბელიანი პოსტში.
თამარ ჩერგოლეიშვილი: პოლიტიკოსი ფეისბუქზე წერს, რომ მისთვის მიუღებელია სხვისი ქონების დაზიანება "პოლიტიკური პროტესტის ნიშნად". მისი თქმით, მოსწონს, რომ სამებაში კიდია ხატი სტალინის გამოსახულებით, რადგან "მგონია რომ საკუთარ სახელს არქმევს ყველაფერს და იოლი ასახსნელი ხდება ჩვენი გზავნილი საპატრიარქოზე", — წერს ჩერგოლეიშვილი.
ბოლო ხაზი: 6 იანვარს პარტია ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა სამების ტაძარში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა., სადაც ჩანს მატრონა მოსკოველის ხატი, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე იოსებ სტალინია გამოსახული.
- 7 იანვარს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრებმა ირმა ინაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს "მათ შესწირეს";
- 9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს.
- დღეს, 10 იანვარს, ნატა ფერაძის სახლთან პრორუსული ძალადობრივი მოძრაობა ალტ-ინფომ აქცია გამართა. ისინი სამების ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მსგავსი: ალტ-ინფოს წევრები ნატა ფერაძის სახლთან აქციას მართავენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
მსგავსი: სამებაში ხატს, რომელზეც სტალინია გამოსახული, ლურჯი საღებავი შეასხეს (ვიდეო)
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები