გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, შპს ჯეოსთილმა მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა
გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, კომპანია ჯეოსთილმა ობლიგაციების პირველი ემისია — 15,000,000 აშშ დოლარის ოდენობით წარმატებით განათავსა. აღნიშნული ტრანზაქცია ჯამურად დაგეგმილი 30,000,000 აშშ დოლარამდე ემისიის პირველი ტრანშია. მეორე ტრანშის ემისია 2023 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
განთავსებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 9.00%-ია (მთლიანი დარიცხული სარგებელი გადასახადების ჩათვლით). ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი დაფარვა 2025 წლის 21 აპრილს მოხდება. აღსანიშნავია, რომ ინვესტორთა მოთხოვნამ გადააჭარბა გამოშვებული ქაღალდების მოცულობას, რაც ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და კომპანიის მიმართ არსებულ დადებით სამომავლო მოლოდინებზე მიუთითებს.
ემიტენტი გამოშვებული ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვებას გეგმავს. კომპანიას ასევე შემუშავებული აქვს მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ჩარჩო (Sustainability-Linked Bond Framework), რომელზეც მეორე მხარის მოსაზრება (Second Party Opinion) დამოუკიდებელმა შემფასებელმა, DNV Business Assurance Norway AS-მ გასცა. მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების გამოშვება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჯეოსთილი ხელს უწყობს ადგილობრივი ადამიანური რესურსების განვითარებას და ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პრაქტიკის დანერგვით აფართოებს ბიზნეს პროცესებს.
ჯეოსთილი საქართველოში პირველი და ერთადერთი მძიმე მრეწველობის სექტორში მოღვაწე კომპანიაა, რომელიც მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებს უშვებს. კომპანია ობლიგაციების პირველი ემისიიდან მიღებულ სახსრებს კაპიტალური დანახარჯებისა და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად და არსებული სესხების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჯეოსთილმა ჯამურად დაგეგმილი $30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პირველი ტრანში, $15 მილიონი აშშ დოლარი, წარმატებით გამოუშვა. ეს არის პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ტრანზაქცია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. ვიმედოვნებთ, რომ ტრანზაქცია წაახალისებს მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და სხვა კომპანიებს მისცემს დამატებით მოტივაციას, რომ მათაც დაიწყონ მუშაობა გარემოდასცვითი, სოციალური და მმართველობის მაღალი სტანდარტების დანერგვაზე. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და წვლილი შევიტანეთ საქართველოს მძიმე მრეწველობის სექტორის განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს განთავსების აგენტს - Galt & Taggart და ყველა სხვა ჩართულ მხარეს, მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი აქტიურად იყო ჩართული ასეთი უპრეცენდენტო გარიგების წარმატებით განხორციელების პროცესში, განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. აღსანიშნავია გარიგების უნიკალური მახასიათებელი, რაც გულისხმობს პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების განთავსებას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ეს ტრანზაქცია გალტ & თაგარტისა და ჯეოსთილის პირველი ერთობლივი განთავსებაა და ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება. მსურს, მადლობა გადავუხადო და მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგებისთვის. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან," — განაცხადა ბალაკრიშნან საჯივიმ, ჯეოსთილის გენერალურმა დირექტორმა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები