სანამ სიცხეზე იწუწუნებთ, წაიკითხეთ 10 მიზეზი, რატომ უნდა აღმერთებდეთ ზაფხულს
ზაფხული წელიწადის ის დროა, რომელიც 21 ივნისის მზებუდობის მომენტიდან, 23 სექტემბრამდე, ანუ შემოდგომის ბუნიობამდე გრძელდება.
ადამიანურ ენაზე კი ეს არის, გართობის, დასვენების, მოგზაურობისა და დაუვიწყარი შეგრძნებების სამი თვე, რომლის დადგომასაც, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გაფაციცებით ელის.
ობიექტურობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ ახარებთ ზაფხულის დადგომა და ამ სამი თვის მანძილზე, 24 საათი, კვირაში 7 დღე, აუტანელ სიცხესა და უჰაერობაზე წუწუნებენ ხოლმე.
თუ თქვენც ამ ადამიანებს შორის ხართ, აუცილებლად განაგრძეთ კითხვა და ნახეთ 10 მიზეზი, რის გამოც ზაფხულს უბრალოდ უნდა აღმერთებდეთ.
1. თბილი და მზიანი ამინდია
როგორც იქნა დათბა და შეგვიძლია 200-კილოიან ჯემპრებსა და ქურთუკებს გამოვემშვიდობოთ.
სიცივისაგან გამოწვეული დეპრესია და მოღუშული, უღიმღამო გარემოც აღარსადაა. დროა გავერთოთ, დავისვენოთ და გავირუჯოოოთ.
2. დღე უფრო ხანგრძლივია
ალბათ მოგენატრათ შეგრძნება, როდესაც საათს დახედავ, საღამოს ცხრის ნახევარია, მაგრამ ჯერ კიდევ დღეა და ჰაერში სასიამოვნო მიწის, ბალახებისა და ზაფხულის სასიამოვნო სუნი ტრიალებს.
ასევე, ყურში ჭრიჭინების გაბმული ჭრიჭინი იავნანასავით ჩაგესმით, რომელიც მოდუნებისა და ჩაძინების ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი ენერგიით გმუხტავთ და ხვდებით, რომ მთელი სიამოვნება ჯერ კიდევ წინაა.
3. შვებულების დროა!
შვებულება დაგეგმეთ? მაშინ თქვენი უფროსის მბრძანებლობა დასასრულს მიუახლოვდა (ჰა ჰა ჰა).
ნუ, მთლად საკუთარ სასტუმროს ვერ გახსნით, მაგრამ მთავარია, რომ ზღვის სანაპიროზე უკვე თავად ხართ ბოსი!
4. მეგობრებისთვის მეტი თავისუფალი დრო გვაქვს
ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა "დრო ფულია", კარიერული წინსვლისა და საყვარელ საქმეში მაქსიმალური თვითრეალიზებისათვის კი მართლაც უამრავი დრო და ენერგიაა საჭირო, რასაც საკუთარი ნებით ვწირავთ ადამიანურ ურთიერთობებს და თითქოს ამ დროს საკუთარ ნაჭუჭშიც კი ვიკეტებით ხოლმე.
საბედნიეროდ, ზაფხულში ერთადერთი ვალუტა, სწორედ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და მათი სიყვარულია, გამდიდრება კი უფრო მარტივი, რაც უფრო მეტ დროს ვუთმობთ მათ, მით უფრო ბედნიერები და თავდაჯერებულები ვხდებით.
5. მოგზაურობა და დასვენებაც საჭიროა
ოჯახის წევრებისა და მეგობრების სიყვარულით გულს რომ იჯერებთ და პირველ მილიონსაც იშოვით, მოგზაურობისა და შესაბამისად ახალი, განსხვავებული შთაბეჭდილებების დროც დგება.
უბრალოდ ჩაალაგეთ ზურგჩანთა და გაეშურეთ ნებისმიერი მიმართულებით, სამყარო მზად არის თავისი ახალი საიდუმლოებითა და სილამაზით გაგიმასპინძლდეთ.
6. ზაფხულში საკვები გემრიელი და მრავალფეროვანია
საზამთრო, სიმინდი, ნესვი, პომიდორი, ალუბალი, ქლიავი — ეს საზაფხულო და თქვენი ჯანმრთელობისათვის აუცილებელ პროდუქტების დაუსრულებელი სიაა, რომელთა მირთმევაც წელიწადის ამ მონაკვეთშია შესაძლებელი.
7. როგორც იქნა, სახლს დავალაგებთ
სამსახური მხოლოდ საყვარელი ადამიანების ნახვაში არ გვიშლის ხელს, სახლის მოწესრიგებაც თითქმის შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, ზაფხული სწორედ ის დროა, როცა ყველა უჯრის გამოსაღებად, იქიდან ნივთების ამოყრისთვის და მათი ორგანიზებისთვის თავზე საყრელი დრო გვაქვს.
ხარახურის ქექვისას შეიძლება ძველი ფოტოც კი იპოვოთ, რომელიც სასიამოვნო მოგონებებს გაგახსენებთ და გაგაბედნიერებთ.
8. ძალიან, ძალიან ბევრი წიგნი შეგვიძლია წავიკითხოთ
აი, მთელი წელი რომ აგროვებდით სხვადასხვა ავტორის ძალიან საინტერესო წიგნებს, ახლა ერთბაშად შეგიძლიათ მათი წაკითხვა — რა ჯობია, ხან ლომების პრაიდის ერთ-ერთი წევრი იქნებით და ხანაც, რომელიმე ისტორიულ გმირთან ერთად დაგეგმავთ საომარ სტრატეგიებს.
9. ვარჯიშიც ნაკლებად გვეზარება
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში სულ ცხელა, ვარჯიში მაინც ნაკლებად გვეზარება, რადგან გვინდა, რომ უკეთ გამოვიყურებოდეთ და ზღვაშიც თამამად შევდგათ პირველი ნაბიჯი.
10. ყველა ფილმი და სერიალი შეგვიძლია ვნახოთ
და ბოლოს, როგორც იქნა, ყველა საინტერესო ფილმი, ან სერიალი, რომლის სანახავადაც აქამდე დრო ვერ გამოვნახეთ, ახლა უკვე ერთბაშად შეგვიძლია ვნახოთ!
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები